დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1916-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.04.001.018035 |
1916-IXმს-Xმპ
18/10/2022
ვებგვერდი, 24/10/2022
010240010.04.001.018035
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების სამართლებრივი ბუნება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმების გამოყენებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები ამ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმების ოფიციალურ განმარტებებად მიიჩნევა და აღნიშნული ნორმების გამომყენებელს შეუძლია ამ განმარტებებს დაეყრდნოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 18 ოქტომბერი 2022 წ. N1916-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები