„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 961
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 03/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.000.944
  • Word
961
20/06/2001
სსმ, 20, 03/07/2001
290.000.000.05.001.000.944
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელიიურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულიაარასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონით;

) ფაკულტატური გადაზღვევაამ კანონის მიზნებისათვის, გადაზღვევის ისეთი ფორმა, როდესაც ხდება რისკის ერთჯერადი 100%-იანი გადაზღვევა დამზღვევის ან მისი უცხოელი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, დამზღვევის უცხოელი პარტნიორის მიერ არჩეულ, საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული რეიტინგის მქონე უცხოელ პარტნიორთან.“.

2. მე-19 მუხლის:

) პირველ პუნქტში სიტყვები აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია და ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდანშეიცვალოს შემდეგი ტექსტით: საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და ფინანსდება მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ მოზიდული სადაზღვევო შენატანების (სადაზღვევო პრემიების) 1%-ით. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე. ამასთან, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის განკუთვნილი, მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების წლიური შენატანი თითოეულისათვის არ უნდა იყოს 5000 ლარზე ნაკლები და 50 000 ლარზე მეტი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული გლობალური პროექტების (საჰაერო-სატრანსპორტო და საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებების, ქონებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევა) იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა მიხედვითაც საჭიროა რისკის ფაკულტატური გადაზღვევა.“;

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-6 პუნქტები:

„3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური გადაწყვეტილებებს სესხის აღებასთან და თავდებობასთან დაკავშირებით, აგრეთვე საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრის თაობაზე იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადაწყვეტილებებს უძრავი ქონების შეძენასთან, გასხვისებასა და დატვირთვასთან დაკავშირებითსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს წლიური ბალანსი.

6. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 20 ივნისი.

№961-II