„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50444
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016303
  • Word
50444
05/12/2014
ვებგვერდი, 10/12/2014
000000000.00.00.016303
„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №50444

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანების: 

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“

 ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი – №5 დანართის შესაბამისად.“

  2. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებულ „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს საქმიანობის წესში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  ა) პირველი მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს გადასახადის გადამხდელის პოზიციას აუდიტის დეპარტამენტში და საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის შედეგად (სხდომის ოქმის საფუძველზე) აუდიტორის მიერ შედგენილ დასკვნაზე, აგრეთვე შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებს, ცალკეულ საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

  3. გადასახადის გადამხდელის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ამ წესის დებულებები შესაბამისად გამოიყენება აუდიტის დეპარტამენტში და საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის შედეგად (სხდომის ოქმის საფუძველზე) აუდიტორის მიერ შედგენილ დასკვნაზე გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვისას.

  4. ცალკეულ შემთხვევებში, გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი პოზიცია, საკითხის გადაუწყვეტლად/განუხილველად შესაძლებელია განსახილველად გადაეგზავნოს საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ამ წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“;

  ბ) მე-3 მუხლის:

  ბ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. საბჭო უფლებამოსილია:

  ა) დააკმაყოფილოს საჩივარი/გადამხდელის პოზიცია;

  ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი/გადამხდელის პოზიცია;

  გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი/გადამხდელის პოზიცია;

  დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი/გადამხდელის პოზიცია;

   ე) მიიღოს შუალედური რეკომენდაცია და შეაჩეროს საჩივრის/გადამხდელის პოზიციის განხილვა;

   ვ) მიიღოს რეკომენდაცია ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით;

  ზ) მიიღოს რეკომენდაცია დღის წესრიგში მითითებულ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

 ბ.ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „13. საბჭოს სხდომაზე საგადასახადო შემოწმების/საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტზე/აუდიტორის დასკვნაზე გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვის შემდეგ:

  ა) სხდომის ოქმის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების (რეკომენდაციის) შესაბამისად წერილობითი რეკომენდაციის პროექტის მომზადებასა და საბჭოს თავმჯდომარისათვის/მოადგილისათვის წარდგენას;

  ბ) წერილობითი რეკომენდაცია ეგზავნება აუდიტის დეპარტამენტს/საბაჟო დეპარტამენტს და გადასახადის გადამხდელს;

  გ) წერილობითი რეკომენდაცია აისახება საგადასახადო შემოწმების/საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტში.“.

  3. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №3) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. სათათბირო საბჭო სხდომაზე განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას), ამასთან, თუ გადამხდელი მონაწილეობს/ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას, იგი დროებით ტოვებს სხდომას და საკითხის განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და აუდიტორი ვალდებულია განსახილველ ყოველ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რის შემდეგაც სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:

  ა) დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

  ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია,

  გ) არ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

  დ) განუხილველად დატოვოს გადამხდელის პოზიცია;

  ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს გადამხდელის პოზიციის განხილვა;

  ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.“.

   4. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებას დაემატოს დანართი №5 შემდეგი რედაქციით:

დანართი №5

საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი

    მუხლი1. ზოგადიდებულებები

1.საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში –წესი)განსაზღვრავსგადასახადების,მოსაკრებლებისან/დასანქციისდარიცხვის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის“ პროექტთან(შემდგომში–აქტის პროექტი) დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში −სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში − გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული პოზიციის(შემდგომში–გადამხდელისპოზიცია)წარდგენისადა განხილვის პროცედურებს.

2.სათათბირო საბჭოს რიცხოვნობასდა პერსონალურშემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტისუფროსი.

3.სათათბიროსაბჭოსთავმჯდომარეობს საბაჟო დეპარტამენტისუფროსი.მისი არყოფნის შემთხვევაშიმისმოვალეობასასრულებს საბაჟო დეპარტამენტისუფროსისერთ-ერთიმოადგილე.

4. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას,სათათბირო საბჭოზე განსახილველი საკითხების (დღის წესრიგის) მომზადებასადა განხილვის ოქმების (შემდგომში−სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო (შემდგომში– საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო).

    მუხლი2. აქტისპროექტისმომზადებადაგადამხდელისათვისგაცნობა

1.აქტის პროექტი მზადდება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩამტარებელი აუდიტორის (შემდგომში – აუდიტორი) მიერ.

2.აქტის პროექტი არსებითად (გადასახადებისდარიცხვის/არდარიცხვისან/და სანქციის შეფარდებისკანონმდებლობასთანშესაბამისობის ნაწილში)შეთანხმებული უნდა იყოს საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვებისშემდგომიშემოწმებისსამმართველოსუფროსთან/მისმოადგილესთა . ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება „პროექტი“ და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.

3. აქტის პროექტს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგენს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის დარიცხვის საფუძველს, თუ კანონმდებლობით არ არის შეზღუდული მათი გადამხდელისათვის გაცნობა.

4.აქტის პროექტი, თანდართული მასალებით, საბაჟო დეპარტამენტის წერილით ეგზავნება გადამხდელსდაზღვეულისაფოსტოგზავნილითან/და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (შემდგომში – ავტორიზებულიმომხმარებლისგვერდი) ელექტრონულიფორმითგანთავსებით,ხოლოთუესშესაძლებელია− ჩაჰბარდებაუშუალოდ.

5. აქტის პროექტის გადამხდელისათვის გაგზავნა/ჩაბარებას უზრუნველყოფს აუდიტორი. ამასთან, აქტის პროექტის გადამხდელისათვის უშუალოდ ჩაბარებისას, გადაცემა უნდა დასტურდებოდეს წერილის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.

6.აქტის პროექტისგაგზავნასთა /ჩაბარებასთანერთად,საქონლის გაშვებისშემდგომი შემოწმების სამმართველო ამზადებს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შეჩერების თაობაზე საბაჟოდეპარტამენტისუფლებამოსილი პირის ბრძანებისპროექტს.

7. გადამხდელის პოზიციის ან ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას, აგრეთვე აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო ამზადებს შეჩერებული შემოწმების განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

8. აუდიტორი, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განახლების თაობაზე ბრძანების გაცნობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, აფორმებს აქტს, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

    მუხლი3. გადამხდელისმიერპოზიციისწარდგენა

1. გადამხდელს უფლება აქვს, აქტის პროექტის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტით საბაჟოდეპარტამენტსწარუდგინოსდასაბუთებულიპოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას),ან მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციისწარდგენისვადისგაგრძელებისთხოვნითკონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.

2.გადამხდელის პოზიციის წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3.გადამხდელისპოზიციაან ვადის გაგრძელებისშესახებ მიმართვა ვადაში წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევებშიც,თუ იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩაბარდაფოსტას ან წარდგენილიქნა შემოსავლებისსამსახურისსხვა სტრუქტურულერთეულში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადამხდელის პოზიციას ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვას, თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას) დაუყოვნებლივ უგზავნის საბაჟო დეპარტამენტს.

4.გადამხდელის პოზიცია გადაეცემა საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს და საქონლის გაშვებისშემდგომიშემოწმებისსამმართველო .

5.გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო წერილობითი ან ელექტრონული ფოსტით აცნობებს გადამხდელს პოზიციის წარდგენისვადისგაგრძელებისანვადისგაგრძელებაზეუარისთქმისშესახებ.

6.ამმუხლისმე-5 პუნქტისშესაბამისადგანსაზღვრულვადაშიგადამხდელისპოზიციის წარუდგენლობისან აქტის პროექტთან დაკავშირებითგადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტორი ამზადებს შეჩერებული შემოწმების განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირისბრძანებისპროექტს.

7.გადამხდელის პოზიციის მომზადებისას, გადამხდელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარებისას გადამხდელისაგან ამოღებული დოკუმენტების გაცნობაან/დამათი ასლებისგადაცემა.ასეთ შემთხვევაში,გადამხდელისპოზიციისწარდგენის ვადააითვლებამოთხოვნილი დოკუმენტაციისგადამხდელისათვისგაცნობისან/და ასლების გადაცემისდღიდან.

8.  გადამხდელის პოზიციის საბაჟო დეპარტამენტში წარდგენის ვადის კონტროლს ახორციელებს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო.

    მუხლი4. საკითხისმომზადებასათათბიროსაბჭოსსხდომაზეგანსახილველად

1. გადამხდელისპოზიციასათათბიროსაბჭოზე არ განიხილებათუ:

ა) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტის შესაბამისადგანსაზღვრულივადისდარღვევით;

ბ) გადამხდელის პოზიცია ან მასზე თანდართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე და არ არის წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;

გ)გადამხდელისპოზიციაწარდგენილიაარაუფლებამოსილიპირისმიერ;

დ)გადამხდელისრულადეთანხმებააქტისპროექტს;

 ე) გადამხდელის პოზიცია უკვე განხილულია სათათბირო საბჭოზე ან/და იმავე საკითხთან დაკავშირებით საჩივარი განიხილება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე ან შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის/მედიაციის საბჭოს მიერ მიღებულია აღნიშნულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) წარდგენილია გადამხდელის წერილობითი ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება აქტის პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის განზრახულობის ან წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ და არ არის მითითებული მისი წარდგენის კონკრეტული ვადა. ამასთან, გადამხდელის პოზიცია საბაჟო დეპარტამენტში არ არის წარდგენილი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

   2.აქტის პროექტთანდაკავშირებით,გადამხდელისმიერსხვადასხვაპოზიციისწარდგენის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოზე არსებითად განხილვას ექვემდებარება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდეწარდგენილიბოლოპოზიცია.

3.სათათბირო საბჭოს მიერ ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს აქტის პროექტთან დაკავშირებული ის საკითხებიც, რომლებიც გადამხდელის მიერ გამოთქმული იქნება საკითხის წინასწარი განხილვისას ან/და სათათბირო საბჭოს მიმდინარეობისას და რომლებიც არ არის აღნიშნული გადამხდელის წერილობით პოზიციაში.

4. სათათბიროსაბჭოზე გადამხდელის პოზიციის    განხილვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულისაკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო, რომელიც აუდიტორისა და გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილიპოზიციის ნაწილში წინასწარ განიხილავს:აქტის პროექტს, აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვისან/და სანქციის შეფარდების შესაბამისობას კანონმდებლობასთან, გადამხდელისპოზიციას,არსებითიმნიშვნელობისმქონე ფაქტობრივგარემოებებსდა დამატებით წარდგენილმტკიცებულებებს(ასეთის არსებობისას).ამასთან, წინასწარიგანხილვა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც შეხვედრი , ისე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით(ვიდეოჩართვისგზით).

5. გადამხდელის პოზიციის წარდგენისას საბაჟო დეპარტამენტი (საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიმართავს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია მიმართვიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს (საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არის თუ არა გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება.

6. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად,რისთვისაც გადამხდელის პოზიციას და შესაბამის მასალებს,მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გადასცემს/უგზავნის(მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სათათბიროსაბჭოსწევრებს.

7.საბჭოსსხდომისთარიღს(არაუგვიანესგადამხდელისპოზიციისმიღებისდღიდან15სამუშაოდღისა)განსაზღვრავსსათათბიროსაბჭოს თავმჯდომარე.

8.სხდომის თარიღის თაობაზე სათათბირო საბჭოს წევრებს, გადამხდელს, აუდიტორსა და სხვა მოწვეულპირებს(ასეთის არსებობისას)საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო აცნობებსსხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი,ფაქსი,ელექტრონულიფოსტადასხვა) .

9.სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარებამდეან უშუალოდ სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისასგადამხდელისმიმართვისსაფუძველზეან სათათბიროსაბჭოსთავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს, რის შესახებაც საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციოსაშუალებით(ტელეფონი,ფაქსი,ელექტრონულიფოსტადასხვა).

    მუხლი5. საკითხისგანხილვასათათბიროსაბჭოსსხდომაზე

1. სათათბიროსაბჭოსსხდომასხელმძღვანელობსსათათბიროსაბჭოსთავმჯდომარე.

2. სათათბიროსაბჭოუფლებამოსილია,თუსხდომაზემონაწილეობსსათათბიროსაბჭოს წევრთაუმრავლესობა.

3. სათათბიროს საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადამხდელის პოზიცია, მათ მიმართ შედგენილი აქტების პროექტებთან დაკავშირებით.

4. განსახილველი საკითხის სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო    საბჭოს სხდომაზე შესაძლებელიამოწვეულიქნეს სპეციალისტი/ექსპერტი,რომელიცმონაწილეობას იღებს საკითხისგანხილვაში.მოწვეული სტუმარი გადაწყვეტილებისმიღებისას არ სარგებლობს ხმისუფლებითდავალდებულიადაიცვასგადამხდელისშესახებინფორმაციისსაიდუმლოება.

5. გადამხდელსან/დამისწარმომადგენელსუფლებააქვსდაესწროსსათათბიროსაბჭოს სხდომას.

6.სათათბიროსაბჭოსწევრმა,გადამხდელმა/ მისმაწარმომადგენელმაან/დასხვამოწვეულმა პირმა შესაძლებელია სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციებისსაშუალებით(ვიდეოჩართვისგზით).

7. სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიცია განიხილება, მიუხედავად იმისა, იგი მონაწილეობს თუ არა სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში. თუ გადამხდელიან/და მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობის სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე გადამხდელის პოზიციას წარადგენს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს წარმომადგენელი.

8.სათათბირო საბჭოს სხდომაზე აუდიტორის დასწრებადა საკითხის განხილვაში მისი მონაწილეობა სავალდებულოა და აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).აუდიტორის არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოსუფროსი/მისი მოადგილე.

9. სათათბიროსაბჭოსწევრის,გადამხდელის,აუდიტორის,საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს თანამშრომლისან/და სხვა მოწვეული პირის მიერ სათათბიროსაბჭოს სხდომაზემონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში(მათ შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას − ტექნიკურიხარვეზისგამო), თუ შესაბამისიპირისარყოფნამშეიძლება ხელი შეუშალოსარსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტას,საკითხის განხილვა შესაძლებელია გადაიდოსსათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით(ფორმდებასხდომის ოქმი), რის შესახებაცსაბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი,ელექტრონულიფოსტადასხვა).

10.შემმოწმებელი აუდიტორ(ებ)ისა და საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს თანამშრომლის მიერსათათბიროსაბჭოსწევრებსწარედგინებათინფორმაციაგანსახილველისაკითხისშესახებდა მტკიცებულებები, რის შემდეგაც საკითხის განხილვაში ერთვება გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი(იმშემთხვევაში,თუ იგიესწრებასათათბიროსაბჭოსსხდომას) .

11.აუდიტორივალდებულია,სხდომასგააცნოსფაქტობრივიგარემოებებიდა აქტის პროექტითგათვალისწინებულითანხებისდარიცხვისსაფუძველი.

12.საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს თანამშრომელი ვალდებულია, სხდომას გააცნოს სამმართველოს პოზიცია აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვისან/და სანქციის შეფარდებისკანონმდებლობასთანშესაბამისობის, გადამხდელის პოზიციის მართებულობის, ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინების მიზანშეწონილობისშესახე .

13. სათათბირო საბჭო სხდომაზე განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს. სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და აუდიტორი, რომელიც ონაწილეობს საკითხის განხილვაში, ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რა დროსაც გადამხდელი/მისი წარმომადგენელი დროებით ტოვებს სხდომას.

14. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:

   ა) დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

   ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია,

   გ) არ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

   დ) განუხილველად დატოვოს გადამხდელის პოზიცია;

   ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს გადამხდელის პოზიციის განხილვა;

   ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.

15.სათათბირო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებამიიღება განხილვაში მონაწილე სათათბიროსაბჭოსწევრთახმათაუმრავლესობით.

16.სათათბიროსაბჭოს გადაწყვეტილებაცხადდებასხდომაზედა განემარტება აუდიტორს,გადამხდელს(იმშემთხვევაში,თუგადამხდელიესწრებასათათბიროსაბჭოსსხდომას) და საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს წარმომადგენელს.საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც, ამწესის მე-6მუხლისშესაბამისად, ფორმდება სათათბიროსაბჭოსსხდომისოქმისსახით.

    მუხლი6. სათათბიროსაბჭოსმიერსაკითხისგანხილვისშედეგებისგაფორმება

1. სათათბიროსაბჭოსსხდომაზეგანხილულ თითოეულსაკითხზეფორმდება სათათბიროსაბჭოს სხდომისოქმი(შემდგომში–სხდომისოქმი), რომელშიცაისახებასათათბიროსაბჭოსსხდომაზე მიღებულიგადაწყვეტილება.

2. სხდომის ოქმს ამზადებს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო, სხდომის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. სხდომისოქმი შეიძლება მომზადდეს,როგორცმატერიალური(წერილობითი)ისე ელექტრონული ფორმით.

3. სხდომისოქმშიუნდამიეთითოს:

ა)ოქმისსათაური;

ბ)ოქმისშედგენისადგილი, რიგითინომერიდათარიღი(რიცხვი,თვე,წელი);

გ) სათათბირო საბჭოს სხდომის თავმჯდომარის, განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა, სათათბირო საბჭოს სხდომის მდივნის, აუდიტორის და საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს თანამშრომლისსახელი,გვარიდათანამდებობა;

დ) გადამხდელის დასახელებ /სახელი და გვარი, საიდენტიფიკაცი /პირადი ნომერი, წარმომადგენლისან/დამოწვეულისხვაპირებისმონაცემები;

ე) განხილული საკითხის შესაბამისად,გადამხდელისპოზიციის მოკლე შინაარსი და მიღებულიგადაწყვეტილება;

ვ)სხვაინფორმაცია,საჭიროებისშემთხვევაში.

4. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე,სათათბირო საბჭოს წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საკითხის განხილვას და საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ის თანამშრომელი,რომელმაცშეისწავლა საკითხიდა განსახილველადწარადგინასათათბიროსაბჭოს სხდომაზე. სხდომის ოქმზე ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ მასზე შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულგადაწყვეტილებაზეთანხმობას.

5. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.

6.სხდომის ოქმის ასლი, მომზადებიდანარაუგვიანეს3 სამუშაო დღისა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, შესაბამისი მასალების ასლებთან ერთად, ეგზავნება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს და საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და სპეციალური ტექნიკის სამმართველოს.

7. სხდომის ოქმის საფუძველზე, აუდიტორი ამზადებს წერილობით დასკვნას, რომელშიც აისახებასათათბიროსაბჭოსსხდომაზეგანხილულისაკითხისმხოლოდის ეპიზოდ(ებ)ი, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.

8.მომზადებულიდასკვნა,საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს უფროსთანშეთანხმებისშემდეგ,საბაჟო დეპარტამენტისწერილითეგზავნებაგადამხდელს დაზღვეულისაფოსტო გზავნილითან/და ავტორიზებულიმომხმარებლისგვერდზეელექტრონული ფორმით განთავსებით, ხოლო თუ ეს შესაძლებელია −ჩაჰბარდებაუშუალოდ.ამასთან, დასკვნის გადამხდელისათვისუშუალოდ ჩაბარებისას,გადაცემაუნდა დასტურდებოდესწერილისმეორე ეგზემპლარზეგადამხდელისხელმოწერითადათარიღისმითითებით.

9.დასკვნის გადამხდელისათვისგაგზავნას/ჩაბარებასუზრუნველყოფს საქონლის გაშვების შემდგომიშემოწმებისსამმართველო.

10. დასკვნაში აისახება შესაბამისი საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგებიდან, სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებიდან, აგრეთვე შემმოწმებლის მიერ აქტის პროექტში დამოუკიდებლად აღმოჩენილი შეცდომების/ხარვეზების გასწორების შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები ან/და შესაბამისი ჯარიმა.

11. თუ გადამხდელი არ ეთანხმება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, მას უფლება აქვს, წერილობითი პოზიცია დასკვნასთანდაკავშირებით,მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარადგინოსშემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში (შემდგომში– მედიაციის საბჭო).

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გადამხდელის წერილობითი პოზიციის მიღების თაობაზე, დავების დეპარტამენტი დაუყოვნებლივ აცნობებს საბაჟო დეპარტამენტს.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მედიაციის საბჭოსათვის გადამხდელის პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს.

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით:

ა) საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს;

ბ) თუ მიღებული გადაწყვეტილება იწვევს ცვლილებებს აქტის პროექტში, აქტის გაფორმებისას მიეთითება შესაბამისი საფუძველი, რომლის ერთი ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალებთან ერთად.

    მუხლი 7 . დასკვნითიდებულებები

1. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან/და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის/მისი მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი) შესაბამისად, აქტის პროექტის მიმართ გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების კონკრეტული ვადის განსაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილება ან ინფორმაცია, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადამხდელის წერილობითი განცხადების დაკმაყოფილება და სხვა) შესაძლებელია, რომ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტის გარეშე პირდაპირ შედგეს შემოწმების აქტი.

2. ცალკეულ შემთხვევებში, გადამხდელის მიერ ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი პოზიცია საკითხის გადაუწყვეტლად/განუხილველად შესაძლებელია განსახილველად გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს საქმიანობის წესით, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის საბაჟო დეპარტამენტში განხილვის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 31 მაისის №24123 ბრძანება.

 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ი. გვარამაძე