„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5231-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.019628
5231-Iს
30/10/2019
ვებგვერდი, 30/10/2019
290000000.05.001.019628
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 211 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.

2. 281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 281. მზღვეველის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა

1. მზღვეველმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;

ბ) მზღვეველის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არ არის ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:

ა) მზღვეველის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ მზღვეველი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მზღვეველისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) მზღვეველი უზრუნველყოფს სამსახურისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ოქტომბერი 2019 წ.

N5231-Iს