„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10356
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016367
  • Word
10356
18/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
000000000.00.00.016367
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №10356

2016 წლის 18 აპრილი

ქ.თბილისი

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1 . „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №5):

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი საკითხების (დღის წესრიგის) მომზადებასა და განხილვის ოქმების (შემდგომში სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო (შემდგომში – საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო).“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამხდელის პოზიცია გადაეცემა საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს და საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო .“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიციის განხილვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო, რომელიც აუდიტორისა და გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი პოზიციის ნაწილში წინასწარ განიხილავს: აქტის პროექტს, აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების შესაბამისობას კანონმდებლობასთან, გადამხდელის პოზიციას, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას). ამასთან, წინასწარი განხილვა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც შეხვედრით, ისე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

5. გადამხდელის პოზიციის წარდგენისას საბაჟო დეპარტამენტი (საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიმართავს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია მიმართვიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს (საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არის თუ არა გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება.

6. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად, რისთვისაც გადამხდელის პოზიციას და შესაბამის მასალებს, მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გადასცემს/უგზავნის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სათათბირო საბჭოს წევრებს.“;

გ.ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სხდომის თარიღის თაობაზე სათათბირო საბჭოს წევრებს, გადამხდელს, აუდიტორსა და სხვა მოწვეულ პირებს (ასეთის არსებობისას) საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო აცნობებს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).

9. სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარებამდე ან უშუალოდ სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ან სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს, რის შესახებაც საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიცია განიხილება, მიუხედავად იმისა, იგი მონაწილეობს თუ არა სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში. თუ გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობის სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე გადამხდელის პოზიციას წარადგენს საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს წარმომადგენელი.“;

დ.ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათათბირო საბჭოს წევრის, გადამხდელის, აუდიტორის, საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომლის ან/და სხვა მოწვეული პირის მიერ სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას − ტექნიკური ხარვეზის გამო), თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტას, საკითხის განხილვა შესაძლებელია გადაიდოს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (ფორმდება სხდომის ოქმი), რის შესახებაც საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი,ელექტრონული ფოსტა და სხვა).

10. შემმოწმებელი აუდიტორ(ებ)ისა და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომლის მიერ სათათბირო საბჭოს წევრებს წარედგინებათ ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ და მტკიცებულებები, რის შემდეგაც საკითხის განხილვაში ერთვება გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი (იმ შემთხვევაში, თუ იგი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას).“;

დ.გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომელი ვალდებულია, სხდომას გააცნოს სამმართველოს პოზიცია აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადამხდელის პოზიციის მართებულობის, ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესახებ.“;

დ.დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ცხადდება სხდომაზე და განემარტება აუდიტორს, გადამხდელს (იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას) და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს წარმომადგენელს. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის სახით.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხდომის ოქმს ამზადებს საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო, სხდომის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს, როგორც მატერიალური (წერილობითი) ისე ელექტრონული ფორმით.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სათათბირო საბჭოს სხდომის თავმჯდომარის, განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა, სათათბირო საბჭოს სხდომის მდივნის, აუდიტორის და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა;“;

ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, სათათბირო საბჭოს წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საკითხის განხილვას და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს ის თანამშრომელი, რომელმაც შეისწავლა საკითხი და განსახილველად წარადგინა სათათბირო საბჭოს სხდომაზე. სხდომის ოქმზე ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ მასზე შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობას.“;

ე.დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სხდომის ოქმის ასლი, მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს მიერ, შესაბამისი მასალების ასლებთან ერთად, ეგზავნება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს, ასევე საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო ახორციელებს სხდომის ოქმის გადამხდელისათვის გაცნობას/ჩაბარებას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი