„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5545-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228088, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.016564
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5545-რს
20/12/2011
ვებგვერდი, 111228088, 28/12/2011
010240010.05.001.016564
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151  მუხლი:

„მუხლი 151 . ნორმატიული აქტის პროექტის შედგენის, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის), გაგზავნისა და გადაცემის წესი

ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.“.

3. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-2 დღისა.“.

4. მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი .“.

5. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა.“.

მუხლი 2

1. 2012 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა) ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის პროექტის შედგენას, ნორმატიული აქტის მიღებას (გამოცემას), გაგზავნას ან გადაცემას განახორციელებს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე, ნორმატიულ აქტს (გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს  მე-2 დღისა, ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად, აკინძულს და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულს.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ნორმატიული აქტის პროექტის შედგენის, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის წესის განსაზღვრის მიზნით.

საქართველოს 201 2 წლის 2 2 ივნისის კანონი № 6553 - ვებგვერდი, 2 2 . 06 .201 2 წ.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5545-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6553 - ვებგვერდი, 22.06.2012 წ.