„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20(27), 09/06/1999
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.000.547
  • Word
2007
28/05/1999
სსმ, 20(27), 09/06/1999
290.000.000.05.001.000.547
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნესქვეპუნქტი.

2. 21- მუხლისქვეპუნქტში სიტყვებიან მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების თაობაზეშეიცვალოს სიტყვებითსაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს ლიცენზიის გასაუქმებლად“.

3. 22- მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვებისადაზღვევო ბროკერის სტატუსს და“, ხოლო მე-11 პუნქტში ციფრი „7“ შეიცვალოს რიცხვით „15“.

4. 26- მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა ექვსშეიცვალოს სიტყვითსამ“.

5. 27- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. ლიცენზიის გაუქმება

1. დადგენილ ვადებში მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს დაზღვევის შესაბამისი სახეობის (სახეობების) ლიცენზიის გასაუქმებლად.

2. ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება განახორციელოს აკრძალული სახეობის სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მათი მოქმედების ვადის გასვლამდე, რის შემდეგაც იგი აბარებს ლიცენზიას შვიდ დღეში.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№2007-II