„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17923
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 12/07/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 12/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016463
17923
12/07/2018
ვებგვერდი, 23/10/2018
000000000.00.00.016463
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №17923

2018 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის , მისი საქმიანობის წესის , ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (№3 დანართი):

ა.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების (შემდგომში – საგადასახადო შემოწმება) შედეგებზე შედგენილი შემოწმების აქტის პროექტთან (შემდგომში – აქტის პროექტი) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში – სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში – გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული (წარმოდგენილია www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) განხილვის პროცედურებს.“;

ა.ბ) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადამხდელს უფლება აქვს შეტყობინებისა და აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, წერილობით ან ელექტრონულად (www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადამხდელის პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას) ან მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.“;

ა.გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქტის პროექტთან დაკავშირებით, გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული (წარმოდგენილია www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) პოზიცია, როგორც წესი, შეტანილი/გაგზავნილი უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტში, მათ შორის, საფოსტო გზავნილით.“.

ბ) „საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №5):

ბ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის დარიცხვის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის“ პროექტთან (შემდგომში – აქტის პროექტი) დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში − სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში − გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული (წარმოდგენილია www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) წარდგენისა და განხილვის პროცედურებს.“;

ბ.ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადამხდელს უფლება აქვს, აქტის პროექტის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონულად (www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს დასაბუთებული პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას), ან მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.

2. გადამხდელის პოზიციის წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) ფორმით.“.

2. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე შეტყობინების ფორმა (N4 დანართი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                                                         გიორგი თაბუაშვილი

 

დანართი №4

„–––––––––––––––––––––––“ –––––––––––––––

გადამხდელის დასახელება საიდენტ./პირადი ნომერი

მის: ––––––––––––––––––––––––––––

შეტყობინება

საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე

გასაცნობად გეგზავნებათ „-----––––––––––“–ის 20–– წლის „ ––––– “ „ ––––––––––– “- ის

                                                        გადამხდელის დასახელება                 რიცხვი            თვე

საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი. თქვენ უფლება გაქვთ, საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №4) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) წარადგინოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თქვენი/თქვენი წარმომადგენლის მონაწილეობით.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებმა შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის კონტროლის პროცედურების შედეგად, შესაძლოა განიცადოს კორექტირება.

აქტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში თქვენი პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი რჩებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, გაასაჩივროთ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან (ბრძანებასთან) და ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად, „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

დანართი: საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი --- ფურცლად.

–––––––––––––––––––––––––––––

აუდიტის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

–––––––––––––––––––––––––––––

გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა