დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30473 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 15/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016431 |
საქართველოს შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №30473
2017 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) „აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №3):
ა.ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გადამხდელის პოზიცია უკვე განხილულია სათათბირო საბჭოზე ან/და იმავე საკითხთან დაკავშირებით საჩივარი განიხილება/განხილულია შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე/საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე ან შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულია აღნიშნულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილება;“;
ა.ბ) მე-3 მუხლის:
ა.ბ.ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მედიაციის სამმართველო ამზადებს საკითხს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად, რისთვისაც გადამხდელის პოზიციას და შესაბამის მასალებს (ასეთის არსებობისას) გადასცემს/უგზავნის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სათათბირო საბჭოს წევრებს.“;
ბ) „საბაჟო დეპარტამენტში მედიაციის წესის“ (დანართი №5):
ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:
„2. აქტის პროექტი არსებითად (გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში) შეთანხმებული უნდა იყოს საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო) უფროსთან/მის მოადგილესთან. ამასთან, აქტის პროექტში ყოველ გვერდზე მიეთითება „პროექტი“ და არ ხდება მისი დამოწმება აუდიტორის ხელმოწერით.“;
ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გ. თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები