„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 940
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 19/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.001.704
  • Word
940
29/12/2004
სსმ, 6, 19/01/2005
290.000.000.05.001.001.704
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მზღვეველი

.) შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

.) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-7 მუხლის:

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის, როგორც უშუალო მზღვეველის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მას უფლება აქვს გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. მზღვეველი და სადაზღვევო ბროკერი ვალლდებულნი არიან დაიცვან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის, ფულადი ფორმით);

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების შექმნის წესი;

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი;

) აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

) მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე).“.

4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას) თავისი საქმიანობის მთელ პერიოდში უნდა ჰქონდეს საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ეროვნული ან უცხოური ვალუტა ანდა სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობის შესაბამისად.“.

5. 22- მუხლის:

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მზღვეველზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალისა (წარმომადგენლობისა) ლიცენზია გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს:

) სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლები;

) სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი, რომლის შესაბამისადაც მზღვეველი არის იურიდიული პირი;

) ცნობები შევსებული საწესდებო კაპიტალის შესახებ;

) მონაცემები ხელმძღვანელი პირების შესახებ;

) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.“;

) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარ-სის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) შესაბამისი სახეობის ლიცენზია გაიცემა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს:

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის სახელწოდება და მისი ადგილსამყოფელი ქვეყნის დასახელება;

) ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ინფორმაცია მისი საქმიანობის მასშტაბების შესახებ;

) ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს:

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის წესდების ასლი და ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის ასლი;

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის მიერ თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 3 წელიწადში განხორციელებული სადაზღვევო საქმიანობის ანგარიში;

) დეპოზიტზე თანხის ან სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადას-ტურებელი საბუთი.“.

6. 27- მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოში სადაზღვევო საქმიანობას წყვეტს, თუ:

) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე;

) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება;

) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის მიმართ აღიძრა საგაკოტრებო საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია;

) ირღვევა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი          . სააკაშვილი.

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

940-რს