დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25212 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 13/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016333 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №25212
2015 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
მუხლი 1 . „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახურში შეიქმნას შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო – შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო.
2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.“.
3. მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი – №2 დანართის შესაბამისად;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მისამართები, საიდანაც შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით - დანართი N6.“.
4. მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შემოწმების აქტის პროექტზე ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის პოზიციის აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს მიერ განხილვა და გადაწყვეტილების მიღება განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით.“.
6. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა“
7. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის:
ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო“;
ბ ) პირველი მუხლის:
ბ . ა ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებს.
2. საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებს, ცალკეულ საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.“;
ბ . ბ ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საბჭო უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები (მათ შორის, ბიზნესომბუდსმენი /ბიზნესომბუდსმენის მოადგილე) და სხვა სათანადო პირები“.
ბ . გ ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დავების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელს აცნობებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მას მიეცემა შესაძლებლობა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით დანართი N6-ში მითითებული სერვის-ცენტრებიდან.“;
დ ) მე-3 მუხლის:
დ . ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომლის არყოფნის შემთხვევაშიც მის უფლებამოსილებას, საბჭოს გადაწყვეტილებით, ახორციელებს საბჭოს რომელიმე წევრი“;
დ . ბ ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საბჭო უფლებამოსილია:
ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;
გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;
დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი;
ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით;
ზ) მიიღოს რეკომენდაცია დღის წესრიგში მითითებულ სხვა საკითხთან დაკავშირებით.“;
დ . გ ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ს:
ა ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების (შემდგომში – საგადასახადო შემოწმება) შედეგებზე შედგენილი შემოწმების აქტის პროექტთან (შემდგომში – აქტის პროექტი) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში – სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში – გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) განხილვის პროცედურებს.“;
ბ ) პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ ) მე-5 მუხლის:
გ . ა ) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სხდომის ოქმი მედიაციის სამმართველოს მიერ მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი მასალების (ასეთის არსებობისას) ასლებთან ერთად ეგზავნება საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელ შესაბამის სამმართველოს (რომელიც ვალდებულია კონტროლი გაუწიოს ამ ოქმის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის დროულად მომზადებას და გადამხდელისთვის გაგზავნას) და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.
6. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე, აუდიტორი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს, რომელიც შესაბამისი სამმართველოს უფროსთან შეთანხმების შემდეგ გადაეცემა გადამხდელს:
ა) აუდიტორის მიერ - ხელზე, რაც უნდა დადასტურდეს საგადასახადო შემოწმების აქტის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით. ამ შემთხვევაში, სამმართველოს უფროსთან შეთანხმება დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტის მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით;
ბ) აუდიტორის მიერ - ელექტრონული ფოსტით, გადამხდელის ავტორიზებულ მისამართზე;
გ) საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელი შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი
ბარათის საფუძველზე, აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ - ფოსტით (მათ შორის ელექტრონული) ან ხელზე, რაც უნდა დადასტურდეს საგადასახადო შემოწმების აქტის მეორე ეგზემპლარზე გადამხდელის ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამხდელისთვის საგადასახადო შემოწმების აქტის გადაცემის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი აუდიტორის მიერ ელექტრონული ფორმით (მათ შორის, დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით) ეცნობება აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს.
8. საგადასახადო შემოწმების აქტში აისახება შესაბამისი საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან, სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებიდან, აგრეთვე შემმოწმებლის მიერ აქტის პროექტში დამოუკიდებლად აღმოჩენილი შეცდომების/ხარვეზების გასწორების (მათ შორის, ხარისხის კონტროლის სამმართველოს შენიშვნების/რეკომენდაციების გათვალისწინებით) შედეგებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებები (სავადოების მიხედვით) და შესაბამისი ჯარიმა, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.“;
გ . ბ ) მე-9 - მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
დ ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
„1. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ან/და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი დავალების) შესაბამისად, აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა და სხვა), შესაძლებელია, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შემოწმების აქტის პროექტის გარეშე შედგეს საგადასახადო შემოწმების აქტი.
9. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
„–––––––––––––––––––––––“ –––––––––––––––
გადამხდელის დასახელება საიდენტ./პირადი ნომერი
მის: ––––––––––––––––––––––––––––
შეტყობინება
საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე
გასაცნობად გეგზავნებათ „––––––––––“–ის 20–– წლის „ ––––– “ „ ––––––––––– “- ის
გადამხდელის დასახელება რიცხვი თვე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი. თქვენ უფლება გაქვთ, საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №4) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარადგინოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თქვენი/თქვენი წარმომადგენლის მონაწილეობით.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებმა შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის კონტროლის პროცედურების შედეგად, შესაძლოა განიცადოს კორექტირება.
აქტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში თქვენი პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი რჩებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, გაასაჩივროთ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან (ბრძანებასთან) და ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად, „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
დანართი: საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი --- ფურცლად.
–––––––––––––––––––––––––––––
აუდიტის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
–––––––––––––––––––––––––––––
გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა“
10. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის N31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5-ის:
ა ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გადამხდელის პოზიციის ან ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას, აგრეთვე აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში ან სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო ამზადებს შეჩერებული შემოწმების განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.“;
ბ ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გადამხდელის პოზიცია უკვე განხილულია სათათბირო საბჭოზე ან/და იმავე საკითხთან დაკავშირებით საჩივარი განიხილება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე ან შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულია აღნიშნულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილება;“;
გ ) მე-6 მუხლის:
გ . ა ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სხდომის ოქმის ასლი, მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, შესაბამისი მასალების ასლებთან ერთად, ეგზავნება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს.
7. სხდომის ოქმის საფუძველზე, სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით:
ა) სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს;
ბ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტში აისახება შესაბამისი საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგებიდან, სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებიდან, აგრეთვე შემმოწმებლის მიერ აქტის პროექტში დამოუკიდებლად აღმოჩენილი შეცდომების/ხარვეზების გასწორების შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები ან/და შესაბამისი ჯარიმა, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.“;
გ . ბ ) მე-8 - მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
დ ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან/და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის/მისი მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი) შესაბამისად, აქტის პროექტის მიმართ გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების კონკრეტული ვადის განსაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილება ან ინფორმაცია, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადამხდელის წერილობითი განცხადების დაკმაყოფილება და სხვა) შესაძლებელია, რომ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტის გარეშე პირდაპირ შედგეს შემოწმების აქტი.“.
11. ბრძანების დანართი №5-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №6:
„დანართი №6
„მისამართები, საიდანაც შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით
სერვის ენტრები:
ქალაქ თბილისის სერვისცენტრები
ქ. თბილისის ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი
ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №4
2 26 22 21
ელ.მისამართი info@rs.ge
ქ. თბილკისი. ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრი
კოსტავას გამზირი №68ა
2 26 18 44
2 26 18 43
ელ.მისამართი info@rs.ge
ქ. თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის სერვისცენტრი
აღმაშენებლის გამზირი №140ა
2 26 18 00
ელ.მისამართი info@rs.ge
ქ. თბილისის გლდანი–ნაძალადევის სერვისცენტრი
სარაჯიშვილის ქ. №1
2 26 18 35
ელ.მისამართი info@rs.ge
________________________________________________________
ქალაქ რუსთავის სერვის ცენტრები
ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. №36
2 26 21 17
ქ. წალკა არისტოტელეს ქ. №22
ელ.მისამართი info@rs.ge
________________________________________________________
ქალაქ მარნეულის სერვის ცენტრი
ქ. მარნეული, რუსთაველის 73
ქ. ბოლნისი სულხან საბას ქ. №106
ელ.მისამართი info@rs.ge
___________________________________________________________
ქალაქ თელავის სერვისცენტრები
ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი №41
2 26 22 63
2 26 22 64
2 26 22 65
ქ. წნორი, აღმაშენებლის ქ. №19ა
2 26 18 94
2 26 18 95
ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქ №25
2 26 24 25
2 26 24 26
ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2ა
2 26 18 90
2 26 18 91
ქ. დედოფლისწყარო, ჰერეთის ქ. №82“
ელ.მისამართი info@rs.ge
________________________________________________________________
ქალაქ ახალციხის სერვისცენტრები
ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54
2 26 21 27
ქ. ბორჯომი, მესხეთის №5
2 26 21 72
ქ. ახალქალაქი, თავისუფლების №93
ელ.მისამართი info@rs.ge
_________________________________________________________________
ქალაქ გორის სერვისცენტრები
ქ. გორი, სამეფოს ქ. №50
2 26 17 68
2 26 18 60
ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №7
2 26 22 40
ელ.მისამართი info@rs.ge
_________________________________________________________________
ქალაქ მცხეთის სერვისცენტრები
ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა
2 26 18 51; 2 26 18 52
ქ. თიანეთი, რუსთაველის ქ. №67
ყაზბეგი, აღმაშენებლის №9, მე-2 სართული.
ელ.მისამართი info@rs.ge
___________________________________________________________________
ქალაქ ბათუმის სერვისცენტრები
ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა
2 26 17 20
2 26 17 25
ქ. ქობულეთი, რუსთაველის №136
ელ.მისამართი info@rs.ge
___________________________________________________________________
ქალაქ ქუთაისის სერვისცენტრები
ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილი ქ. №5
2 26 22 63; 2 26 26 51
ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №20
2 26 23 266 26 52
ქ. სამტრედია, რუსთაველის №28
ელ.მისამართი info@rs.ge
_________________________________________________________________
ქალაქ ზესტაფონის სერვისცენტრები
ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5
2 26 23 52
2 26 23 53
ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №5
ელ.მისამართი info@rs.ge
______________________________________________________________
ქალაქ ფოთის სერვისცენტრები
ქ. ფოთი, დ. თავდადებულის ქ. №4
2 26 18 20
ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №235
ელ.მისამართი info@rs.ge
______________________________________________________________
ქალაქ ოზურგეთის სერვისცენტრი
ქ. ოზურგეთი, ი. შემოქმედელის №3
2 26 23 41
ელ.მისამართი info@rs.ge
_______________________________________________________________
ქალაქ ზუგდიდის სერვისცენტრები
ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. №1
2 26 23 39 ; 2 26 23 38
ქ. მესტია, ილიკო გაბლიანის ქ №1
ელ.მისამართი info@rs.ge
მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილ საგადასახადო შემოწმების/საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტზე/დასკვნაზე გადასახადის გადამხდელის პოზიციას დავების განხილვის საბჭო განიხილავს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები