დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1684-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.04.001.018180 |
1684-Vმს-XIმპ
10/06/2026
ვებგვერდი, 12/06/2026
010240010.04.001.018180
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
„13. თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია, როგორც საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი, ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებს დაერთვის 1 საერთო განმარტებითი ბარათი, რომელშიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აისახება ინფორმაცია საკანონმდებლო პაკეტის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
თბილისი, 10 ივნისი 2026 წ. N1684-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები