„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3047
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 17/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.004.030
  • Word
3047
04/05/2010
სსმ, 25, 17/05/2010
010.240.010.05.001.004.030
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-10 მუხლის:

ა) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

8. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

2. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.“.

3. 25-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში.“.

4. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.“.

5. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.“.

6. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.“.

7. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ერთობლივი ნორმატიული აქტი, რომელიც უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ ხელმოწერილია სხვადასხვა დღეს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბოლო ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში. უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის დღეებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“) გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იქნეს აგრეთვე ნორმატიული აქტის ელექტრონული ვერსია. ნორმატიულ აქტს (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა) თან უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში.“.

8. 33-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები და 27-ე–29-ე მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3047–Iს