დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3277-XIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290000000.05.001.020919 |
|
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი), მზღვეველის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მზღვეველის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (არსებობის შემთხვევაში), იმ სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში, რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა, − ინდივიდუალური მეწარმე;“; ბ) „ღ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი: „ყ) მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – პირი, რომელიც მზღვეველთან სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის, მათ შორის, არ ფლობს ამ მზღვეველის აქციებს, არ განიცდის აღნიშნული მზღვეველის ან სხვა, გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, აგრეთვე არ იღებს ამ მზღვეველისგან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და მზღვეველის აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა.“. 2. მე-9 მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „62. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს მზღვეველის მომხმარებლის უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკა და შესაბამისი პროცედურები და უზრუნველყოს მათი დაცვა მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მზღვეველის მომხმარებლის უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკას ამტკიცებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო შესაბამის პროცედურებს − მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.“. 3. 91 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მზღვეველის მმართველი ორგანოებია: აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო. მზღვეველის მმართველი ორგანოები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობისა და მზღვეველის წესდების შესაბამისად. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს მზღვეველის საქმიანობის კონტროლს. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მზღვეველის საქმიანობის მასშტაბსა და კომპლექსურობას.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1 პუნქტი: „21. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს არანაკლებ 1 დამოუკიდებელი წევრი. თუ პირს აღნიშნული თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი, იგი მიჩნეული იქნება დამოუკიდებელ წევრად ორივე მზღვეველისთვის ან გადამზღვეველისთვის.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მზღვეველის აქციონერთა საერთო კრება ირჩევს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (მათ შორის, დამოუკიდებელ წევრს) არაუმეტეს 3 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა მისი ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გრძელდება აქციონერთა საერთო კრების გამართვამდე და ამ კრებაზე სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე. ამასთანავე, აღნიშნულ თანამდებობაზე პირის განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.“; დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანო უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისგან (ხელმძღვანელი პირისგან). ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო. ამასთანავე, თანამდებობაზე ხელმძღვანელი პირის განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია. 6. მზღვეველის წესდებით განსაზღვრული უნდა იყოს ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილება, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა განაწილება ისე, რომ არანაკლებ 1 ხელმძღვანელ პირს ჰქონდეს მინიჭებული სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 და 94 მუხლები: „მუხლი 93. მზღვეველის აუდიტის კომიტეტი 1. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოში მისი წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტი შედგება არანაკლებ 3 წევრისგან. მათგან არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრი. აუდიტის კომიტეტის წევრები უნდა იყვნენ სადაზღვევო სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები. მათგან არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი. 2. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს დამოუკიდებელ წევრს, რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 3. აუდიტის კომიტეტის წევრებს მუდმივად უნდა შეეძლოთ მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანოსა და შიდა აუდიტისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღება. 4. აუდიტის კომიტეტი მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე დაუყოვნებლივ ატყობინებს თავისი ფუნქციების შესრულებისას წარმოშობილი წინააღმდეგობების შესახებ. 5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: ა) განახორციელოს ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესის ზედამხედველობა; ბ) განახორციელოს ხარისხის კონტროლის, რისკების მართვისა და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობის ზედამხედველობა; გ) განახორციელოს ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელების პროცესის ზედამხედველობა ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით; დ) განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების (მათ შორის, დამოუკიდებლობის შესახებ ნორმების) დაცვის ზედამხედველობა; ე) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის შიდა და გარე აუდიტორებს და აქტიურად ითანამშრომლოს მათთან, აგრეთვე უზრუნველყოს შიდა და გარე აუდიტორების ფუნქციების ადეკვატურობა, მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობა; ვ) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას; უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის სამართლიანობა, სისრულე და სათანადო კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობა; ზ) განიხილოს მზღვეველის გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი და მონიტორინგი გაუწიოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მზღვეველის ხელმძღვანელი პირების მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. მუხლი 94. აქტუარი 1. მზღვეველი ვალდებულია გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის უზრუნველსაყოფად ჰყავდეს აქტუარი, რომელსაც აქვს სადაზღვევო საქმიანობისთვის დამახასიათებელი რისკის ხარისხის, მოცულობისა და კომპლექსურობის შესაბამისი აქტუარული და ფინანსური მათემატიკის ცოდნა. 2. აქტუარის საქმიანობის ძირითადი მიზანია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი, მათი მოცულობისა და შესრულების შესაძლებლობის შესწავლა, რისკების მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება, მათი გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების საკმარისობისა და ხარისხის, აგრეთვე სადაზღვევო პრემიების ადეკვატურობის შეფასება. 3. აქტუარი ვალდებულია შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის დასრულებიდან 2 თვისა მოამზადოს გასული წლის წლიური აქტუარული ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის შედეგებს, შესაბამის შეფასებასა და ანალიზს, აგრეთვე დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს აქტუარისთვის მის ხელთ არსებული იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა აქტუარის მიერ თავისი ფუნქციების ჯეროვნად შესასრულებლად.“. 5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე, დამოუკიდებელი ორგანოა. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 6. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან მუნიციპალიტეტის მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამები სამსახურთან უნდა იყოს შეთანხმებული და მხოლოდ მისი თანხმობით უნდა ხორციელდებოდეს. სამსახურთან უნდა შეთანხმდეს აგრეთვე ნებისმიერი სავალდებულო დაზღვევის პირობები, თუ ეს პირობები კანონით დადგენილი არ არის.“. 7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“−„ძ“ ქვეპუნქტები: „შ) დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მიმართ და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები; ჩ) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ; ც) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი; ძ) დაადგინოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ ამ კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგის წესი.“. 8. 211 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები.“; ბ) 21 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები.“. 9. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ინფორმაცია მზღვეველის ორგანიზაციული სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ფუნქციების, აგრეთვე აუდიტის კომიტეტის შესახებ;“. 10. 221 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრისა) და ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი) და ხელმძღვანელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.“; გ) მე-3 პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არის მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; ზ) არის საქართველოში რეგისტრირებული 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელი პირი; თ) არის იმავე მზღვეველის ხელმძღვანელი პირი;“; დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ კანონით გათვალისწინებული მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესაბამისობის შეფასებისას და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დამოუკიდებელ წევრად მიჩნევისას სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესაფერისობის კრიტერიუმებთან ერთად ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) პირი არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, აქვს სხვა სახის მატერიალური, საქმიანი ურთიერთობა ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; ბ) პირს აქვს რაიმე სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ვალდებულება მზღვეველის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია); გ) პირს ბოლო 2 წლის განმავლობაში მზღვეველთან, მის ადმინისტრატორთან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან შრომითი ურთიერთობა ჰქონდა; დ) პირს აქვს სხვა ისეთი პოზიცია ან სხვა ისეთი სახის კავშირი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის დამოუკიდებლობაზე.“; ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის; დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი; ე) არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ვ) არ აქვს საფინანსო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ზ) იყო იმ სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი, რომელიც მისი საქმიანობის პერიოდში გაკოტრებულად გამოცხადდა; თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს; ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველმა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 93 მუხლითა და მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს 2024 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველმა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 94 მუხლით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს 2025 წლის 1 იანვრიდან. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ჩ“−„ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და წესების დასადგენად შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივნისი 2023 წ. N3277-XIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები