დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8692 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 18/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016267 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №8692
2014 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შემადგენლობა
| 1 | ირაკლი გვარამაძე | შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე) |
| 2 | რომან ბუღაძე | დავების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) |
| 3 | რუსლან ახალაია | სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი |
| 4 | ვაჟა პეტრიაშვილი | სამსახურის მრჩეველი |
| 5 | შალვა კოპალეიშვილი | დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე |
| 6 | დავით ჯულაყიძე | დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საბჭოს მდივანი) |
| 7 | შოთა ვალიშვილი | აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი |
| 8 | ლევან წითელაშვილი | იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
| 9 | მერაბ არახამია | საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 10 | მადინა მაყაშვილი | მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ი. გვარამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები