„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5003-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715006, 15/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.016411
  • Word
5003-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110715006, 15/07/2011
290000000.05.001.016411
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მზღვეველს ეკრძალება:

ა) გასცეს სესხი საკუთარი აქციების შესაძენად;

ბ) გასცეს სესხი მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან ადმინისტრატორის აქციების შესაძენად;

გ) გასცეს სესხი შვილობილი საწარმოს აქციების შესაძენად.“.

2. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

5003-რს