დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38628 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 16/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016365 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №38628
2015 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) „აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №3):
ა.ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ (გადამხდელის პოზიციის ელექტრონულად www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან) წარდგენის შემთხვევაში ითვლება, რომ გადამხდელის პოზიცია წარდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ);“
ა.ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სხდომის ოქმი მედიაციის სამმართველოს მიერ მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამის მასალებთან (ასეთის არსებობისას) ერთად ეგზავნება საგადასახადო შემოწმების ჩამტარებელ შესაბამის სამმართველოს (რომელიც ვალდებულია კონტროლი გაუწიოს ამ ოქმის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის დროულად მომზადებას და გადამხდელისთვის გაგზავნას) და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს. აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს სხდომის ოქმის გადამხდელისათვის გაცნობას/ჩაბარებას.“.
ბ) „საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №5):
ბ.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ (გადამხდელის პოზიციის ელექტრონულად www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან) წარდგენის შემთხვევაში ითვლება, რომ გადამხდელის პოზიცია წარდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ);“;
ბ.ბ) მე-6 მუხლის:
ბ.ბ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სხდომის ოქმის ასლი, მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, შესაბამისი მასალების ასლებთან ერთად, ეგზავნება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს, ასევე საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო ახორციელებს სხდომის ოქმის გადამხდელისათვის გაცნობას/ჩაბარებას.“;
ბ.ბ.ბ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გიორგი თაბუაშვილი
შემოსავლების სამსახურის უფროსი
დოკუმენტის კომენტარები