დაზღვევის შესახებ

დაზღვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.000.207
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
690
02/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
290.000.000.05.001.000.207
დაზღვევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/05/2017 - 07/12/2017)

საქართველოს კანონი

დაზღვევის შესახებ

 

თავი I.  ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ურთიერთობები , რომლებიც რეგულირდება ამ კანონით

1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს დაზღვევის სფეროში სადაზღვევო ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს.

1 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.

2. ურთიერთობები დაზღვევის სფეროში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით.

3. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, განსაზღვრულია ამ კანონის წესებისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №855 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.      

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას;

ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან;

გ) მზღვეველი 

გ.ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა ), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

დ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან;

ე) დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ვ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას;

ზ) დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას;

ი) სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;

კ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;

ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის;

) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონით ;

) (ამოღებულია) ;

) (ამოღებულია) ;

ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი;

ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;

ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი; 

უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;

ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №4002  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 3. დაზღვევის ცნება

1. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

2. სადაზღვევო საქმიანობა არის მზღვეველის საქმიანობა, დაკავშირებული დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან.

    მუხლი 4. დაზღვევის ობიექტი

1. დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).

    მუხლი 5. დაზღვევის ფორმები

1. დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით.

2. ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. ნებაყოფლობით დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.

4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა , რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი , სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ .

5. სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.

6. სავალდებულო დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

    მუხლი 6. სავალდებულო დაზღვევის წესების დარღვევის შედეგები

1. თუ პირი, რომლის მიმართაც კანონის ძალით უნდა განხორციელდეს სავალდებულო დაზღვევა, არ არის დაზღვეული, მას უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს დაზღვევის განხორციელება დამზღვევს, რომელსაც დაკისრებული აქვს მისი დაზღვევის ვალდებულება.

2. თუ დამზღვევმა არ დადო დაზღვევის ხელშეკრულება ან დადო ისეთი პირობით, რომელიც აუარესებს დაზღვეულის მდგომარეობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით, დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვალდებულია დაზღვეულს აუნაზღაუროს ზიანი იმ ოდენობით, რომელსაც დაზღვეული მიიღებდა მოცემული დაზღვევის არსებობის შემთხვევაში.

3. დამზღვევს უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის განხორციელება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 7. დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე

1. უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, აწარმოებენ დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში აქვთ ყველა ის უფლება და ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.

3. უცხოელ ფიზიკურ პირს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხოურ იურიდიულ პირს (უცხოეთის სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების ჩათვლით) უფლება აქვს იყოს საქართველოს დაზღვევის და გადაზღვევის ორგანიზაციების დამფუძნებელი.

4. უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის , როგორც უშუალო მზღვეველის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე -2 მუხლის . ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის ) მეშვეობით .

41. ამ კანონის მე -2 მუხლის . ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა ) საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მას უფლება აქვს გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ .

5. საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს გადაზღვევის ხელშეკრულება უცხოეთის ერთ ან რამდენიმე გადამზღვეველთან უშუალოდ.

6. საქართველოში უცხოური იურიდიული პირი სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით საქართველოს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

7. საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას თავისი რისკის უცხოეთში გადაზღვევასთან დაკავშირებით შეუძლია უშუალოდ ისარგებლოს უცხოური საბროკერო ორგანიზაციის მომსახურებით.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

 

თავი II. დაზღვევის ურთიერთობის მონაწილენი

    მუხლი 8. დამზღვევი

1. დამზღვევი არის პირი, რომელმაც მზღვეველთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება.

2. დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი.

3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულება, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებისა, შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულება შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 35 4 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 9. მზღვეველი

1. მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა.

3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას).

4. სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

6. აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას, უპირატესობების მიცემა ან მიღება მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ.

7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს სადაზღვევო საქმიანობის ამა თუ იმ მიმართულების სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

8. მზღვეველი ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს დაზღვეულის/დამზღვევის/ბენეფიციარის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.

9. მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო მომსახურების განხორციელებაზე ან შეწყვიტოს ამგვარი ურთიერთობა, თუ დაზღვეული/დამზღვევი/ბენეფიციარი უარს აცხადებს მზღვეველისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6149 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №4002  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 28  ოქტომბრის კანონი  №4461  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 91. მზღვეველის მმართველი ორგანოები 

1. მზღვეველის მმართველი ორგანოების ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. მზღვეველის მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება. იგი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით. აქციონერთა საერთო კრება ვალდებულია აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს მზღვეველის საქმიანობის კონტროლს. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისაგან.

3. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არაუმეტეს 4 წლის ვადით. ამასთანავე, ერთი და იმავე პირის განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.

4. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მზღვეველი ვალდებულია სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს სამსახურს სხდომის გამართვის თარიღი და სხდომის დღის წესრიგი და მიუთითოს სხდომაში მონაწილე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სამსახური უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

5. მზღვეველის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს. მზღვეველს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 დირექტორი. მათ თანამდებობაზე არაუმეტეს 4 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო. ამასთანავე, დირექტორების განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

6. მზღვეველის წესდებით უნდა განისაზღვროს და გაიმიჯნოს დირექტორთა უფლებამოსილებები. დირექტორთაგან ერთ-ერთს მაინც უნდა ჰქონდეს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 10. დაზღვეული

1. დაზღვეული არის პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყო დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. კანონმდებლობა სავალდებულო დაზღვევის შესახებ შეიძლება დამზღვევს ავალდებულებდეს მესამე პირის დაზღვევის განხორციელებას. ნებაყოფლობითი დაზღვევისას დამზღვევს შეუძლია დაზღვევის ხელშეკრულებაში განსაზღვროს მესამე პირი, როგორც დაზღვეული; ამ შემთხვევაში დაზღვევის ობიექტი არის დაზღვეულის პიროვნება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (პირადი დაზღვევა) ან დაზღვეულის ქონება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (ქონების დაზღვევა).

3. ქონების დაზღვევისას დაზღვეულს, რომელიც არ არის დამზღვევი, უნდა ჰქონდეს ამ ქონების შენარჩუნების ინტერესი.

4. სავალდებულო დაზღვევისას მესამე პირის თანხმობა იმ ხელშეკრულების დადებისთვის, რომელშიც იგი იქნება განსაზღვრული, როგორც დაზღვეული, არ არის საჭირო. ნებაყოფლობითი დაზღვევისას ამ პირის უარი აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე გამოიწვევს მისი დადების შეუძლებლობას, ხოლო თუ ხელშეკრულება უკვე იყო დადებული – მის შეცვლას ან შეწყვეტას.

5. ქონების დაზღვევისას დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს მესამე პირს თავისი განზრახვა, დააზღვიოს მისი ქონება ან მასთან დაკავშირებული ინტერესები დაზღვევის ობიექტების ზუსტი განსაზღვრით.

6. თუ დამზღვევი ვალდებულია დააზღვიოს მესამე პირი, ამ უკანასკნელს შეუძლია მოსთხოვოს დამზღვევს მისი მოვალეობის შესრულების ანგარიში, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში–დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დამზღვევმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება ან არასათანადოდ შეასრულა იგი მესამე პირის დაზღვევის საკითხში, ამ უკანასკნელს უფლება აქვს გამოიყენოს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები.

7. დაზღვეული არასრულწლოვანი მოქალაქის უფლებების რეალიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დაზღვეულის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

9. მესამე პირის დაზღვევა ხორციელდება დამზღვევის ხარჯით. იმ დაზღვეულის, რომელიც არ არის დამზღვევი, აგრეთვე დამზღვევის ის ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, განისაზღვრება დაზღვევის ხელშეკრულებით. დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს დაზღვეულს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ.

10. თუ დაზღვეული უარს იტყვის სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე, რომელიც მას ეკუთვნის დაზღვევის ხელშეკრულებით, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება გადადის დამზღვევზე.

11. დაზღვეულის გარდაცვალებისას, თუ იგი არ არის დამზღვევი, დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული დაზღვეულის შეცვლა.

12. თუ დაზღვეულის გარდაცვალება იქნება ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით, ხელშეკრულება წყდება მისი შესრულების შემდეგ.

13. დაზღვეულის გარდაცვალებისას, რომელიც არ არის დამზღვევი და რომლის სასარგებლოდაც დადებულია ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები იმ ქონებრივ უფლებაზე, რომელიც არის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი, დამზღვევის თანხმობით გადადის გარდაცვლილი დაზღვეულის მემკვიდრეზე, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14. თუ დამზღვევი არ არის თანახმა გარდაცვლილი დაზღვეულის შეცვლაზე, ან თუ მემკვიდრეები არ არიან თანახმა მიიღონ გარდაცვლილი დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულება შეწყდება.

    მუხლი 11. მოსარგებლე (სარგებლობის მიმღები)

1. მოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

2. მოსარგებლე შეიძლება დადგინდეს როგორც პირადი, ისე ქონების დაზღვევისას.

3. სავალდებულო დაზღვევისას მოსარგებლის განსაზღვრა ხდება დაზღვევის მოცემული სახეობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ხოლო ნებაყოფლობითი დაზღვევისას მოსარგებლეს ადგენს დამზღვევი.

4. დაზღვეული არის მოსარგებლე, თუ სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობით ან დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. მოსარგებლე არის დაზღვეული, თუ მოსარგებლე არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით.

6. საკუთრების დაზღვევის ხელშეკრულება მოსარგებლის სასარგებლოდ შეიძლება დაიდოს მოსარგებლის სახელის ან სახელწოდების მიუთითებლად. ასეთი ხელშეკრულების დადებისას დამზღვევს ეძლევა დაზღვევის მოწმობა (პოლისი, სერტიფიკატი და ა.შ.) წარმდგენზე; ამ შემთხვევაში სარგებლობის მიმღებია ის, ვინც წარუდგენს მზღვეველს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტს.

7. როცა დამზღვევი არ არის დაზღვეული, გარდაცვალებისას ან თავის უფლებებზე უარის თქმის შემთხვევაში ამ უკანასკნელის უფლებები გადადის დამზღვევზე, რასაც მოჰყვება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შედეგები.

8. მოსარგებლის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

    მუხლი 12. დაზღვევის აგენტიდა სადაზღვევო ბროკერი

 1. მზღვეველს შეუძლია განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.

2. დაზღვევის აგენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით, მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დაზღვევის აგენტის მიერ მიღებული სადაზღვევო შენატანი ითვლება მზღვეველის მიერ მიღებულ სადაზღვევო შენატანად.

3. სადაზღვევო ბროკერი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სამსახურში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სამსახურს და გაიაროს რეგისტრაცია.

4. სადაზღვევო ბროკერის ურთიერთობა მზღვეველთან და დამზღვევთან განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

5. აკრძალულია მზღვეველის, დაზღვევის აგენტი ან სადაზღვევო ბროკერის მიერ უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადება, გარდა ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებისა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

6. სადაზღვევო ბროკერი და დაზღვევის აგენტი ვალდებული არიან დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას შეატყობინონ მზღვეველს მათთვის ცნობილი ყველა გარემოების შესახებ, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისათვის.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

 

თავი III. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა

    მუხლი 13. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობები

1. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა.

[1 1 . სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს სამსახური დაზღვევის სახეობებისა და დაზღვევის ფორმების მიხედვით, ამ ოდენობის შევსებისათვის სამსახურის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 1/3-ზე ნაკლები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)]

12. მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისი ფულადი სახსრები სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით.

13. მზღვეველის მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთანავე, იგი უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს.

14. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

[1 5 . სამსახურის მიერ დადგენილი მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე არ უნდა იყოს სამსახურის მიერ განსაზღვრულ მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და გაანგარიშებით მიღებულ გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის უდიდეს სიდიდეზე ნაკლები.  (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)]

2. მზღვეველი დადებული გადაზღვევის ხელშეკრულების მიუხედავად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში.

3. მზღვეველი ვალდებულია სამსახურის  მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც დადებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.

4. მზღვეველს ეკრძალება:

ა) გასცეს სესხი საკუთარი აქციების შესაძენად;

ბ) გასცეს სესხი მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან ადმინისტრატორის აქციების შესაძენად;

გ) გასცეს სესხი შვილობილი საწარმოს აქციების შესაძენად.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5003 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობა;

ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით;

გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან;

დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

ე) (ამოღებულია - 08.06.2016, №5384);

ვ) საზედამხედველო კაპიტალის ოდენობასა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის თანაფარდობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე).

3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. ამასთანავე, კონსოლიდირებული აუდიტირებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში მზღვეველი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს თავისი, როგორც ცალკე სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) დაცვით.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია წარმოადგინოს დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან/და გადამზღვეველი კომპანიის ან/და დამფუძნებელი ჰოლდინგური კომპანიის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებანი წარმოშობის ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე.

5. მზღვეველი და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №4002  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 15. მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები

1. აღებულ სადაზღვევო ვალდებულებათა შესასრულებლად მზღვეველი ქმნის რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვების სახეობებს და მათი შექმნის წესს ადგენს სამსახური.

2. სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვებ აქტივებს და მათ სტრუქტურას განსაზღვრავს სამსახური.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას) თავისი საქმიანობის მთელ პერიოდში უნდა ჰქონდეს საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ეროვნული ან უცხოური ვალუტა ანდა სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლის (რომელთა) ოდენობა განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური კაპიტალის ოდენობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 16. მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები

1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.

2. მზღვეველმა რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები უნდა შეარჩიოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

  საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 18. (ამოღებულია)

 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

 

თავი IV. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელწიფო ზედამხედველობის განხორციელება

    მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

3. სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 7 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან.

31. სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

4. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით, სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.

5. (ამოღებულია - 26.12.2014, №2993).

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 201 4  წლის 26 დეკემბრის  კანონი №2993 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

    მუხლი 20. სამსახურის ფუნქციები

1. ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამები შეთანხმებული უნდა იყოს  სამსახურთან და უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მისი თანხმობით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 21. სამსახურის უფლებამოსილებანი

სამსახური უფლებამოსილია:

ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;

დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი;

ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, გაანგარიშებისათვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით;

ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი;

ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;

თ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5384);

ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი;

ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ;

მ) შეიმუშაოს და მიიღოს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ;

ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

პ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა;

ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას;

რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, ანგარიშგების წესი;

ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი;

უ) დაადგინოს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №4002  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

     მუხლი 2 11. დარღვევები და სანქციები

1. სამსახური უფლებამოსილია მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;

ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევისა და დაზღვეულის ინტერესებს, შეუჩეროს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, შემოიღოს იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

3. ამ მუხლით დაკისრებული სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხეს.

4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

    მუხლი 22. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე.

3. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ შემდეგ საქმიანობაზე:

ა) სიცოცხლის დაზღვევა;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის);

გ) გადაზღვევა.

4. თუ მზღვეველს სურს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება და უკვე აღებული აქვს ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში, მას უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დამატებითი ლიცენზიის მიღება საჭირო არ არის. მზღვეველი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს გადაზღვევის საქმიანობის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების გარდა, შეასრულოს დამატებითი სალიცენზიო პირობები და სამსახურს წარუდგინოს:

ა) წერილობითი განცხადება სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება);

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი აქციონერთა აქციების განაწილების შესახებ;

ე) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების შესახებ;

ვ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე განთავსების შესახებ;

ზ) მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია ლიცენზიის მაძიებელმა აღნიშნული ფაქტი წერილობით დაადასტუროს;

თ) ყველა ადმინისტრატორის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია;

ი) შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია (მათ შორის, ავტობიოგრაფია) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისა და ყველა ადმინისტრატორის ამ კანონის 221 მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

კ) ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

ლ) სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმა (გადაზღვევის პროგრამის ჩათვლით) სამსახურის მიერ დამტკიცებული ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემებისა და ფორმის შესაბამისად;

მ) ინფორმაცია მზღვეველის სათავო ოფისის ადგილსამყოფლის შესახებ, ხოლო ფილიალის/ფილიალების არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე მათი ადგილსამყოფლის შესახებ;

ნ) იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სხვაგვარად კანონიერად ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც განთავსდება მზღვეველის სათავო ოფისი/ფილიალი;

ო) ინფორმაცია ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი ფუნქციების მითითებით;

პ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

51. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყოველი 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

6. ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს და დაარეგისტრიროს არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესები „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზირებად საქმიანობას ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ლიცენზიის (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველზე განახორციელებს ისე, რომ იგი არ არის ვალდებული, მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია. დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას, და არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ამ ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.

9. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე სამსახურს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან წარუდგენს დოკუმენტაციას იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში გახსნის უფლება.

10. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

11. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე და მისი სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

12. ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება.

13. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას).

14. მზღვეველი (ლიცენზიის მაძიებელი) პასუხისმგებელია ლიცენზირებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე.

15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სამსახურს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილება სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე იქნა შეტანილი, ლიცენზიის მაძიებელი ასევე ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შესახებ სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში.

16. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმას ადგენს სამსახური.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5003 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3389 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №4002  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 221. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები 

1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ:

ა) ის არის ფიზიკური პირი და:

ა.ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ა.ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

ა.გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ა.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ა.ე) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ბ) ის არის იურიდიული პირი და:

ბ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

ბ.ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ.გ) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ბ.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს.

3. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იგი აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოყვანილი უნდა იქნეს საბჭოდან, თუ:

ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ვ) არის მზღვეველის დირექტორთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის დირექტორთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;

ზ) არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან დირექტორი საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში;

თ) არის იმავე მზღვეველის დირექტორი;

ი) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

კ) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ლ) არა აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება.

4. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის დირექტორი, თუ:

ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

ე) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ვ) არა აქვს საფინანსო სფეროში ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;

ზ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საჭოს წევრთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

    მუხლი 24. მოსაკრებელი ლიცენზიის მისაღებად

სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 25. უარი ლიცენზიის გაცემაზე

1. სამსახური არ გასცემს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) წარდგენილია არაზუსტი/არასრული დოკუმენტები ან წარდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არაზუსტია/არასრულია და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

გ) ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 221 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც, ამ კანონის თანახმად, არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება;

ე) ლიცენზიის მაძიებელს გაუქმებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები;

ვ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიმართ მიმდინარეობს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოება.

2. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეძლევა მოტივირებული პასუხი წერილობით, უარის მიზეზების მითითებით.

3. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 26. (ამოღებულია).

 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

    მუხლი 27. (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

    მუხლი 271 . სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სამსახურის გადაწყვეტილებით:

ა) სადაზღვევო ორგანიზაციის თხოვნის საფუძველზე, როდესაც ლიცენზიის მფლობელი წერილობით მიმართავს სამსახურს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში;

გ) თუ მზღვეველმა არ შეასრულა ამ კანონის 22-ე მუხლის 5 1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

დ) თუ მზღვეველი ეწევა ან ეწეოდა მისი ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ სადაზღვევო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დამზღვევებს/დაზღვეულებს;

ე) თუ მზღვეველი გადახდისუუნაროა.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქმიანობას წყვეტს, თუ:

ა) ხდება საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობის უხეში და სისტემატური დარღვევა;

ბ) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ორგანიზაციამ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ეცნობება სამსახურს;

გ) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას ან გადამზღვეველ კომპანიას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს;

დ) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან გადამზღვეველი კომპანიის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს.

3. სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს უფლება არა აქვს, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე.

4. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში აბარებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას სამსახურს.

5. მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 28. დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების ან გაყოფის შემთხვევაში ამ ლიცენზიაზე მისი უფლება მის უფლებამონაცვლეზე გადადის. საჭიროების შემთხვევაში უფლებამონაცვლეზე ძველის სანაცვლოდ გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.

2. განცხადებას ლიცენზიის შეცვლის შესახებ თან ერთვის:

ა) იურიდიული პირის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება;

ბ) მზღვეველის – უფლებამონაცვლის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.

3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, ამ დოკუმენტების ასლები გაეგზავნება სამსახურს.

4. მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ადგილსამყოფლის შეცვლისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

5. მზღვეველი ვალდებულია:

ა) მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისას სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს გარიგების შესახებ და წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, აგრეთვე მონაცემები/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში;

ბ) რეორგანიზაციის ან/და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს შესაბამისი ინფორმაცია/წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (რეორგანიზაციისას წარდგენილი უნდა იქნეს ასევე შერწყმის ან გაყოფის დასაბუთება და პირობები).

51. ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.“;

52. სამსახური მზღვეველს დასაბუთებულ უარს ეუბნება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.

6. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ სამსახურში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია ან სამსახურისაგან მიღებულ იქნა დასაბუთებული უარი, მაგრამ გარიგება მაინც განხორციელდა.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5384  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 28 1 . მზღვეველის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა

1. მზღვეველმა საქართველოს ფარგლების გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;

ბ) მზღვეველის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:

ა) მზღვეველის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ მზღვეველი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მზღვეველისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) მზღვეველი უზრუნველყოფს სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 29. სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა  

1. დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ განხორციელებული სადაზღვევო ოპერაციისა და ტრანზაქციის (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ მხოლოდ თავად დამზღვევს/დაზღვეულს/მოსარგებლეს და მის წარმომადგენელს, სამსახურს – მისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.

2. სამსახურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოაღნიშნული თანამდებობა.

3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევისათვის სამსახურის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესს ადგენს სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №4002  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 28  ოქტომბრის კანონი  №4461  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

 

თავი V. პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 32. პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 33. 32–54-ე მუხლების მოქმედების ვადა

საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ კანონის 32–54-ე მუხლები.

 

თავი VI1 . მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია, ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოება

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 331 . მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია

1. სამსახურის  მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლების, დროებითი ადმინისტრატორის, იძულებითი ადმინისტრაციის პროცესის ხანგრძლივობისა და შესაძლო ზომების თაობაზე.

3. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს იძულებითი ადმინისტრაციის პროცესს.

4. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობის შესრულებას იწყებს იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თარიღიდან.

5. იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მზღვეველის სახელით და მისი ხარჯით მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.

6. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით, სამსახურთან შეთანხმებით ახორციელებს.

7. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა სამსახურში წარდგენილ მზღვეველის თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

8. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლის და თავად მზღვეველის ინტერესების გათვალისწინებით.

9. სამსახურის მიერ დანიშნული მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

10. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები მზღვეველის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი გაყიდვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით.

11. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია: მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი მზღვეველის რეორგანიზაცია, მისი აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის სხვა იურიდიულ პირზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მზღვეველის თანამშრომლები.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  №4002  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

    მუხლი 332 . იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმება

1. იძულებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

2. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სამსახურის მიერ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 333 . მზღვეველის ლიკვიდაცია

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მზღვეველის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სამსახურის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. დაუშვებელია ამ მზღვეველთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს სამსახურს გამოსაქვეყნებლად. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის წინაშე, სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით.

3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს მზღვეველის აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.  

4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:

ა) შეწყვიტოს მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება;

ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა;

გ) შეწყვიტოს მზღვეველის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე გაფრთხილებული უნდა იქნეს, რომ მზღვეველი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის, და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას;

დ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე (მათ შორის, სხვა მზღვეველზე).

5. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, ლიკვიდატორი და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ მზღვეველის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორის ან გაკოტრების მმართველის დანიშვნამდე 12 თვით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ აღნიშნულის შედეგად მზღვეველთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მზღვეველის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მზღვეველისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.

6. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან 15 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს მზღვეველის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს გადაწყვეტილება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

7. მზღვეველის ლიკვიდაციისას მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წერილობითი განცხადებების საფუძველზე, სამსახურში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.

8. მზღვეველის მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

9. ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლისა და სხვა კრედიტორების ინტერესების შესაბამისად.

10. ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმეების წარმოებისას რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიფარება დაზღვევის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 334 . მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

1. თუ ამ კანონის 33 3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის მომზადებისას დადგინდება მზღვეველის გადახდისუუნარობა, მზღვეველის ლიკვიდატორი ვალდებულია აცნობოს სამსახურს, რის საფუძველზედაც სამსახური იღებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას.

2. მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე. ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი პირველ რიგში ასრულებს ამ კანონის 33 3 მუხლით ლიკვიდატორისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს.

3. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

4. სამსახურის გადაწყვეტილებით ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

5. გაკოტრების მმართველი ვალდებულია:

ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებითვე დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით;

ბ) აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

6. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით, სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.

7. გაკოტრების მმართველს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:

ა) შეწყვიტოს გარიგება მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა;

გ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე;

დ) დაფაროს მზღვეველის კრედიტორთა მოთხოვნები დადგენილი თანამიმდევრობის დაცვით ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.

8. გაკოტრების მმართველის ანაზღაურება მის მიერ შესრულებული მოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს. გაკოტრების მმართველის ანაზღაურებას განსაზღვრავს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება.

9. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) პირველი რიგი – გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულე-ბასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა;

გ) მესამე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;

დ) მეოთხე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება;

ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან;

ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

10. თუ არსებული თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც იფარება სრულად.

11. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

    მუხლი 335 . მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

1. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ.

2. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მზღვეველის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და სამსახურს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზედაც სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

4. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისთანავე ხდება მზღვეველის ამოღება სათანადო რეესტრიდან.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354   ვებგვერდი, 04.04.2013წ.

 

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 34. ძალადაკარგული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

 ა) საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662) 193-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 195-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ოცდამეთორმეტე თავი;

ბ) „მგზავრთა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის  №747 დადგენილება;

გ) „საწარმოებისა და ორგანიზაციების (ბიუჯეტზე მყოფთა გარდა) ხარჯზე საწარმოო უბედური შემთხვევებისაგან მუშა-მომსახურეთა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 დეკემბრის №941 დადგენილება;

დ) „სახელმწიფო საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ქონების სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის №154 დადგენილება;

ე) „სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 26 აგვისტოს №523 დადგენილება;

ვ) „საქართველოს მოსახლეობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №512 დადგენილების მე-17 პუნქტი.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სამართლებრივი აქტი ან აქტის ცალკეული ნაწილი, რომლებიც არ შეესაბამება ამ კანონს.

    მუხლი 35. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 2 მაისი.

№690–IIს

35. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3929-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 34. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3772-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 33. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3340-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 32. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3277-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2146-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 30. 23/06/2022 - საქართველოს კანონი - 1687-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2022 29. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 878-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 28. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6994-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 27. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5675-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 26. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5231-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 25. 03/09/2019 - საქართველოს კანონი - 4939-Iს - ვებგვერდი, 09/09/2019 24. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3061-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 23. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1821-რს - ვებგვერდი, 28/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1640-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 21. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 855-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 20. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5384-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4461-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 18. 10/07/2015 - საქართველოს კანონი - 4002-რს - ვებგვერდი, 20/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3389-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 2993-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 15. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1469-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 14. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 354-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6149-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 12. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 11. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5003-რს - ვებგვერდი, 110715006, 15/07/2011 10. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2832 - სსმ, 19, 13/04/2010 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1679 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5914 - სსმ, 7, 26/03/2008 7. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5271 - სსმ, 30, 30/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 940 - სსმ, 6, 19/01/2005 5. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3062 - სსმ, 29, 18/09/2003 4. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 961 - სსმ, 20, 03/07/2001 3. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2007 - სსმ, 20(27), 09/06/1999 2. 30/10/1998 - საქართველოს კანონი - 1672 - სსმ, 4, 20/11/1998 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 26/06/1997 - საქართველოს კანონი - 786 - პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997