დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12188 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 28/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016373 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №12188
2016 წლის 28 აპრილი
ქ.თბილისი
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №5) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აქტის პროექტი არსებითად (გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში) შეთანხმებული უნდა იყოს საბაჟო დეპარტამენტის პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო) უფროსთან/მის მოადგილესთან. ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება „პროექტი“ და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 3 მაისიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები