დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7857 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 24/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016363 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №7857
2016 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა
| 1 | გიორგი თაბუაშვილი | შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე) |
| 2 | მამუკა ტერაშვილი | შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) |
| 3 | რომან ბუღაძე | დავების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) |
| 4 | შალვა კოპალეიშვილი | დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე |
| 5 | დავით ჯულაყიძე | დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საბჭოს მდივანი) |
| 6 | შოთა ვალიშვილი | აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 7 | ლევან წითელაშვილი | იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
| 8 | მერაბ არახამია | საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 9 | მადინა მაყაშვილი | მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 10 | გიორგი კანდელაკი | ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
“;
ბ) „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ (დანართი №2):
ბ.ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვა, დასკვნის მიღების ან დასკვნის მისაღებად მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბჭოზე განსახილველად საკითხის მომზადებას, საბჭოს მომდევნო/უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენას და საბჭოს წევრებისათვის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას. დღის წესრიგი თანხმდება საბჭოს თავმჯდომარესთან/ მოადგილეებთან. “;
ბ.ბ) მე-3 მუხლის:
ბ.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე/ერთ-ერთი მოადგილე. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომლის არყოფნის შემთხვევაშიც მის უფლებამოსილებას, საბჭოს გადაწყვეტილებით, ახორციელებს საბჭოს რომელიმე წევრი.“;
ბ.ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს თავმჯდომარის/ერთ-ერთი მოადგილის ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.“;
ბ.ბ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს საბჭოს იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე/ერთ-ერთი მოადგილე და მდივანი. სხდომის ოქმის ყველა გვერდი დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი მ.შ. ირაკლი შარტავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები