დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 781-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.04.001.018139 |
781-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
010240010.04.001.018139
„ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 131. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტები სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის ან ამ დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევასა და ფარგლებში. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N781-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები