„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 30/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.003.000
  • Word
5271
11/07/2007
სსმ, 30, 30/07/2007
290.000.000.05.001.003.000
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულებები, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებებისა, შეუძლიათ დადონ მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან. საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულებები შეუძლიათ დადონ მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან.“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის, ფულადი ფორმით);

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების შექმნის წესი;

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი;

) აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

) მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობა.“.

3. მე-15 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესასრულებლად მზღვეველი სადაზღვევო შენატანების საფუძველზე ქმნის მოსალოდნელი სადაზღვევო ანაზღაურებისათვის აუცილებელ რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ნუსხას და მათი შექმნის წესს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“.

4. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები

1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ნორმატიული თანაფარდობა აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის. ამ თანაფარდობის განსაზღვრის მეთოდიკას და ნორმატიულ მოცულობას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

2. მზღვეველმა სადაზღვევო რეზერვების განთავსება უნდა განახორციელოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობის და ლიკვიდურობის პირობებით. რეზერვების განთავსების დროს აუცილებელ თანაფარდობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

    მუხლი 17. მზღვეველის აღრიცხვა და ანგარიშგება

სადაზღვევო ოპერაციების მაჩვენებლებსა და ფორმებს, მზღვეველის ანგარიშგებას და მისი წარდგენის ვადებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“.

5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მზღვეველი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მოთხოვნისას წარუდგინოს ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც გაფორმებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულებები. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.“.

6. მე-19 მუხლის:

) პირველიმე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს წლიური ბალანსი.“;

) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-20–22- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები

ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა, რისთვისაც იგი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

) მზღვეველების, არაკომერციულ სადაზღვევო ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებას;

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ფორმირებისა და განთავსების წესის დადგენას;

) ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შექმნას სადაზღვევო საქმიანობის იმ საკითხებზე, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე მზღვეველების, დამზღვევებისა და სხვა პირების მოთხოვნის შემთხვევაში მათთვის ამ საკითხების განმარტებას;

) სადაზღვევო საქმიანობის პრაქტიკის განზოგადებას, სადაზღვევო ურთიერთობების მარეგულირებელი კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების, არსებულებში კი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო საქმიანობის განვითარებასა და სრულყოფას, საქართველოს ბაზრის განვითარებისათვის ზრუნვას.

    მუხლი 21. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის დაცვა და მათ მიერ განხორციელებული ანგარიშგების უტყუარობა, რისთვისაც მზღვეველისაგან შეუძლია გამოითხოვოს და მიიღოს დადგენილი ანგარიშგება ნორმატივების დაცვის კონტროლის მიზნით.

    მუხლი 22. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება ამ კანონში სათანადო ცვლილებების შეტანამდე ხორციელდებალიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესებით.“.

8. 23- მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 26- და 27- მუხლები ამოღებულ იქნეს.

10. 28- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, აღნიშნული დოკუმენტების ასლები გაეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

4. მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის, რეორგანიზაციისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამის შესახებ წერილობით აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღეში.“.

11. 29- და 30- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს უფლება არა აქვს ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის, დაზღვეულის, მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოთ აღნიშნული თანამდებობა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 30. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება

საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.“.

12. 31- მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდესსაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი            . სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5271–რს