შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31275
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 08/07/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2013
ძალაში შესვლის თარიღი 08/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016225
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31275
08/07/2013
ვებგვერდი, 12/07/2013
000000000.00.00.016225
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/04/2016 - 15/05/2017)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №31275

2013 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის 37 1 მუხლის მე-2 პუნქტის ვ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლების სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის , „პ და ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შემოსავლების სამსახურში შეიქმნას შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო – შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

3. დამტკიცდეს:

ა) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი – №2 დანართის შესაბამისად;

ბ) აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესი 3 დანართის შესაბამისად ;

გ) საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე შეტყობინების ფორმა 4 დანართის შესაბამისად;

დ) საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი – №5 დანართის შესაბამისად;

ე) მისამართები, საიდანაც შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით - დანართი N6.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

4. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

5. შემოწმების აქტის პროექტზე ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის პოზიციის აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს მიერ განხილვა და გადაწყვეტილების მიღება განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს :

) „ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში განხილვის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 მარტის 4830 ბრძანება;

ბ) „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის №766 ბრძანება.

7 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი             ლაშა ხუციშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1 . შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 3 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №5 6758 - ვებგვერდი, 18.11.2013წ.
2. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №7685 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
3. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის ბრძანება №8692 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
4 . შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 მარტის ბრძანება №13948 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
5. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება № 37198 - ვებგვერდი, 19.09.2014წ.
6. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 22 სექტემბრის ბრძანება № 40531 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.
7. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 ნოემბრის ბრძანება № 45785 - ვებგვერდი, 14.11.2014წ.
8. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.
9. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 დეკემბრის ბრძანება № 51439 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.
10. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება № 25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.
11. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 2 მარტის ბრძანება №5476 - ვებგვერდი, 04.03.2016წ.
12. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 მარტის ბრძანება №7857 - ვებგვერდი, 29.03.2016წ.
13. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №38628 - ვებგვერდი, 15.04.2016 წ.
14. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.
15. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №12188 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.

 

დანართი 1

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №7685 – ვებგვერდი, 21 .02.2014წ.

       შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის ბრძანება №8692 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 მარტის ბრძანება №13948 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №37198 - ვებგვერდი, 19.09.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №45785 - ვებგვერდი, 14.11.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №51439 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 2 მარტის ბრძანება №5476 - ვებგვერდი, 04.03.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 მარტის ბრძანება №7857 - ვებგვერდი, 29.03.2016წ.

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

 

1

გიორგი თაბუაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსი

(საბჭოს თავმჯდომარე)

2

მამუკა ტერაშვილი

 შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

3

რომან ბუღაძე

დავების დეპარტამენტის უფროსი

 (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

4

შალვა კოპალეიშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე

5

დავით ჯულაყიძე

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

(საბჭოს მდივანი)

6

შოთა ვალიშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

7

ლევან წითელაშვილი

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

8

მერაბ არახამია

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

9

მადინა მაყაშვილი

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

10

გიორგი კანდელაკი

ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

 

დანართი 2

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1 . შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებს.

2. საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებს, ცალკეულ საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

21. საბჭო უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები (მათ შორის, ბიზნესომბუდსმენი /ბიზნესომბუდსმენის მოადგილე) და სხვა სათანადო პირები.

  3. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

  4. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

5. საბჭოს აპარატის ფუნქციებს ასრულებს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი (შემდეგში – დავების დეპარტამენტი).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

 

მუხლი 2. საკითხის მომზადება განსახილველად

1. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი შესასწავლად და განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა დავების დეპარტამენტს.

2. დავების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელის საჩივარს, თანდართულ მასალებთან ერთად, დასკვნისათვის უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

3. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადასახადის გადამხდელის საჩივარზე ამზადებს დასკვნას და სათანადო მტკიცებულებებთან ერთად უგზავნის დავების დეპარტამენტს.

4. დავების დეპარტამენტს, ასევე საბჭოს წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით, მიმართონ გადასახადის გადამხდელს და სხვა პირებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვა, დასკვნის მიღების ან დასკვნის მისაღებად მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბჭოზე განსახილველად საკითხის მომზადებას, საბჭოს მომდევნო/უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენას და საბჭოს წევრებისათვის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას. დღის წესრიგი თანხმდება საბჭოს თავმჯდომარესთან/ მოადგილეებთან.

6. საბჭოს წევრებს და გადასახადის გადამხდელს/მის წარმომადგენელს საბჭოს სხდომის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ დავების დეპარტამენტი ატყობინებს არსებული ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.)

7. დავების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელს აცნობებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მას მიეცემა შესაძლებლობა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით დანართი N6-ში მითითებული სერვის-ცენტრებიდან.

     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.

     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 მარტის ბრძანება №7857 - ვებგვერდი, 29.03.2016წ.

 

მუხლი 3. საკითხის განხილვა საბჭოს სხდომაზე

1. საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე/ერთ-ერთი მოადგილე. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომლის არყოფნის შემთხვევაშიც მის უფლებამოსილებას, საბჭოს გადაწყვეტილებით, ახორციელებს საბჭოს რომელიმე წევრი.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. საბჭოს თავმჯდომარის/ერთ-ერთი მოადგილის ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.

4. განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტი/სპეციალისტი, ხოლო გადასახადის გადამხდელის თანხმობით სხვა სათანადო პირებიც. მოწვეული სპეციალისტი, ექსპერტი ან/და სხვა სათანადო პირები ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება. საბჭოს სხდომას შესაძლოა დაესწროს გადასახადის გადამხდელის პირადი საგადასახადო მრჩეველიც.

5. საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას განსახილველი საკითხის შესახებ წარადგენს მომხსენებელი სადავო გადაწყვეტილების მიმღები/გამომცემი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, თანამომხსენებელია დავების დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი.

6. საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს საკითხის განხილვა და საბოლოო შეფასების ფორმირებამდე, გადასახადის გადამხდელისგან, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან ან/და სხვა ორგანოებისგან/პირებისგან გამოითხოვოს დასკვნა, მტკიცებულებები ან/და სხვა ინფორმაცია.

7. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შესაძლებელია საკითხის განხილვა შეჩერდეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

8. განსახილველ საკითხზე საბჭო პოზიციას ამტკიცებს/შეიმუშავებს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

9. საბჭო უფლებამოსილია:

     ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;

გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;

დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი;

ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით;

ზ) მიიღოს რეკომენდაცია დღის წესრიგში მითითებულ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

10. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს საბჭოს იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე/ერთ-ერთი მოადგილე და მდივანი. სხდომის ოქმის ყველა გვერდი დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით.

11 . საბჭოს სხდომის ოქმი შესასრულებლად სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის.

12. საბჭოს სხდომაზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის/დავების დეპარტამენტის უფროსისთვის (დელეგირების შემთხვევაში) წარდგენას.

13 . (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №7685 – ვებგვერდი, 2 1 .02.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 მარტის ბრძანება №7857 - ვებგვერდი , 29.03.2016 .

 

დანართი 3

აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1 . აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების (შემდგომში – საგადასახადო შემოწმება) შედეგებზე შედგენილი შემოწმების აქტის პროექტთან (შემდგომში – აქტის პროექტი) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში – სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში – გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) განხილვის პროცედურებს.

2 . სათათბირო საბჭოს რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.

3 . სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, მისი არყოფნის შემთხვევაში სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4 . სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი   გადამხდელთა პოზიციების ( დღის წესრიგის) მომზადებასა და განხილვის ოქმების ( შემდგომში - სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/ და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს აუდიტის დეპარტამენტის მედიაციის სამმართველო ( შემდგომში  - მედიაციის სამმართველო).

5 . სათათბირო საბჭო განიხილავს აქტის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილ გადამხდელის დასაბუთებულ პოზიციას, რომლითაც იგი სრულად ან ცალკეული ეპიზოდების მიხედვით არ ეთანხმება აქტის პროექტს სათანადო საფუძვლებზე მითითებით და რომელიც აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია შეტყობინებისა და აქტის პროექტის გადამხდელის მიერ ჩაბარებიდან/გაცნობიდან 10 დღის ვადაში.

6. გადამხდელის პოზიცია სათათბირო საბჭოზე არ განიხილება (გარდა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) თუ სახეზეა ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი პირობა:

ა) გადამხდელის პოზიცია აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) წარდგენილია გადამხდელის წერილობითი ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება აქტის პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის განზრახულობის ან წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ და არ არის მითითებული მისი წარდგენის კონკრეტული ვადა. ამასთან, გადამხდელის პოზიცია აუდიტის დეპარტამენში არ არის წარდგენილი ამ მუხლის მე- 5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

გ) გადამხდელის პოზიცია ან მასზე თანდართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე და არ არის წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;

დ) გადამხდელი სრულად ეთანხმება აქტის პროექტს;

ე) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ (გადამხდელის პოზიციის ელექტრონულად www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან) წარდგენის შემთხვევაში ითვლება, რომ გადამხდელის პოზიცია წარდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ);

ვ) გადამხდელის პოზიცია უკვე განხილულია სათათბირო საბჭოზე ან/და იმავე საკითხთან დაკავშირებით საჩივარი განიხილება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე ან შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის/მედიაციის საბჭოს მიერ მიღებულია აღნიშნულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილება;

ზ) (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

7 . აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ სხვადასხვა პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოზე არსებითად განხილვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე წარდგენილი ბოლო პოზიცია, მიუხედავად ადრინდელი პოზიციების არსებობისა. სათათბირო საბჭოს მიერ ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს აქტის პროექტთან დაკავშირებული ის საკითხებიც, რომლებიც გადამხდელის მიერ გამოთქმული იქნება საკითხის წინასწარი განხილვისას ან/და სათათბირო საბჭოს მიმდინარეობისას და რომლებიც არ არის აღნიშნული გადამხდელის წერილობით პოზიციაში.

8. გადამხდელს უფლება აქვს შეტყობინებისა და აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადამხდელის პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას) ან მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.

9 . გადამხდელის პოზიცია ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა ვადაში წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც , თუ ამ მუხლის მე- 5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩაბარდა ფოსტას ან წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადამხდელის პოზიციას ან მიმართვას ვადის გაგრძელებაზე, თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას), დაუყოვნებლივ უგზავნის აუდიტის დეპარტამენტს.

10 . აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, პოზიციასთან ერთად, სათათბირო საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

11 . სათათბირო საბჭოს წევრმა, გადასახადის გადამხდელმა/წარმომადგენელმა ან/და სხვა მოწვეულმა პირმა (ასეთის არსებობისას) შესაძლებელია სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

12 . სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიცია განიხილება , მიუხედავად იმისა , იგი მონაწილეობს თუ არა სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში. თუ გადამხდელი არ მონაწილეობს სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას წარადგენს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი აუდიტორი (შემდგომში აუდიტორი).

13 . სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში სავალდებულო წესით მონაწილეობს აუდიტორი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით). ამასთან, აუდიტორის არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსი.

14. საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგებზე შედგენილი ანგარიშის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებასთან დაკავშირებით, გადამხდელს უფლება აქვს წარადგინოს გადამხდელის პოზიცია, რომელიც განიხილება აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს მიერ.  გადამხდელის წერილობითი პოზიცია წარდგენილი უნდა იქნეს ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგების საფუძველზე შედგენილი აქტის პროექტის/დასკვნის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, მიუხედავად იმისა გადამხდელი ეთანხმებოდა თუ არა ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგებამდე შედგენილ აქტის პროექტს/დასკვნას . ამასთან, თუ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი ექვემდებარება ხარისხის კონტროლს, ამ შემთხვევაში მედიაციის პროცესი დაიწყება, მხოლოდ ხარისხის კონტროლის დასრულების შემდეგ განსაზღვრულ შედეგებზე.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №56758 - ვებგვერდი, 18.11.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №40531 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №38628 - ვებგვერდი, 15.04.2016 წ.

 

მუხლი 2. აქტის პროექტისა და აუდიტის დეპარტამენტის შეტყობინების მომზადება და გადამხდელისთვის გაცნობა

1. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით ეგზავნება/გადაეცემა აუდიტის დეპარტამენტის შეტყობინება 4 დანართის ფორმით და აქტის პროექტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში ის მასალები, რომლებიც წარმოადგენს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის (შემდგომში - თანხები) დარიცხვის საფუძველს, თუ კანონმდებლობით არ არის შეზღუდული მათი გადამხდელისთვის გაცნობა.

2. გადამხდელს უფლება აქვს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას გადამხდელისაგან ამოღებული საბუღალტრო ან/და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გაცნობის ან მათი ასლების გადაცემის თაობაზე, რომელიც საჭიროა აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის პოზიციის მომზადებისათვის. აუდიტის დეპარტამენტი გადამხდელს აცნობს მოთხოვნილ დოკუმენტაციას ან გადასცემს მათ ასლებს. აღნიშნულ შემთხვევაში, გადამხდელის პოზიციის წარდგენისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადა აითვლება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამხდელისთვის გაცნობის ან ასლების გადაცემის დღიდან.

3. აქტის პროექტი მზადდება აუდიტორის მიერ, რომელიც არსებითად (დამატებით დასარიცხი/შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში) შეთანხმებული უნდა იყოს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსთან. ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება პროექტი” და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.

4 . შეტყობინება და აქტის პროექტის ერთი ეგზემპლარი, აგრეთვე შესაბამისი მასალები (ასეთის არსებობისას) გადამხდელს გადაეცემა:

ა) აუდიტორის მიერ – ხელზე, რაც უნდა დადასტურდეს შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით. ამასთან, აქტის პროექტის შეთანხმებას შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით ადასტურებს საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსი. დოკუმენტების გადამხდელისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდეგში აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო), რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე- 5 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას;

ბ) აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ – საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე. ამასთან, აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს ;

გ) აუდიტორის მიერ ელექტრონული ფოსტით, გადამხდელის ავტორიზებულ ელექტრონულ მისამართზე. ინფორმაცია ელექტრონული ფორმით ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე- 5 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას .

5 . აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათით აქტის პროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა:

ა) ამზადებს შეტყობინებას შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ორ ეგზემპლარად;

ბ) შეტყობინების ერთ ეგზემპლარს, აქტის პროექტთან და შესაბამის მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას) უგზავნის გადამხდელს ფოსტით ან გადასცემს ხელზე, რაც უნდა დადასტურდეს შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით;

გ) ამზადებს საგადასახადო შემოწმების შეჩერების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

6. ამ მუხლის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამხდელისთვის შეტყობინებისა და აქტის პროექტის გაგზავნის/გადაცემის შესახებ ინფორმაცია აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება მედიაციის სამმართველოს.

7 . გადამხდელისთვის შეტყობინებისა და აქტის პროექტის გადაცემის/გაგზავნის შემდეგ, გადამხდელის პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენის ამ წესის პირველი მუხლის მე- 5 პუნქტით განსაზღვრული ვადის კონტროლს ახორციელებს აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

8 . შეტყობინებისა და აქტის პროექტის გადამხდელის მიერ ჩაბარებიდან/გაცნობიდან 10 დღეში გადამხდელის პოზიციის ან ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის წარუდგენლობისას, აგრეთვე აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო აღნიშნული ვადის გასვლიდან არაუადრეს მე-5 და არაუგვიანეს მე- 10 სამუშაო დღისა:

ა) ამზადებს საგადასახადო შემოწმების განახლების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობებს მედიაციის სამმართველოს და აუდიტორს ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემის თაობაზე.

9. აუდიტორი საგადასახადო შემოწმების განახლების თაობაზე ბრძანების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აფორმებს აქტს, რომელიც ეგზავნება გადამხდელს და მედიაციის სამმართველოს (ცნობის სახით), რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

 

მუხლი 3 . სათათბირო საბჭოს სხდომის მომზადება

1. აქტის პროექტთან დაკავშირებით , გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული პოზიცია, როგორც წესი, შეტანილი/გაგზავნილი უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტში, მათ შორის, საფოსტო გზავნილით.

2. გადამხდელის პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით ან მიმართვა ვადის გაგრძელების   შესახებ, საქმისწარმოების დადგენილი წესების შესაბამისად ( კანცელარიის მეშვეობით), გადაეცემა  მედიაციის სამმართველო , აუდიტორს და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის   სამმართველო .

3. გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების თაობაზე მედიაციის სამმართველო მიერ ეცნობება გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ( ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ასევე ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.

4 . ამ მუხლის მე- 3 პუნქტის შესაბამისად გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელებისას, დამატებით ვადაში გადამხდელის პოზიციის წარუდგენლობის ან აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, დამატებითი ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში ხორციელდება ამ წესის მე- 2 მუხლის მე- 8 და მე- 9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

5 . მედიაციის სამმართველ , აუდიტორისა და გადამხდელის მონაწილეობი , წარდგენილი   პოზიციის ნაწილში წინასწარ  განიხილავს: აქტის პროექტს, აქტის პროექტით გათვალისწინებული დარიცხვის/ შემცირების შესაბამისობას კანონმდებლობასთა , გადამხდელის პოზიციას, არსებითი  მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს ( ასეთის არსებობისას). ამასთან, განხილვა შესაძლებელია ჩატარდეს  როგორც შეხვედრით, ისე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ( ვიდეო ჩართვის გზით). წინასწარი განხილვის  თაობაზე  ინფორმაცია ( შეხვედრის საათი, რიცხვი, თვე და წელი), შესაბამის მასალებთან ერთად, ელექტრონული  კომუნიკაციის  საშუალებით ( ელექტრონული  ფოსტა) მიეწოდება  სათათბირო  საბჭოს ყველა წევრს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მათი შეხედულებისამებ , მონაწილეობა  მიიღონ  წინასწარ განხილვაში.

6. გადამხდელის პოზიციის წარდგენისას აუდიტის დეპარტამენტი ( მედიაციის სამმართველ ) ელექტრონული   ფოსტით   მიმართავს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია მიმართვიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს ( მედიაციის სამმართველ ) ელექტრონული ფოსტით მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არის თუ არა გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო  შეთანხმებ .

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მედიაციის სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად, რისთვისაც  გადამხდელის პოზიცია , შესაბამის მასალებს  ( ასეთის  არსებობისა ) და ადმინისტრირების დეპარტამენტიდან   მიღებულ ინფორმაცია , მიღების დღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა   გადასცემს/ უგზავნის ( მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სათათბირო საბჭოს წევრებს.

8. სათათბირო  საბჭოს  თავმჯდომარე განსაზღვრავს   სათათბირო  საბჭოს  სხდომის თარიღს  ( საათი, რიცხვი, თვე და წელი), მაგრამ  არაუგვიანეს  გადამხდელის  პოზიციის მიღების   დღიდან   15   სამუშაო დღისა. სხდომის თარიღს მედიაციის სამმართველო აცნობებს გადამხდელს ( ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშ ), სათათბირო საბჭოს წევრებს, აუდიტორს და სხვა მოწვეულ პირებს ( ასეთის  არსებობისას) სხდომამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით ( ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ოსტა  და  სხვ.).

9 . სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარებამდე ან უშუალოდ სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ან სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს, რის შესახებაც მედიაციის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ასევე ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №40531 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.

 

მუხლი 4. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა

1. სათათბირო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია , თუ სხდომას ესწრება სათათბირო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. სათათბირო საბჭო საკითხის განხილვისას ვალდებულია დაეყრდნოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, აგრეთვე სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

4. განსახილველი საკითხის სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით , სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი, რომელიც ვალდებულია დაიცვას გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპები.

5. სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადამხდელის პოზიცია, მათ მიმართ შედგენილი აქტების პროექტებთან დაკავშირებით.

6 . სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება გადამხდელის გარეშე ( იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას), მხოლოდ შემმოწმებელი აუდიტორ( ებ) ისა და მედიაციის სამმართველოს იმ თანამშრომლის მონაწილეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა საკითხის შესწავლა. განსახილველი საკითხის შესახებ, მათ მიერ სათათბირო საბჭოს წევრებს წარედგინებათ ინფორმაცია და მტკიცებულებები ( ასეთის არსებობისას), აგრეთვე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც განხილვაში ერთვება გადამხდელი.

7 . აუდიტორი ვალდებულია სხდომაზე სათათბირო საბჭოს წევრებს აცნობოს (წარუდგინოს) აქტის პროექტით გათვალისწინებული თანხების დარიცხვის საფუძველი, კერძოდ:

ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელო;

ბ) შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მოხსენებითი ბარათი;

გ) გადამხდელის მიერ დაშვებული გაანგარიშებითი ხასიათის შეცდომის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მესამე პირის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მასალები;

ე) საკანონმდებლო ნორმის დამოუკიდებელი ინტერპრეტირებისას, მისი გამოყენების დეტალური განმარტება.

8. საკითხის შემსწავლელი მედიაციის სამმართველოს თანამშრომელი სხდომაზე სათათბირო საბჭოს წევრებს აცნობს თავის პოზიციას აქტის პროექტით გათვალისწინებული დარიცხვის/ შემცირების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადამხდელის პოზიციის მართებულობი , ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების ( ასეთის  არსებობისას) გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესახებ.

9. სათათბირო საბჭო სხდომაზე განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას), ამასთან, თუ გადამხდელი მონაწილეობს/ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას, იგი დროებით ტოვებს სხდომას და საკითხის განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და აუდიტორი ვალდებულია განსახილველ ყოველ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რის შემდეგაც სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:

  ა) დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

  ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია,

  გ) არ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

  დ) განუხილველად დატოვოს გადამხდელის პოზიცია;

  ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს გადამხდელის პოზიციის განხილვა;

  ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.

10. სათათბირო საბჭო განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე სათათბირო საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით.

11 . სათათბირო საბჭოს წევრი , გადამხდელის, მედიაციის სამმართველოს   თანამშრომლის, აუდიტორის ან/ და სხვა მოწვეული პირის ( ასეთის არსებობისას) მიერ   სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში ( მათ  შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას - ტექნიკური ხარვეზის გამო), საკითხის    განხილვა შესაძლებელია გადაიდოს, თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა . ამ შემთხვევაში, ინიშნება საკითხის ამატებითი განხილვა სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ( ფორმდება სხდომის ოქმი) განსაზღვრულ ვადაში, რის შესახებაც ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით   გათვალისწინებულ შემთხვევაში, მედიაციის სამმართველო აცნობებს გადამხდელს     წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ( ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის   სახით, ელექტრონული   ფორმით ( დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.

12. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებ , განხილული საკითხის თითოეული ეპიზოდის   შესაბამისად, ცხადდება სხდომაზე და განემარტება აუდიტორ , გადამხდელს ( იმ შემთხვევაში, თუ  გადამხდელი   ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას) და მედიაციის სამმართველოს თანამშრომელს. მედიაციის სამმართველო ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც, ამ წესის მე-5 მუხლის  შესაბამისა , ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის სახით.

13. გადამხდელის პრეტენზიის წინასწარი განხილვის შემდე , თუ სათათბირო საბჭოს სხდომაზე არ არის მოწვეული გადამხდელი, სხდომა შესაძლებელია გაიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითა . ამ მიზნით, მედიაციის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი განსახილველი საკითხის, აგრეთვე შემოწმების მასალების და შესაძლო გადაწყვეტილების პროექტის თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულად უგზავნის სათათბირო საბჭოს  წევრებს. ამ შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ  წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები.

14 . (ამოღებულია - 22.09.2014; 40531).

15 . (ამოღებულია - 22.09.2014; 40531).

16 . (ამოღებულია - 22.09.2014; 40531).

17 . (ამოღებულია - 22.09.2014; 40531).

     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №40531 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

 

მუხლი 5. სათათბირო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის შედეგები

1. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განხილულ თითოეულ საკითხზე ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.

2. სხდომის ოქმს ამზადებს მედიაციის სამმართველო, სხდომის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს   7 სამუშაო დღისა. სხდომის ოქმს ხელს აწერს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და მედიაციის სამმართველოს ის თანამშრომელ , რომელმაც შეისწავლა საკითხი და განსახილველად წარადგინა სათათბირო საბჭოს სხდომაზე. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს, როგორც მატერიალური ( წერილობით ), ისე ელექტრონული ფორმით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ცენტრალურ აპარატში და სისტემაში შემავალ ზოგიერთ ორგანოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად. სხდომის ოქმზე ხელმოწერა ( მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ ხელმომწერის მიერ ოქმში შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული განხილულ საკითხ( ებ) თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხ( ებ) თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობა .

3. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის სათაური;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი და თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სათათბირო საბჭოს სხდომის თავმჯდომარის, განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა, სათათბირო საბჭოს სხდომის მდივნის, აუდიტორის და მედიაციის სამმართველოს თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

დ) გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, წარმომადგენლის ან/და მოწვეული სხვა პირების მონაცემები (ასეთის არსებობისას);

ე) განხილული საკითხის თითოეული ეპიზოდის შესაბამისად, გადამხდელის პოზიციის მოკლე შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.

4. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.

5. სხდომის ოქმი მედიაციის სამმართველოს მიერ მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამის მასალებთან (ასეთის არსებობისას) ერთად ეგზავნება საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელ შესაბამის სამმართველოს (რომელიც ვალდებულია კონტროლი გაუწიოს ამ ოქმის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის დროულად მომზადებას და გადამხდელისთვის გაგზავნას) და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს. აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს სხდომის ოქმის გადამხდელისათვის გაცნობას/ჩაბარებას.

6. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე, აუდიტორი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს, რომელიც შესაბამისი სამმართველოს უფროსთან შეთანხმების შემდეგ გადაეცემა გადამხდელს:

ა) აუდიტორის მიერ - ხელზე, რაც უნდა დადასტურდეს საგადასახადო შემოწმების აქტის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით. ამ შემთხვევაში, სამმართველოს უფროსთან შეთანხმება დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტის მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით;

ბ) აუდიტორის მიერ - ელექტრონული ფოსტით, გადამხდელის ავტორიზებულ მისამართზე;

გ) საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი

ბარათის საფუძველზე, აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ - ფოსტით (მათ შორის ელექტრონული) ან ხელზე, რაც უნდა დადასტურდეს საგადასახადო შემოწმების აქტის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამხდელისთვის საგადასახადო შემოწმების აქტის გადაცემის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი აუდიტორის მიერ ელექტრონული ფორმით (მათ შორის, დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.

8. საგადასახადო შემოწმების აქტში აისახება შესაბამისი საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან, სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებიდან, აგრეთვე შემმოწმებლის მიერ აქტის პროექტში დამოუკიდებლად აღმოჩენილი შეცდომების/ხარვეზების გასწორების (მათ შორის, ხარისხის კონტროლის სამმართველოს შენიშვნების/რეკომენდაციების გათვალისწინებით) შედეგებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებები (სავადოების მიხედვით) და შესაბამისი ჯარიმა, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

       9. ( ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

10. ( ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

11. ( ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №40531 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №38628 - ვებგვერდი, 15.04.2016 წ.

 

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

1. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ან/და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი დავალების) შესაბამისად, აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა და სხვა), შესაძლებელია, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შემოწმების აქტის პროექტის გარეშე შედგეს საგადასახადო შემოწმების აქტი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015 წ.

 

დანართი 4

შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 3 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №5 6758 - ვებგვერდი, 18.11.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

 

„–––––––––––––––––––––––“ –––––––––––––––

გადამხდელის დასახელება საიდენტ./პირადი ნომერი

მის: ––––––––––––––––––––––––––––

 

 

შეტყობინება

საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე

 

გასაცნობად გეგზავნებათ „––––––––––“–ის 20–– წლის „ ––––– “ „ ––––––––––– “- ის

გადამხდელის დასახელება რიცხვი თვე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი. თქვენ უფლება გაქვთ, საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №4) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარადგინოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თქვენი/თქვენი წარმომადგენლის მონაწილეობით.

  ამასთან, გაცნობებთ, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებმა შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის კონტროლის პროცედურების შედეგად, შესაძლოა განიცადოს კორექტირება.

აქტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში თქვენი პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი რჩებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, გაასაჩივროთ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან (ბრძანებასთან) და ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად, „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

დანართი: საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი --- ფურცლად.

 

–––––––––––––––––––––––––––––

აუდიტის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

–––––––––––––––––––––––––––––

გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 

დანართი №5

     შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება 50444 - ვებგვერდი, 10.12.2014წ.

 

საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი

     მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის დარიცხვის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის“ პროექტთან (შემდგომში აქტის პროექტი) დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში − სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში − გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული პოზიციის (შემდგომში გადამხდელის პოზიცია) წარდგენისა და განხილვის პროცედურებს.

2. სათათბირო საბჭოს რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი.

3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი. მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი საკითხების (დღის წესრიგის) მომზადებასა და განხილვის ოქმების (შემდგომში სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო (შემდგომში – საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

    მუხლი 2. აქტის პროექტის მომზადება და გადამხდელისათვის გაცნობა

1. აქტის პროექტი მზადდება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩამტარებელი აუდიტორის (შემდგომში – აუდიტორი) მიერ.

2. აქტის პროექტი არსებითად (გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში) შეთანხმებული უნდა იყოს საბაჟო დეპარტამენტის პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო) უფროსთან/მის მოადგილესთან. ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება „პროექტი“ და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.

3. აქტის პროექტს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგენს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის დარიცხვის საფუძველს, თუ კანონმდებლობით არ არის შეზღუდული მათი გადამხდელისათვის გაცნობა.

4. აქტის პროექტი, თანდართული მასალებით, საბაჟო დეპარტამენტის წერილით ეგზავნება გადამხდელს დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან/და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (შემდგომში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი) ელექტრონული ფორმით განთავსებით, ხოლო თუ ეს შესაძლებელია − ჩაჰბარდება უშუალოდ.

5. აქტის პროექტის გადამხდელისათვის გაგზავნა/ჩაბარებას უზრუნველყოფს აუდიტორი. ამასთან, აქტის პროექტის გადამხდელისათვის უშუალოდ ჩაბარებისას, გადაცემა უნდა დასტურდებოდეს წერილის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.

6. აქტის პროექტის გაგზავნასთა /ჩაბარებასთან ერთად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო ამზადებს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შეჩერების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

7. გადამხდელის პოზიციის ან ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას, აგრეთვე აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში ან სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო ამზადებს შეჩერებული შემოწმების განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

8. აუდიტორი, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განახლების თაობაზე ბრძანების გაცნობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, აფორმებს აქტს, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №12188 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.

    მუხლი 3. გადამხდელის მიერ პოზიციის წარდგენა

1. გადამხდელს უფლება აქვს, აქტის პროექტის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტით საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს დასაბუთებული პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას), ან მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.

2. გადამხდელის პოზიციის წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. გადამხდელის პოზიცია ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა ვადაში წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევებშიც, თუ იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩაბარდა ფოსტას ან წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადამხდელის პოზიციას ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვას, თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას) დაუყოვნებლივ უგზავნის საბაჟო დეპარტამენტს.

4. გადამხდელის პოზიცია გადაეცემა საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს და საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო .

5. გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო წერილობითი ან ელექტრონული ფოსტით აცნობებს გადამხდელს პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის პოზიციის წარუდგენლობის ან აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტორი ამზადებს შეჩერებული შემოწმების განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

7. გადამხდელის პოზიციის მომზადებისას, გადამხდელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარებისას გადამხდელისაგან ამოღებული დოკუმენტების გაცნობა ან/და მათი ასლების გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადა აითვლება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამხდელისათვის გაცნობის ან/და ასლების გადაცემის დღიდან.

8.    გადამხდელის პოზიციის საბაჟო დეპარტამენტში წარდგენის ვადის კონტროლს ახორციელებს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

    მუხლი 4. საკითხის მომზადება სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად

1. გადამხდელის პოზიცია სათათბირო საბჭოზე არ განიხილება თუ:

ა) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) გადამხდელის პოზიცია ან მასზე თანდართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე და არ არის წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;

გ) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ (გადამხდელის პოზიციის ელექტრონულად www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან) წარდგენის შემთხვევაში ითვლება, რომ გადამხდელის პოზიცია წარდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ);

დ) გადამხდელი სრულად ეთანხმება აქტის პროექტს;

 ე) გადამხდელის პოზიცია უკვე განხილულია სათათბირო საბჭოზე ან/და იმავე საკითხთან დაკავშირებით საჩივარი განიხილება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე ან შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულია აღნიშნულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) წარდგენილია გადამხდელის წერილობითი ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება აქტის პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის განზრახულობის ან წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ და არ არის მითითებული მისი წარდგენის კონკრეტული ვადა. ამასთან, გადამხდელის პოზიცია საბაჟო დეპარტამენტში არ არის წარდგენილი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

   2. აქტის პროექტთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ სხვადასხვა პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოზე არსებითად განხილვას ექვემდებარება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე წარდგენილი ბოლო პოზიცია.

3. სათათბირო საბჭოს მიერ ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს აქტის პროექტთან დაკავშირებული ის საკითხებიც, რომლებიც გადამხდელის მიერ გამოთქმული იქნება საკითხის წინასწარი განხილვისას ან/და სათათბირო საბჭოს მიმდინარეობისას და რომლებიც არ არის აღნიშნული გადამხდელის წერილობით პოზიციაში.

4. სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიციის განხილვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო, რომელიც აუდიტორისა და გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი პოზიციის ნაწილში წინასწარ განიხილავს: აქტის პროექტს, აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების შესაბამისობას კანონმდებლობასთან, გადამხდელის პოზიციას, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას). ამასთან, წინასწარი განხილვა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც შეხვედრით, ისე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

5. გადამხდელის პოზიციის წარდგენისას საბაჟო დეპარტამენტი (საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიმართავს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია მიმართვიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს (საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო) ელექტრონული ფოსტით მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არის თუ არა გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება.

6. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად, რისთვისაც გადამხდელის პოზიციას და შესაბამის მასალებს, მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გადასცემს/უგზავნის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სათათბირო საბჭოს წევრებს.

7. საბჭოს სხდომის თარიღს (არაუგვიანეს გადამხდელის პოზიციის მიღების დღიდან 15 სამუშაო დღისა) განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

8. სხდომის თარიღის თაობაზე სათათბირო საბჭოს წევრებს, გადამხდელს, აუდიტორსა და სხვა მოწვეულ პირებს (ასეთის არსებობისას) საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო აცნობებს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).

9. სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარებამდე ან უშუალოდ სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ან სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს, რის შესახებაც საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №38628 - ვებგვერდი, 15.04.2016 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

    მუხლი 5. საკითხის განხილვა სათათბირო საბჭოს სხდომაზე

1. სათათბირო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომაზე მონაწილეობს სათათბირო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. სათათბიროს საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადამხდელის პოზიცია, მათ მიმართ შედგენილი აქტების პროექტებთან დაკავშირებით.

4. განსახილველი საკითხის სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო  საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი, რომელიც მონაწილეობას იღებს საკითხის განხილვაში. მოწვეული სტუმარი გადაწყვეტილების მიღებისას არ სარგებლობს ხმის უფლებით და ვალდებულია დაიცვას გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება.

5. გადამხდელს ან/და მის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას.

6. სათათბირო საბჭოს წევრმა, გადამხდელმა/ მისმა წარმომადგენელმა ან/და სხვა მოწვეულმა პირმა შესაძლებელია სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

7. სათათბირო საბჭოზე გადამხდელის პოზიცია განიხილება, მიუხედავად იმისა, იგი მონაწილეობს თუ არა სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში. თუ გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობის სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე გადამხდელის პოზიციას წარადგენს საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს წარმომადგენელი.

8. სათათბირო საბჭოს სხდომაზე აუდიტორის დასწრება და საკითხის განხილვაში მისი მონაწილეობა სავალდებულოა და აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით). აუდიტორის არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს უფროსი/მისი მოადგილე.

9. სათათბირო საბჭოს წევრის, გადამხდელის, აუდიტორის, საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომლის ან/და სხვა მოწვეული პირის მიერ სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას − ტექნიკური ხარვეზის გამო), თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტას, საკითხის განხილვა შესაძლებელია გადაიდოს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (ფორმდება სხდომის ოქმი), რის შესახებაც საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო აცნობებს გადამხდელს წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი,ელექტრონული ფოსტა და სხვა).

10. შემმოწმებელი აუდიტორ(ებ)ისა და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომლის მიერ სათათბირო საბჭოს წევრებს წარედგინებათ ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ და მტკიცებულებები, რის შემდეგაც საკითხის განხილვაში ერთვება გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი (იმ შემთხვევაში, თუ იგი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას).

11. აუდიტორი ვალდებულია, სხდომას გააცნოს ფაქტობრივი გარემოებები და აქტის პროექტით გათვალისწინებული თანხების დარიცხვის საფუძველი.

12. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომელი ვალდებულია, სხდომას გააცნოს სამმართველოს პოზიცია აქტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადამხდელის პოზიციის მართებულობის, ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესახებ.

13. სათათბირო საბჭო სხდომაზე განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს. სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და აუდიტორი, რომელიც ონაწილეობს საკითხის განხილვაში, ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რა დროსაც გადამხდელი/მისი წარმომადგენელი დროებით ტოვებს სხდომას.

14. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:

   ა) დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

   ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია,

   გ) არ დააკმაყოფილოს გადამხდელის პოზიცია;

   დ) განუხილველად დატოვოს გადამხდელის პოზიცია;

   ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს გადამხდელის პოზიციის განხილვა;

   ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.

15. სათათბირო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით.

16. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ცხადდება სხდომაზე და განემარტება აუდიტორს, გადამხდელს (იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას) და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს წარმომადგენელს. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის სახით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

    მუხლი 6. სათათბირო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის შედეგების გაფორმება

1. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განხილულ თითოეულ საკითხზე ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმი (შემდგომში სხდომის ოქმი), რომელშიც აისახება სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.

2. სხდომის ოქმს ამზადებს საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო, სხდომის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს, როგორც მატერიალური (წერილობითი) ისე ელექტრონული ფორმით.

3. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის სათაური;

ბ) ოქმის შედგენის ადგილი, რიგითი ნომერი და თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სათათბირო საბჭოს სხდომის თავმჯდომარის, განხილვაში მონაწილე სათათბირო საბჭოს წევრთა, სათათბირო საბჭოს სხდომის მდივნის, აუდიტორის და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

დ) გადამხდელის დასახელებ /სახელი და გვარი, საიდენტიფიკაცი /პირადი ნომერი, წარმომადგენლის ან/და მოწვეული სხვა პირების მონაცემები;

ე) განხილული საკითხის შესაბამისად, გადამხდელის პოზიციის მოკლე შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.

4. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, სათათბირო საბჭოს წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საკითხის განხილვას და საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს ის თანამშრომელი, რომელმაც შეისწავლა საკითხი და განსახილველად წარადგინა სათათბირო საბჭოს სხდომაზე. სხდომის ოქმზე ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ მასზე შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობას.

5. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.

6. სხდომის ოქმის ასლი, მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს მიერ, შესაბამისი მასალების ასლებთან ერთად, ეგზავნება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს, ასევე საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო ახორციელებს სხდომის ოქმის გადამხდელისათვის გაცნობას/ჩაბარებას.

 7. სხდომის ოქმის საფუძველზე, სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით:

ა) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტში აისახება შესაბამისი საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგებიდან, სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებიდან, აგრეთვე შემმოწმებლის მიერ აქტის პროექტში დამოუკიდებლად აღმოჩენილი შეცდომების/ხარვეზების გასწორების შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები ან/და შესაბამისი ჯარიმა, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

8. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

9. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

10. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

11.(ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

12.(ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

13.(ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

14. (ამოღებულია - 13.07.2015; 25212).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №38628 - ვებგვერდი, 15.04.2016 წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №10356 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

    მუხლი 7 . დასკვნითი დებულებები

ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან/და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის/მისი მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი) შესაბამისად, აქტის პროექტის მიმართ გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების კონკრეტული ვადის განსაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილება ან ინფორმაცია, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადამხდელის წერილობითი განცხადების დაკმაყოფილება და სხვა) შესაძლებელია, რომ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტის გარეშე პირდაპირ შედგეს შემოწმების აქტი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

 

დანართი №6

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25212 - ვებგვერდი, 17.07.2015წ .

 

მისამართები, საიდანაც შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით

 

სერვის ენტრები:

 

ქალაქ თბილისის სერვისცენტრები

 

ქ. თბილისის ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი

ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №4

2 26 22 21

ელ.მისამართი info@rs.ge

 

ქ. თბილკისი. ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრი

კოსტავას გამზირი №68ა

2 26 18 44

2 26 18 43

ელ.მისამართი info@rs.ge

 

ქ. თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის სერვისცენტრი

აღმაშენებლის გამზირი №140ა

2 26 18 00

ელ.მისამართი info@rs.ge

 

ქ. თბილისის გლდანი–ნაძალადევის სერვისცენტრი

სარაჯიშვილის ქ. №1

2 26 18 35

ელ.მისამართი info@rs.ge

________________________________________________________

 

ქალაქ რუსთავის სერვის ცენტრები

 

ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. №36

2 26 21 17

ქ. წალკა არისტოტელეს ქ. №22

ელ.მისამართი info@rs.ge

 

________________________________________________________

ქალაქ მარნეულის სერვის ცენტრი

 

ქ. მარნეული, რუსთაველის 73

 

ქ. ბოლნისი სულხან საბას ქ. №106

ელ.მისამართი info@rs.ge

 

___________________________________________________________

ქალაქ თელავის სერვისცენტრები

 

ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი №41

2 26 22 63

2 26 22 64

2 26 22 65

 

ქ. წნორი, აღმაშენებლის ქ. №19ა

2 26 18 94

2 26 18 95

 

ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქ №25

2 26 24 25

2 26 24 26

 

ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2ა

2 26 18 90

2 26 18 91

 

ქ. დედოფლისწყარო, ჰერეთის ქ. №82“

ელ.მისამართი info@rs.ge

 

________________________________________________________________

ქალაქ ახალციხის სერვისცენტრები

 

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54

2 26 21 27

 

ქ. ბორჯომი, მესხეთის №5

2 26 21 72

 

ქ. ახალქალაქი, თავისუფლების №93

ელ.მისამართი info@rs.ge

 

_________________________________________________________________

ქალაქ გორის სერვისცენტრები

 

ქ. გორი, სამეფოს ქ. №50

2 26 17 68

2 26 18 60

 

ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №7

2 26 22 40

ელ.მისამართი info@rs.ge

_________________________________________________________________

ქალაქ მცხეთის სერვისცენტრები

 

ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა

2 26 18 51; 2 26 18 52

 

ქ. თიანეთი, რუსთაველის ქ. №67

ყაზბეგი, აღმაშენებლის №9, მე-2 სართული.

ელ.მისამართი info@rs.ge

 

___________________________________________________________________

ქალაქ ბათუმის სერვისცენტრები

 

ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა

2 26 17 20

2 26 17 25

 

ქ. ქობულეთი, რუსთაველის №136

ელ.მისამართი info@rs.ge

 

___________________________________________________________________

ქალაქ ქუთაისის სერვისცენტრები

 

ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილი ქ. №5

2 26 22 63; 2 26 26 51

 

ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №20

2 26 23 266 26 52

 

ქ. სამტრედია, რუსთაველის №28

ელ.მისამართი info@rs.ge

 

_________________________________________________________________

ქალაქ ზესტაფონის სერვისცენტრები

 

ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

2 26 23 52

2 26 23 53

 

ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №5

ელ.მისამართი info@rs.ge

 

 

______________________________________________________________

ქალაქ ფოთის სერვისცენტრები

 

ქ. ფოთი, დ. თავდადებულის ქ. №4

2 26 18 20

 

ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №235

ელ.მისამართი info@rs.ge

 

______________________________________________________________

ქალაქ ოზურგეთის სერვისცენტრი

 

ქ. ოზურგეთი, ი. შემოქმედელის №3

2 26 23 41

ელ.მისამართი info@rs.ge

 

_______________________________________________________________

ქალაქ ზუგდიდის სერვისცენტრები

 

ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. №1

2 26 23 39 ; 2 26 23 38

 

ქ. მესტია, ილიკო გაბლიანის ქ №1

ელ.მისამართი info@rs.ge

 

46. 24/07/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 17884 - ვებგვერდი, 26/07/2023 45. 14/03/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 4838 - ვებგვერდი, 22/03/2023 44. 03/02/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 1832 - ვებგვერდი, 06/02/2023 43. 04/04/2022 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 8376 - ვებგვერდი, 05/04/2022 42. 03/12/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 37475 - ვებგვერდი, 08/12/2021 41. 19/08/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 27041 - ვებგვერდი, 24/08/2021 40. 18/02/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 3977 - ვებგვერდი, 22/02/2021 39. 29/01/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 1106 - ვებგვერდი, 03/02/2021 38. 04/12/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 35966 - ვებგვერდი, 07/12/2020 37. 08/07/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 18666 - ვებგვერდი, 14/07/2020 36. 21/04/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 11280 - ვებგვერდი, 29/05/2020 35. 19/03/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 8411 - ვებგვერდი, 23/03/2020 34. 04/03/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 6369 - ვებგვერდი, 19/03/2020 33. 19/02/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 4194 - ვებგვერდი, 25/02/2020 32. 30/01/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 2047 - ვებგვერდი, 17/02/2020 31. 26/12/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 46308 - ვებგვერდი, 30/12/2019 30. 04/12/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 42256 - ვებგვერდი, 09/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 01/11/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 38147 - ვებგვერდი, 06/11/2019 28. 19/08/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 28952 - ვებგვერდი, 22/08/2019 27. 03/07/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 22195 - ვებგვერდი, 05/07/2019 26. 23/05/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 16415 - ვებგვერდი, 24/05/2019 25. 25/03/2019 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 7107 - ვებგვერდი, 22/05/2019 24. 12/07/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 17923 - ვებგვერდი, 23/10/2018 23. 30/04/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 10157 - ვებგვერდი, 12/06/2018 22. 23/03/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 6305 - ვებგვერდი, 27/03/2018 21. 07/02/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 2590 - ვებგვერდი, 26/02/2018 20. 15/11/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 30473 - ვებგვერდი, 21/11/2017 19. 30/08/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 22758 - ვებგვერდი, 19/09/2017 18. 21/08/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 22038 - ვებგვერდი, 24/08/2017 17. 26/06/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 17164 - ვებგვერდი, 06/07/2017 16. 15/05/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 12765 - ვებგვერდი, 16/05/2017 15. 28/04/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 12188 - ვებგვერდი, 06/05/2016 14. 18/04/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 10356 - ვებგვერდი, 19/04/2016 13. 16/10/2015 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 38628 - ვებგვერდი, 15/04/2016 12. 24/03/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 7857 - ვებგვერდი, 29/03/2016 11. 02/03/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 5476 - ვებგვერდი, 04/03/2016 10. 13/07/2015 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 25212 - ვებგვერდი, 17/07/2015 9. 11/12/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 51439 - ვებგვერდი, 16/12/2014 8. 05/12/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 50444 - ვებგვერდი, 10/12/2014 7. 05/11/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 45785 - ვებგვერდი, 14/11/2014 6. 22/09/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 40531 - ვებგვერდი, 10/11/2014 5. 18/08/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 37198 - ვებგვერდი, 19/09/2014 4. 11/03/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 13948 - ვებგვერდი, 17/03/2014 3. 18/02/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 8692 - ვებგვერდი, 24/02/2014 2. 12/02/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 7685 - ვებგვერდი, 21/02/2014 1. 11/11/2013 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 56758 - ვებგვერდი, 18/11/2013