„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37475
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/12/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016655
37475
03/12/2021
ვებგვერდი, 08/12/2021
000000000.00.00.016655
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №37475

2021 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის  უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ (დანართი №2)

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დავების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელის საჩივარს, თანდართულ მასალებთან ერთად, წერილობითი ინფორმაციის მოსამზადებლად, უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ საჩივარზე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული წერილობითი ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა (მ/შ პოზიცია საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით) დავების დეპარტამენტს ეგზავნება შესაბამისი მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“;

ა.) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გადასახადის გადამხდელის საჩივარზე მომზადებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) საჩივარში დასმულ ყველა სადავო საკითხზე დეტალურ პასუხს/შეპასუხებას, მათ შორის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაციის შემთხვევაში, დარიცხვის საფუძვლებს (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდი/კვალიფიკაციის ცვლილების საფუძვლები);

ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, სტრუქტურული ერთეულის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მოთხოვნილი იყო თუ არა დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოდგენა (მათ შორის საგადასახდო შემოწმების მიმდინარეობისას); წარადგინა თუ არა გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები: აღნიშნული დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაჯარიმებულია თუ არა გადასახადის გადამხდელი ინფორმაციის წარუდგენლობისათვის (მათ შორის, განმეორებით);

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იყო თუ არა წარდგენილი სტრუქტურული ერთეულისათვის, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის გამოცემამდე და თუ იყო წარდგენილი, რატომ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულის მიერ. ახალი დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში ამ ინფორმაციის შეფასება, კერძოდ, მათი შესაძლო გავლენა სადავო საკითხზე;

დ) მტკიცებულებას, იმის შესახებ, რომ გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი გაეცნო გასაჩივრებულ სამართლებრივ აქტს (შესაბამისი გასაჩივრებული დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარების თარიღის მითითებით);

ე) ინფორმაციას იმ პირთა შესახებ (შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მითითებით), რომლებიც გადასახადის გადამხდელის მხრიდან, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობდნენ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ პროცედურაში.“;

ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვა, შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის მიღების ან წერილობითი ინფორმაციის მისაღებად მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბჭოზე განსახილველად საკითხის მომზადებას, საბჭოს მომდევნო/უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენას და საბჭოს წევრებისათვის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას. დღის წესრიგი თანხმდება საბჭოს თავმჯდომარესთან/მოადგილესთან.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს საკითხის განხილვა და, საბოლოო შეფასების ფორმირებამდე, გადასახადის გადამხდელისგან, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან ან/და სხვა ორგანოებისგან/პირებისგან გამოითხოვოს დამატებითი წერილობითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ან/და საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ სხვა ინფორმაცია.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                     ლევან კაკავა.