„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3062
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 18/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.001.394
  • Word
3062
26/08/2003
სსმ, 29, 18/09/2003
290.000.000.05.001.001.394
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 22- მუხლის მე-8 პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სამწლიანი ბიზნეს-გეგმა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემუშავებული ნორმატივების თანახმად, პირობები დაზღვევის სახეობათა მიხედვით (დაზღვევის ხელშეკრულებების, სადაზღვევო მოწმობების (პოლისების) და სერტიფიკატების თანდართვით);“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.“.

2. 22- მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს შემდეგ მონაცემებს იმ დაზღვევის ორგანიზაციის შესახებ, რომელზეც გაიცა ლიცენზია:

) სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

) სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

) ლიცენზიის ნომერი და მისი გაცემის თარიღი, აგრეთვე დაზღვევის ის სახეობა, რომელზეც გაცემულია ლიცენზია.“.

3. 23- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. ლიცენზიის მიღებაზე განცხადების განხილვის ვადა

განცხადება ლიცენზიის მიღებაზე უნდა განიხილოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ერთ თვეში, ხოლო თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ ვადაზე მეტი, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების თაობაზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.“.

4. 25- მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22- მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძვლები.“.

5. 26- მუხლის მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ, რომელთა მიზეზითაც შეჩერდა ლიცენზიის მოქმედება, მზღვეველს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ლიცენზიის მოქმედების განახლებისათვის.

6. აღნიშნული მიმართვა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მისი წარდგენიდან ერთ თვეში, ხოლო ლიცენზიის მოქმედების განახლების გადაწყვეტილება მზღვეველს გაეგზავნება წერილობითი ფორმით.

7. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.“.

6. 27- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. ლიცენზიის გაუქმება

1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს დაზღვევის შესაბამისი სახეობის (სახეობების) ლიცენზია, რომლის გაუქმების საფუძვლებია:

) ლიცენზიის მფლობელის წერილობითი მოთხოვნა;

) სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია;

) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები.

2. ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება განახორციელოს აკრძალული სახეობის სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მათი მოქმედების ვადის გასვლამდე.

3. მზღვეველი ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან 3 დღეში აბარებს ლიცენზიას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.“.

7. 28- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მზღვეველი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის, რეორგანიზაციისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღეში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3062-რს