„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11280
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/04/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016566
11280
21/04/2020
ვებგვერდი, 29/05/2020
000000000.00.00.016566
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 11280

2020 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბჭოს წევრებს და გადასახადის გადამხდელს/მის წარმომადგენელს, ასევე სათანადო პირებს საბჭოს სხდომის გამართვის დროის, ადგილის და კომუნიკაციის ფორმის შესახებ დავების დეპარტამენტი ატყობინებს არსებული ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.).

7. დავების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელს ტექნიკური საშუალებებით შეატყობინებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მიეცემა შესაძლებლობა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, დანართ №6-ში მითითებული სერვის-ცენტრებიდან.“;

ა.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსს მე-8 პუნქტი:

„8. გადასახადის გადამხდელს, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიეცემა შესაძლებლობა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დავების დეპარტამენტის თანამშრომელი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის იმ ნაწილის (საბჭოზე გამართული მსჯელობის გარდა) აუდიოჩაწერას და სათანადო წესით შენახვას, რომელზეც ესწრება/მონაწილეობს გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება (მათ შორის, დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით) საბჭოს წევრთა უმრავლესობა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                            ლევან კაკავა.