„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38147
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/11/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016528
38147
01/11/2019
ვებგვერდი, 06/11/2019
000000000.00.00.016528
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №38147

2019 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ”შემოსავლებისსამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ ( დანართი №2):

ა) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბჭოს სხდომის ოქმი შესასრულებლად სავალდებულოა საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების წარდგენა“;

ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოს წარუდგინოს განცხადება „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“, საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების აღიარების მიზნით.“.

2 . „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული„საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესის“ ( დანართი №5):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს გადასახადების, მოსაკრებლების ან/და სანქციის დარიცხვის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის“ პროექტთან (შემდგომში – აქტის პროექტი) დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში − სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის (შემდგომში − გადამხდელი) წერილობითი/ელექტრონული (წარმოდგენილია www.rs.ge-ს საშუალებით (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან)) პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) წარდგენისა და განხილვის პროცედურებს.”;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აქტის პროექტი მზადდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განმახორციელებელი აუდიტორის (შემდგომში – აუდიტორი) მიერ.

2. აქტის პროექტი არსებითად (გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში) შეთანხმებული უნდა იყოს საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს (შემდგომში – საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო) უფროსთან/მის მოადგილესთან. ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება „პროექტი“ და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.“;

ბ. ბ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. აქტის პროექტის გაგზავნასთან/ჩაბარებასთან ერთად, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო ამზადებს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შეჩერების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

7. გადამხდელის პოზიციის ან ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას, აგრეთვე აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში ან სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო ამზადებს შეჩერებული კონტროლის განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

8. აუდიტორი, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განახლების თაობაზე ბრძანების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, აფორმებს აქტს, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები. “;

გ) მე-3 მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამხდელის პოზიცია გადაეცემა სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს და საქონლისგაშვებისშემდგომი კონტროლის სამმართველოს.

5. გადამხდელისპოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო წერილობითი ან ელექტრონული ფოსტით აცნობებსგადამხდელს პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის პოზიციის წარუდგენლობის ან აქტის პროექტთან დაკავშირებით გადამხდელის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტორი ამზადებს შეჩერებული კონტროლის განახლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის ბრძანების პროექტს.

7. გადამხდელის პოზიციის მომზადებისას, გადამხდელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას გადამხდელისაგან ამოღებული დოკუმენტების გაცნობაან/და მათი ასლების გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადა აითვლება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამხდელისათვის გაცნობის ან/და ასლების გადაცემის დღიდან.

8.გადამხდელის პოზიციის საბაჟო დეპარტამენტში წარდგენის ვადის კონტროლს ახორციელებს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო.“;

დ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. სათათბირო საბჭოს სხდომაზე აუდიტორის დასწრება და საკითხის განხილვაში მისი მონაწილეობა სავალდებულოა და აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით). აუდიტორის არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს უფროსი/მისი მოადგილე.“;

ე) მე-6 მუხლის მე-5 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.

6. სხდომის ოქმის ასლი, მომზადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს მიერ, შესაბამისი მასალების ასლებთან ერთად, ეგზავნება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს, ასევე სამართლებრივ საკითხთა სამმართველოახორციელებს სხდომის ოქმის გადამხდელისათვის გაცნობას/ჩაბარებას.

7. სხდომის ოქმის საფუძველზე, სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით:

ა) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმებისაქტში აისახება შესაბამისი საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგებიდან, სათათბირო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისაღსრულების შედეგებიდან, აგრეთვე კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ აქტის პროექტში დამოუკიდებლად აღმოჩენილი შეცდომების/ხარვეზების გასწორების შედეგებიდან გამომდინარე საგადასახადო (მათ შორის, საბაჟო) ვალდებულებები ან/და შესაბამისი ჯარიმა, რის შემდეგაც ხორციელდება საგადასახადო /საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.“;

ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

1. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან/და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის/მისი მოადგილის დავალების (მათ შორის, სიტყვიერი) შესაბამისად, აქტის პროექტის მიმართ გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად,საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო (მათ შორის, საბაჟო) ვალდებულებისდარიცხვასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გასვლა, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის კონკრეტული ვადის განსაზღვრა სასამართლოსგადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილება ან ინფორმაცია, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადამხდელის წერილობითი განცხადების დაკმაყოფილება და სხვა) შესაძლებელია, რომ საქონლის გაშვებისშემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის პროექტის გარეშე პირდაპირ შედგეს შემოწმების აქტი.“.

3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                 ვახტანგ ლაშქარაძე