დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4618-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.04.001.017920 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში ამ კანონში მითითებული ვადების (გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისთვის დადგენილი ვადისა) ათვლისას არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების შემთხვევაში ვადების ათვლა იწყება ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემიდან ან სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს.“. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“; ბ) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 მაისი 2019 წ. N4618-IIს |
დოკუმენტის კომენტარები