„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42256
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/12/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016537
42256
04/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
000000000.00.00.016537
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №42256

2019 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ინფორმაცია გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ დანართი №21;“.

2. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვა, დასკვნის მიღების ან დასკვნის მისაღებად მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბჭოზე განსახილველად საკითხის მომზადებას, საბჭოს მომდევნო/უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენას და საბჭოს წევრებისათვის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას. დღის წესრიგი თანხმდება საბჭოს თავმჯდომარესთან/მოადგილესთან.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;“;

ბ.ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. გადასახადის გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დავების დეპარტამენტის თანამშრომელი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის იმ ნაწილის აუდიო ჩაწერას, რომელზეც ესწრება გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი.“;

ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.“;

ბ.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს საბჭოს იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე და საბჭოს აპარატის თანამშრომელი, რომელიც ადგენს ოქმს.“;

ბ.ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საბჭოს სხდომაზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის/სამსახურის უფროსის მოადგილისათვის (დელეგირების შემთხვევაში) წარდგენას.“;

ბ.ვ) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა შესაბამისი აქტის აღსრულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დავების დეპარტამენტს არაუგვიანეს აქტის აღსრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ამ ბრძანების №21 დანართის შესაბამისად.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის უფროსს დავების დეპარტამენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაციის მიღების თვის 15 რიცხვამდე. აღუსრულებელი გადაწყვეტილებების შესახებ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შესწავლისა და რეაგირებისათვის სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს.“;

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც სპეციალურად უნდა იყოს მითითებული ჩანაწერი ასეთი უფლებამოსილების არსებობის შესახებ.“;

დ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების განმარტება

1. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე საგადასახადო/საბაჟო ორგანო მიმართავს გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

2. გადაწყვეტილების განმარტება ხდება იმავე ფორმითა და წესით, როგორც გადაწყვეტილება იქნა მიღებული.“.

4. დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს დანართი №21, თანდართული რედაქციით.

5. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე, ამ პუნქტით დადგენილი პრიორიტეტულობით, ზეპირი განხილვისას შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს:

ა) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვასთან, სასამართლო დავებთან და გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცესების კოორდინატორი (შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს წევრი).

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                     ლევან კაკავა

 

დანართი 1

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა

1.

ლევან კაკავა

შემოსავლების სამსახურის უფროსი

(საბჭოს თავმჯდომარე)

2.

ზურაბ ძნელაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

(საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

3.

ნინო ფოდიაშვილი

შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვასთან, სასამართლო დავებთან და გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცესების კოორდინატორი

4.

შალვა კოპალეიშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე

5.

რომან ბუღაძე

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

6.

ლევან წითელაშვილი

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

7.

შოთა ვალიშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

8.

მერაბ არახამია

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

9.

გიორგი მაისურაძე

იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ/შ

 

მოწვეული სპეციალისტები

1.

ირინე სალუქვაძე

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2.

პაატა ბუხნიკაშვილი

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი

3.

ირაკლი ლაშხია

ანალიტიკური დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე

4.

დიმიტრი ამისულაშვილი

საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე

5.

ნინო შამანაური

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

6.

ლევან სირანაშვილი

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი

 


 

 

 

დანართი N21

ინფორმაცია

საგადასახადო/საბაჟო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ

N

საჩივრის ავტ-

ორის

და-

სახე

ლება

ს/ნ ან პ/ნ

საგადასახადო/

საბაჟო დავაზე მიღე-

ბული შემო-

სავლების სამსა-

ხურის  ბრძანების ნომერი

საგადასახადო/

საბაჟო დავაზე მიღე-

ბული

შემო-

სავლების სამსა-

ხურის  ბრძანების თარიღი

გასა-

ჩივრებული დოკუ-მენტის ნომერი

გასა-

ჩივრე-ბული დო-

კუმენტის თარიღი

მაკორქტი-რებელი დოკუ-

მენტის ნომერი

მაკორ-

ქტი

რებელი დოკუ-

მენტის თარიღი

აღსრულების მდგომარეო-ბა

აღუს-

რულებ-

ლობის მი-

ზეზი

შენი-შვნა