„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3340-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.020994
3340-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
290000000.05.001.020994
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ურთიერთობები ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში რეგულირდება ამ კანონით, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა – მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიისა და საპენსიო კომპანიის საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით;“;   

  ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ნ) საპენსიო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი), მზღვეველის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მზღვეველის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (არსებობის შემთხვევაში), იმ სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში,  რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა, − ინდივიდუალური მეწარმე, საპენსიო კომპანიის შემთხვევაში − საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი;“;

დ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:

„შ) ანუიტეტი –

შ.ა) სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას პირის სიცოცხლის განმავლობაში (ანუიტეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით);

შ.ბ) სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას კონკრეტული ვადის განმავლობაში, რომელიც დამოკიდებული არ არის პირის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და აღემატება 1 წელს (ანუიტეტი განსაზღვრული ვადით);

ჩ) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დაზღვევის ობიექტი

დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან (ანუიტეტის ჩათვლით), ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასა და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასა და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).“.

4. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე ზედამხედველობის განხორციელება“.

5. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო საქმიანობასა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე, დამოუკიდებელი ორგანოა. სამსახურის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

6. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საპენსიო კომპანიების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას, აგრეთვე ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის განსახორციელებლად და ყველა საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად სამართლებრივი აქტების გამოცემა.“.

7. 201 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონაწილეს ან ბენეფიციარს უფლება აქვს, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ იმავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენზიით მიმართოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას ან/და სამსახურს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

8. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.“.

9. 211 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სამსახური უფლებამოსილია საპენსიო კომპანიის და მზღვეველის, როგორც საპენსიო სქემის დამფუძნებლის, და მათი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები იმავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

10. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სიცოცხლის ხანგრძლივობით ანუიტეტის გაცემის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მზღვეველს, რომელსაც აქვს სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა, ვალდებულია სამსახურს დამატებით წარუდგინოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია.“.

11. 33მუხლის:

ა) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მესამე  რიგი  –  კრედიტორთა  მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლის დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისთვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო აქტივები არ შედის გადახდისუუნარობის/გაკოტრების მასაში და მათზე არ ვრცელდება მზღვეველის მიმართ აღსრულების ღონისძიებები  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3340-XIმს-Xმპ