„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46308
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016541
46308
26/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
000000000.00.00.016541
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №46308

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას;

გ) ბრძანებით დამტკიცებული:

გ.ა) დანართი №1 („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ.ბ) დანართი №3 და დანართი №4 ამოღებულ იქნას.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                ლევან კაკავა

დანართი №1

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები

  შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა

1.

ლევან კაკავა

შემოსავლების სამსახურის უფროსი

(საბჭოს თავმჯდომარე)

2.

ზურაბ ძნელაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

(საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

3.

ნინო ფოდიაშვილი

შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვასთან, სასამართლო დავებთან და გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცესების კოორდინატორი

4.

რომან ბუღაძე

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

5.

ლევან წითელაშვილი

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

6.

შალვა კოპალეიშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე

7.

ნინო მაისურაძე

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ/შ

8.

შოთა ვალიშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

9.

მერაბ არახამია

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

10.

გიორგი მაისურაძე

იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ/შ

მოწვეული სპეციალისტები

1.

ირინე სალუქვაძე

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2.

პაატა ბუხნიკაშვილი

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი

3.

ირაკლი ლაშხია

ანალიტიკური დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე

4.

დიმიტრი ამისულაშვილი

საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე

5.

მადინა მაყაშვილი

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

6.

ლევან სირანაშვილი

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი