„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5914
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 26/03/2008
ძალაში შესვლის თარიღი 04/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.003.153
  • Word
5914
14/03/2008
სსმ, 7, 26/03/2008
290.000.000.05.001.003.153
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომშისააგენტო) – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულებები, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებებისა, შეუძლიათ დადონ მხოლოდ სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან. საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულებები შეუძლიათ დადონ მხოლოდ სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სააგენტოს მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის, ფულადი ფორმით);

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების შექმნის წესი;

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი;

) აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

) მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობა.“.

4. მე-15 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

„1. აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესასრულებლად მზღვეველი სადაზღვევო შენატანების საფუძველზე ქმნის მოსალოდნელი სადაზღვევო ანაზღაურებისათვის აუცილებელ რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ნუსხას და მათი შექმნის წესს ადგენს სააგენტო.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესს განსაზღვრავს სააგენტო.“.

5. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები

1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ნორმატიული თანაფარდობა. ამ თანაფარდობის განსაზღვრის მეთოდიკას და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სააგენტო.

2. მზღვეველმა სადაზღვევო რეზერვების განთავსება უნდა განახორციელოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობის და ლიკვიდურობის პირობებით. რეზერვების განთავსების დროს აუცილებელ თანაფარდობას განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 17. მზღვეველის აღრიცხვა და ანგარიშგება

სადაზღვევო ოპერაციების მაჩვენებლებსა და ფორმებს, მზღვეველის ანგარიშგებას და მისი წარდგენის ვადებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სააგენტო.“.

6. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მზღვეველი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისას წარუდგინოს ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც გაფორმებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულებები. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.“.

7. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-20 და 21- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. სააგენტოს ფუნქციები

ამ კანონის მიზნებისათვის სააგენტოს ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა, რისთვისაც იგი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

) მზღვეველთა, არაკომერციულ სადაზღვევო ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებას;

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ფორმირებისა და განთავსების წესის დადგენას;

) ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შექმნას სადაზღვევო საქმიანობის იმ საკითხებზე, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე მზღვეველების, დამზღვევებისა და სხვა პირების მოთხოვნის შემთხვევაში მათთვის ამ საკითხების განმარტებას;

) სადაზღვევო საქმიანობის პრაქტიკის განზოგადებას, სადაზღვევო ურთიერთობების მარეგულირებელი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების, არსებულებში კი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო საქმიანობის განვითარებასა და სრულყოფას, საქართველოს ბაზრის განვითარებისათვის ზრუნვას.

    მუხლი 21. სააგენტოს უფლებამოსილებანი

სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის დაცვა და მის მიერ განხორციელებული ანგარიშგების უტყუარობა, რისთვისაც მზღვეველისაგან შეუძლია გამოითხოვოს და მიიღოს დადგენილი ანგარიშგება ნორმატივების დაცვის კონტროლის მიზნით.“.

9. 28- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, აღნიშნული დოკუმენტების ასლები გაეგზავნება სააგენტოს.

4. მზღვეველი ვალდებულია, საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის, რეორგანიზაციისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამის შესახებ წერილობით აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღეში.“.

10. 29- და 30- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. სააგენტოს თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის, დაზღვეულის, მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოთ აღნიშნული თანამდებობა.

2. სააგენტოს თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 30. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

№5914–I