დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5476 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 02/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016359 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №5476
2016 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა
1 | გიორგი თაბუაშვილი | შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე) |
2 | რომან ბუღაძე | დავების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) |
3 | შალვა კოპალეიშვილი | დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე |
4 | დავით ჯულაყიძე | დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საბჭოს მდივანი) |
5 | შოთა ვალიშვილი | აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
6 | ლევან წითელაშვილი | იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
7 | მერაბ არახამია | საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
8 | მადინა მაყაშვილი | მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
9 | გიორგი კანდელაკი | ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გ. თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები