„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1687-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.020589
1687-VIIIმს-Xმპ
23/06/2022
ვებგვერდი, 05/07/2022
290000000.05.001.020589
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 201 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მზღვეველი, დაზღვევის შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა მომხმარებელთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე ამ კანონისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მზღვეველი ასევე ვალდებულია დაიცვას  მომხმარებელთა  უფლებები სამსახურის  მიერ  დადგენილი  წესით  და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკისა და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურების შესაბამისად.

2. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის, დაზღვევის შუამავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები.“.

2. 211 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ)    დაარღვია    „მომხმარებლის    უფლებების    დაცვის    შესახებ“    საქართველოს კანონის მოთხოვნები.“;

ბ) 21 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2022 წ.

N1687-VIIIმს-Xმპ