დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6305 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 23/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 23/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016450 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 6305
2018 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა
1 | გიორგი თაბუაშვილი | შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე) |
2 | მამუკა ტერაშვილი | შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) |
3 | შალვა კოპალეიშვილი | დავების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) |
4 | დავით ჯულაყიძე | დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საბჭოს მდივანი) |
5 | რომან ბუღაძე | საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი |
6 | შოთა ვალიშვილი | აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
7 | ლევან წითელაშვილი | იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
8 | მერაბ არახამია | საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
9 | ნინო შამანაური | მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
10 | გიორგი კანდელაკი | ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები