დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1967-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.05.001.017322 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.“. 2. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.“. 3. 25-ე მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით − შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.“. 4. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ. N1967-IIს |
დოკუმენტის კომენტარები