„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3929-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.102196
3929-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
290000000.05.001.102196
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) განახორციელოს სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;“.

2. 211 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დაარღვია „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, 21-ე და 24-ე მუხლების ან/და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 337 მუხლი:

„მუხლი 337. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმის წარმოება

თუ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში მყოფი მზღვეველი იმავდროულად „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორია, მზღვეველის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების პროცესი წარიმართება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3929-XIIIმს-Xმპ