„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12765
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 15/05/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016406
  • Word
12765
15/05/2017
ვებგვერდი, 16/05/2017
000000000.00.00.016406
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12765

2017 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“ (დანართი №2) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 - მე-16 პუნქტები:

„14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა უნდა აღასრულოს მისი ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემულ ვადაში მისი აღსრულება შეუძლებელია ობიექტური გარემოებების გამო.

15. შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა შესაბამისი აქტის აღსრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დავების დეპარტამენტს არაუგვიანეს აქტის აღსრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის უფროსს/მოადგილეს დავების დეპარტამენტმა მიაწოდოს ინფორმაციის მიღების თვის 15 რიცხვამდე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი  გ. თაბუაშვილი