„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.000.443
  • Word
1672
30/10/1998
სსმ, 4, 20/11/1998
290.000.000.05.001.000.443
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის მთელ ტექსტში სიტყვებისადაზღვევო აგენტიშეიცვალოს სიტყვებითდაზღვევის აგენტი“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.“

3. მე-7 მუხლის:

) მე-3 პუნქტში სიტყვამონაწილენიშეიცვალოს სიტყვითდამფუძნებელი“;

) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს და მე-5–8 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4–7 პუნქტებად.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულებები, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებებისა, შეუძლიათ დადონ მხოლოდ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან. საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულებები შეუძლიათ დადონ მხოლოდ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან.“.

5. მე-14 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „1“, ხოლოქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის ფულადი ფორმით);.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 მუხლი:

     „მუხლი 18. გადაზღვევა

1. მზღვეველი, მიუხედავად დადებული გადაზღვევის ხელშეკრულებისა დამზღვევის წინაშე პასუხისმგებელია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში.

2. მზღვეველი ვალდებულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც გაფორმებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულებები. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.“.

მომდევნო მუხლები შესაბამისად გადაინომროს.

7. 21- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის საგანია დაზღვევა, აგრეთვე კანონმდებლობით სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული სხვა საქმიანობა.“.

8. 25- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაზღვევის რამდენიმე ან ყველა სახეობაში ლიცენზიის მოქმედების შეჩერება. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება იწვევს მზღვევლისათვის დაზღვევის შესაბამის სახეობაში დაზღვევის ხელშეკრულების დადების აკრძალვას.“.

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება ლიცენზიის შეჩერების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადამდელი აღდგენის გადაწყვეტილება ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.“.

9. 26- მუხლის:

) სათაურში სიტყვისლიცენზიისშემდეგ დაემატოს სიტყვაგამოთხოვა“.

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სადაზღვევო ორგანიზაციას შეუძლია წერილობით მიმართოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს და გაითხოვოს თავისი ლიცენზია.

4. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აღნიშნული თხოვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, რის შესახებაც დაუყონებლივ ეცნობება სადაზღვევო ორგანიზაციას (უარის შემთხვევაში მისი საფუძვლის მითითებით).“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

III. ამ კანონის I მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 ოქტომბერი.

№1672-I