ნორმატიული აქტების შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1876
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 09/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.003.647
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1876
22/10/2009
სსმ, 33, 09/11/2009
010.240.010.05.001.003.647
ნორმატიული აქტების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/06/2012 - 28/12/2012)

საქართველოს კანონი

ნორმატიული აქტების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მომზადების, დადების, რატიფიცირების, გამოქვეყნების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული აქტების (გარდა კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტისა) მომზადებისა და მიღების (გამოცემის) მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები.

4. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ამ კანონით, მათი კონსტიტუციებითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 2. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები

1. სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.

2. სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.

3. ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

5. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).

6. კოდექსი არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი) საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტი.

    მუხლი 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო

1. საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება) მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

    მუხლი 4. სახელმწიფო ენის გამოყენება ნორმატიულ აქტში

ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზედაც, მაგრამ ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.

    მუხლი 5. ანალოგია ნორმატიულ აქტში

1. კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია).

3. სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

    მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში

ამ კანონში მითითებული ვადების, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი ვადისა, ათვლისას არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების შემთხვევაში ვადების ათვლა იწყება ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემიდან ან სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

    მუხლი 7. ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება

1. საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი;

გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

3. საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

დ) საქართველოს ორგანული კანონი;

ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

4. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ.

5. საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

6. ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.

7. საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

8. თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

10. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.

11. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.

12. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით:

ა) საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ;

გ) საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების მიმართ.

თავი II. ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები

    მუხლი 8. საქართველოს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო

მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:

ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული;

ბ) ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;

გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი;

დ) იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი;

ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი;

ვ) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი;

თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევის წესი;

ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სასჯელაღსრულების კანონმდებლობა, შრომის, სამეწარმეო კანონმდებლობა;

კ) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე საქართვ ლოს სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების შექმნის წესი;

ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი;

მ) სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების წესი.

    მუხლი 9. ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება

საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) შეიძლება მიიღონ (გამოსცენ) ერთობლივი ნორმატიული აქტი.

    მუხლი 10. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები

1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.

3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.

5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.

6. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

8. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

    მუხლი 11. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები

1. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებას და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათ საფუძველზე.

2. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებას გამოსცემს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საკანონმდებლო აქტით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას.

3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება).

4. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული აქტი, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.

7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება.

    მუხლი 12. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 13. საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი

1. საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

2. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

    მუხლი 14. საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები

საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

თავი III. ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა

    მუხლი 15. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი .

2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს).

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

მუხლი 151 . ნორმატიული აქტის პროექტის შედგენის, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის), გაგზავნისა და გადაცემის წესი

ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

    მუხლი 16. ნორმატიული აქტის სტრუქტურა

1. ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.

2. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად; თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი.

3. ნორმატიულ აქტში ზოგადი ნორმები უნდა უსწრებდეს სპეციალურ ნორმებს.

4. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.

5. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავს ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროს და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).

6. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.

7. ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში – ნაწილებად), ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად; საჭიროების შემთხვევაში ქვეპუნქტი შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ქვეპუნქტად. მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება დაჯგუფდეს თავებად. თავები შესაძლებელია გაერთიანდეს კარებად (კოდექსში – წიგნებად). კარს (წიგნს) და თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.

8. კარების (წიგნების), თავების, მუხლების და პუნქტების (ნაწილების) ნუმერაცია, ასევე ქვეპუნქტების ანბანური თანამიმდევრობა უწყვეტია. კარების (წიგნების) და თავების ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები, ხოლო მუხლების და პუნქტების ნუმერაციისას – არაბული ციფრები. ქვეპუნქტების თანამიმდევრობა ქართული ანბანის ასოებით აღინიშნება.

9. ნორმატიულ აქტში სხვა ნორმატიული აქტის მითითებისას უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც. ნორმატიულ აქტში იმავე ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითებისას უნდა დასახელდეს მხოლოდ მუხლი, პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც.

10. ნორმატიულ აქტში კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება იმ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც კარი (წიგნი), თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა ან/და ძალადაკარგულად გამოცხადდა.

11. ნორმატიულ აქტში კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის, ასევე ანბანური თანამიმდევრობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ნომერი ან ქვეპუნქტის აღმნიშვნელი ასო დამატებითი ციფრით (პრიმ კარი (წიგნი), თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი).

12. ნორმატიულ აქტში განისაზღვრება:

ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემთხვევაში;

ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

    მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები

1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.გ) (ამოღებულია – 22.06.2012, №6536);

დ.დ) (ამოღებულია – 22.06.2012, №6536);

ე) კანონპროექტის ავტორი;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:

ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება ან რომლითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა;

ბ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

4. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;

ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა);

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 36 - ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 18. ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

1. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის სათაური;

გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც);

დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.

2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.127

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

მუხლი 19. ნორმატიული აქტის (პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზა

1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-2 დღისა.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

4. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

5. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტზე – აქტის მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტზე სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას.

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

10. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტების გარდა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება.

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

    მუხლი 20. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი

1. საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისი კენჭისყრით მიღების დღე.

3. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.

4. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი ცვლილების პროექტი და წარდგენილ უნდა იქნეს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით, ხოლო იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ასევე ერთი საკანონმდებლო აქტით.

6. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.

7. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი , ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი .

8. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი შესაძლებელია შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის, დანართის (დანართის ნაწილის) სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით ან მითითებას სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების თაობაზე.

9. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

    მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.

3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

თავი IV. ნორმატიული აქტის მოქმედება

    მუხლი 22. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

1. ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.

2. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.

3. თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან განსაზღვრული დროის შემდეგ, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე.

4. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას.

5. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის (პუნქტის, ქვეპუნქტის) ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.

6. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება, თუ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) ასეთი ნორმატიული აქტის მიღებისთვის (გამოცემისთვის) დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.

8. ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე.

9. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) და ზემდგომი ორგანოს მიერ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

10. საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

11. დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 23. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი

1. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.

3. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან, და მოქმედებს მასში აღნიშნულ დრომდე, მაგრამ არა უგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებისა, თუ იგი არ იქნა გაუქმებული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.

5. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე დეკრეტს დასამტკიცებლად წარუდგენს ახალარჩეულ პარლამენტს მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალას კარგავს, თუ ახალარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას.

7. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

9. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ თვით ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

10. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანისთანავე, თუ თვით ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 24. ნორმატიული აქტის უკუძალა

1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

2. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

    მუხლი 25. ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ:

ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული);

ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს;

გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.

5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.

6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი.

7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა.

8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში.

9. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.

91 . თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმებ ის (შეჩერებ ის ) უფლებამოსილ ების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკ ებ ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

10. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობა „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები მათი უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

თავი V. ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

    მუხლი 26. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება

1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.

2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“) ვებგვერდზე.

3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

    მუხლი 27. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი

1. საქართველოს ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

2. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.

21 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.

4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 და 51  პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.

51 . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.

6. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.

7. ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

8. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აქვეყნებს აქტის მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

9. გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა , აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევებისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6501 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

    მუხლი 28. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი

1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ:

ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა, აგრეთვე ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევებისა) თან არ ახლავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა;

ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

თავი VI. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

    მუხლი 29. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი).

2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

თავი VII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 30. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები

1. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.

2. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.

3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

    მუხლი 32. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

    მუხლი 321 . მონაცემები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტის შესახებ

2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, აქტის გამოქვეყნების თარიღი, აგრეთვე მუხლი და გვერდი მისი არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

თავი VIII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 33. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–29-ე მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა, 31-ე–32-ე მუხლებისა და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–25-ე მუხლები, 30-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები, 31-ე–32-ე მუხლები და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები და 27-ე–29-ე მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

31. ამ კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1).

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1876–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.127

2. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168

3. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

4. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4563 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

5. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

6. საქართველოს 201 2 წლის 19 ივნისის კანონი № 6501 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

7. საქართველოს 201 2 წლის 22 ივნისის კანონი № 6536 - ვებგვერდი, 0 3 .07.2012წ.

37. 15/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2431-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 36. 18/10/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1916-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 35. 09/06/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1647-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/06/2022 34. 30/12/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 1338-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 33. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6868-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 32. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6867-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 31. 21/05/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 5907-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 30. 13/12/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5570-Iს - ვებგვერდი, 25/12/2019 29. 20/09/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5007-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 28. 29/05/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4618-IIს - ვებგვერდი, 05/06/2019 27. 29/05/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4607-IIს - ვებგვერდი, 05/06/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 08/05/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4595-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 25. 27/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4250-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 24. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3876-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3613-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 22. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3374-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 21. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3288-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 20. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2761-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 19. 13/06/2018 - საქართველოს კანონი - 2515-IIს - ვებგვერდი, 22/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 13/10/2017 - საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი - 1324-რს - ვებგვერდი, 19/10/2017 17. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 667-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 16. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 488-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 15. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5034-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 14. 28/05/2015 - საქართველოს კანონი - 3616-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 13. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2640-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 12. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1967-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1157-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 29/07/2013 - საქართველოს კანონი - 903-რს - ვებგვერდი, 12/08/2013 9. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 661-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 8. 28/12/2012 - საქართველოს კანონი - 190-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 7. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6536-Iს - ვებგვერდი, 03/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6501-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 5. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5545-რს - ვებგვერდი, 111228088, 28/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 19/04/2011 - საქართველოს კანონი - 4563-Iს - ვებგვერდი, 110505016, 05/05/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3283 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3047 - სსმ, 25, 17/05/2010 1. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2948 - სსმ, 23, 04/05/2010