„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3876-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.019275
3876-რს
06/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
010240010.05.001.019275
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;“;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონპროექტის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგიას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:

ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ყველა შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის დოკუმენტი, მათ შორის, იმ შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი, და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.“.

2. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

მუხლი 2. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 15 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 დეკემბერი 2018 წ.

N3876-რს