„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1469-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.017182
1469-Iს
04/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
290000000.05.001.017182
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;“.

2. 21მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური უფლებამოსილია მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“;     

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

3. 22-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. 33 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ არსებული თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც იფარება სრულად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1469-Iს