„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22038
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016415
22038
21/08/2017
ვებგვერდი, 24/08/2017
000000000.00.00.016415
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №22038

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ :

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №3) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. აუდიტორი ვალდებულია სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების შესახებ ინფორმაცია ასახოს მოხსენებით ბარათში და წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. აუდიტორის მიერ მოხსენებით ბარათში მიეთითება სათათბირო საბჭოზე განხილულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, სათანადო დასაბუთებით (მათ შორის , შემოწმების აქტში ასახული ინფორმაცია). მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს საკითხის შემსწავლელი მედიაციის სამმართველოს თანამშრომლის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მედიაციის სამმართველოს უფროსის / მოადგილის მიერ .“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                                      გ. თაბუაშვილი