„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40531
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 22/09/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2014
ძალაში შესვლის თარიღი 22/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016301
  • Word
40531
22/09/2014
ვებგვერდი, 10/11/2014
000000000.00.00.016301
„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

საქართველოს შემოსავლების სამსახურის

ბრძანება 40531

2014 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“  შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის  „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებულ „აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესში“  (3 დანართი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი   გადამხდელთა პოზიციების (დღის წესრიგის) მომზადებასა და განხილვის ოქმების (შემდგომში - სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს აუდიტის დეპარტამენტის მედიაციის სამმართველო (შემდგომში  - მედიაციის სამმართველო).“;

ა.ბ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გადამხდელის მიერ სრულად/ნაწილობრივ არის აღიარებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირის მიერ ჩატარებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტით/დასკვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, გადამხდელის პოზიცია არ განიხილება აღიარებულ ნაწილში (გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

ა.გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ სხვადასხვა პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოზე არსებითად განხილვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე წარდგენილი ბოლო პოზიცია, მიუხედავად ადრინდელი პოზიციების არსებობისა. სათათბირო საბჭოს მიერ ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს აქტის პროექტთან დაკავშირებული ის საკითხებიც, რომლებიც გადამხდელის მიერ გამოთქმული იქნება საკითხის წინასწარი განხილვისას ან/და სათათბირო საბჭოს მიმდინარეობისას და რომლებიც არ არის აღნიშნული გადამხდელის წერილობით პოზიციაში.

8. გადამხდელს უფლება აქვს შეტყობინებისა და აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადამხდელის პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას) ან მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.“;

ა.დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგებზე შედგენილი ანგარიშის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებასთან დაკავშირებით, გადამხდელს უფლება აქვს წარადგინოს გადამხდელის პოზიცია, რომელიც განიხილება აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს მიერ.  გადამხდელის წერილობითი პოზიცია წარდგენილი უნდა იქნეს ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგების საფუძველზე შედგენილი აქტის პროექტის/დასკვნის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, მიუხედავად იმისა გადამხდელი ეთანხმებოდა თუ არა ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგებამდე შედგენილ აქტის პროექტს/დასკვნას. ამასთან, თუ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი ექვემდებარება ხარისხის კონტროლს, ამ შემთხვევაში მედიაციის პროცესი დაიწყება, მხოლოდ ხარისხის კონტროლის დასრულების შემდეგ განსაზღვრულ შედეგებზე.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადამხდელის პოზიცია აქტის პროექტთან დაკავშირებით ან მიმართვა ვადის გაგრძელების   შესახებ, საქმისწარმოების დადგენილი წესების შესაბამისად (კანცელარიის მეშვეობით), გადაეცემა  მედიაციის სამმართველო, აუდიტორს და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის   სამმართველო .

3. გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების თაობაზე მედიაციის სამმართველო მიერ ეცნობება გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ასევე ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.“;

ბ.ბ) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მედიაციის სამმართველ , აუდიტორისა და გადამხდელის მონაწილეობი , წარდგენილი   პოზიციის ნაწილში წინასწარ  განიხილავს: აქტის პროექტს, აქტის პროექტით გათვალისწინებული დარიცხვის/შემცირების შესაბამისობას კანონმდებლობასთა , გადამხდელის პოზიციას, არსებითი  მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისას). ამასთან, განხილვა შესაძლებელია ჩატარდეს  როგორც შეხვედრით, ისე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით). წინასწარი განხილვის  თაობაზე  ინფორმაცია (შეხვედრის საათი, რიცხვი, თვე და წელი), შესაბამის მასალებთან ერთად, ელექტრონული  კომუნიკაციის  საშუალებით (ელექტრონული  ფოსტა) მიეწოდება  სათათბირო  საბჭოს ყველა წევრს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მათი შეხედულებისამებ , მონაწილეობა  მიიღონ  წინასწარ განხილვაში.

6. გადამხდელის პოზიციის წარდგენისას აუდიტის დეპარტამენტი (მედიაციის სამმართველ ) ელექტრონული   ფოსტით   მიმართავს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია მიმართვიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს (მედიაციის სამმართველ ) ელექტრონული ფოსტით მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არის თუ არა გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო  შეთანხმებ .

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მედიაციის სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად, რისთვისაც  გადამხდელის პოზიცია , შესაბამის მასალებს  (ასეთის  არსებობისა ) და ადმინისტრირების დეპარტამენტიდან   მიღებულ ინფორმაცია , მიღების დღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა   გადასცემს/უგზავნის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სათათბირო საბჭოს წევრებს.

8. სათათბირო  საბჭოს  თავმჯდომარე განსაზღვრავს   სათათბირო  საბჭოს  სხდომის თარიღს  (საათი, რიცხვი, თვე და წელი), მაგრამ  არაუგვიანეს  გადამხდელის  პოზიციის მიღების   დღიდან   15   სამუშაო დღისა. სხდომის თარიღს მედიაციის სამმართველო აცნობებს გადამხდელს (ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშ ), სათათბირო საბჭოს წევრებს, აუდიტორს და სხვა მოწვეულ პირებს (ასეთის  არსებობისას) სხდომამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ოსტა  და  სხვ.).“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება გადამხდელის გარეშე (იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას), მხოლოდ შემმოწმებელი აუდიტორ(ებ)ისა და მედიაციის სამმართველოს იმ თანამშრომლის მონაწილეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა საკითხის შესწავლა. განსახილველი საკითხის შესახებ, მათ მიერ სათათბირო საბჭოს წევრებს წარედგინებათ ინფორმაცია და მტკიცებულებები (ასეთის არსებობისას), აგრეთვე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც განხილვაში ერთვება გადამხდელი.“;

გ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკითხის შემსწავლელი მედიაციის სამმართველოს თანამშრომელი სხდომაზე სათათბირო საბჭოს წევრებს აცნობს თავის პოზიციას აქტის პროექტით გათვალისწინებული დარიცხვის/შემცირების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადამხდელის პოზიციის მართებულობი , ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების (ასეთის  არსებობისას) გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესახებ.“;

გ.გ) მე-11 - მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სათათბირო საბჭოს წევრი , გადამხდელის, მედიაციის სამმართველოს   თანამშრომლის, აუდიტორის ან/და სხვა მოწვეული პირის (ასეთის არსებობისას) მიერ   სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (მათ  შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას - ტექნიკური ხარვეზის გამო), საკითხის    განხილვა შესაძლებელია გადაიდოს, თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა . ამ შემთხვევაში, ინიშნება საკითხის ამატებითი განხილვა სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (ფორმდება სხდომის ოქმი) განსაზღვრულ ვადაში, რის შესახებაც ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით   გათვალისწინებულ შემთხვევაში, მედიაციის სამმართველო აცნობებს გადამხდელს     წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის   სახით, ელექტრონული   ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.

12. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებ , განხილული საკითხის თითოეული ეპიზოდის   შესაბამისად, ცხადდება სხდომაზე და განემარტება აუდიტორ , გადამხდელს (იმ შემთხვევაში, თუ  გადამხდელი   ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას) და მედიაციის სამმართველოს თანამშრომელს. მედიაციის სამმართველო ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც, ამ წესის მე-5 მუხლის  შესაბამისა , ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის სახით.

13. გადამხდელის პრეტენზიის წინასწარი განხილვის შემდე , თუ სათათბირო საბჭოს სხდომაზე არ არის მოწვეული გადამხდელი, სხდომა შესაძლებელია გაიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითა . ამ მიზნით, მედიაციის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი განსახილველი საკითხის, აგრეთვე შემოწმების მასალების და შესაძლო გადაწყვეტილების პროექტის თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულად უგზავნის სათათბირო საბჭოს  წევრებს. ამ შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ  წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები.“;

გ.დ) მე-14 - მე-17 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხდომის ოქმს ამზადებს მედიაციის სამმართველო, სხდომის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს   7 სამუშაო დღისა. სხდომის ოქმს ხელს აწერს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი და მედიაციის სამმართველოს ის თანამშრომელ , რომელმაც შეისწავლა საკითხი და განსახილველად წარადგინა სათათბირო საბჭოს სხდომაზე. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს, როგორც მატერიალური (წერილობით ), ისე ელექტრონული ფორმით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ცენტრალურ აპარატში და სისტემაში შემავალ ზოგიერთ ორგანოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად. სხდომის ოქმზე ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ ხელმომწერის მიერ ოქმში შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული განხილულ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობა .“;

დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომის ოქმის ასლი მედიაციის სამმართველოს მიერ მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი მასალების (ასეთის არსებობისას) ასლებთან ერთად ეგზავნება საგადასახადო  შემოწმების ჩამტარებელ შესაბამის სამმართველოს (რომელიც ვალდებულია  კონტროლი გაუწიოს ამ ოქმისაფუძველზე დასკვნის დროულად მომზადებას და გადამხდელისთვის გაგზავნას) და აუდიტის  ტექნიკური  უზრუნველყოფის   სამმართველოს.“;

დ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე, აუდიტორის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასკვნაში ასახვის შესახებ ინფორმირების მიზნით, ექვემდებარება ვიზირებას მედიაციის სამმართველოს თანამშრომლის (საკითხის შემსწავლელი) მიერ. ამასთან, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამხდელისთვის დასკვნის გადაცემის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი აუდიტორის მიერ ელექტრონული ფორმით (დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.;

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                          ი. გვიმრაძე