დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7685 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 12/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016266 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №7685
2014 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შემადგენლობა
| 1 | ირაკლი გვარამაძე | შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე) |
| 2 | რომან ბუღაძე | დავების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) |
| 3 | გიორგი ბაქრაძე | სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი |
| 4 | რუსლან ახალაია | სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი |
| 5 | ვაჟა პეტრიაშვილი | სამსახურის მრჩეველი |
| 6 | შალვა კოპალეიშვილი | დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე |
| 7 | დავით ჯულაყიძე | დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საბჭოს მდივანი) |
| 8 | ლევან წითელაშვილი | იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
| 9 | გრიგოლ გაგოშიძე | საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 10 | მერაბ არახამია | საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 11 | მადინა მაყაშვილი | მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 12 | თეა მელუა | პირადი საგადასახადო მრჩევლის სამმართველოს უფროსი |
“.
ბ) „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს საქმიანობის წესის“ (დანართი №2) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საბჭოს სხდომაზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის/დავების დეპარტამენტის უფროსისთვის (დელეგირების შემთხვევაში) წარდგენას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ირაკლი გვარამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები