„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2832
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 13/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.003.968
  • Word
2832
23/03/2010
სსმ, 19, 13/04/2010
290.000.000.05.001.003.968
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

„უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;

ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან.“.

2. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წარმოადგინოს მზღვეველის ყველა ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები:

ვ.ა) სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ;

ვ.ბ) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;   

ვ.გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის;

ვ.დ) ამავე დროს არ არიან სხვა მზღვეველის ადმინისტრატორები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ უკავიათ ადმინისტრატორის თანამდებობა ამ სადაზღვევო ორგანიზაციის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სადაზღვევო ორგანიზაციაში/ გადამზღვეველ კომპანიაში ანდა იმ სადაზღვევო ორგანიზაციაში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს სადაზღვევო ორგანიზაცია/გადამზღვეველი კომპანია;“.

3. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:

     „მუხლი 281. მზღვეველის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა

1. მზღვეველმა საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;

ბ) მზღვეველის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:

ა) მზღვეველის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ მზღვეველი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მზღვეველისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) მზღვეველი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 მარტი.

№2832–Iს