„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7107
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 25/03/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016496
7107
25/03/2019
ვებგვერდი, 22/05/2019
000000000.00.00.016496
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №7107

2019 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა

1.

ვახტანგ ლაშქარაძე

შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე)

2.

მამუკა ტერაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

3.

ზურაბ ძნელაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

(საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

4.

შალვა კოპალეიშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსი

5.

რომან ბუღაძე

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

6.

ლევან წითელაშვილი

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

7.

შოთა ვალიშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

8.

მერაბ არახამია

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

9.

მამუკა ბუღაძე

დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის მ/შ

10.

ნინო შამანაური

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

  მოწვეული სპეციალისტები

1.  

ილია სკანაძე

იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

2.

მანუჩარ ბაბუხადია

აუდიტის დეპარტამენტის მედიაციის სამმართველოს უფროსი

3.

პაატა ბუხნიკაშვილი

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი

4.

ბექა ჯაყელი

ანალიტიკური დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე

5.

დიმიტრი ამისულაშვილი

საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე

2. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო):

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“.

 ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პუნქტით დადგენილი პრიორიტეტულობით, ზეპირი განხილვისას საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს:

ა) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე;

გ) შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი (შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს წევრი).“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ჩანაწერს აწარმოებს დავების დეპარტამენტის თანამშრომელი.“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                             ვახტანგ ლაშქარაძე