დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4956
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.05.001.002.896
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4956
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
070.030.000.05.001.002.896
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/05/2018 - 05/07/2018)

საქართველოს კანონი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები

1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ;

დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ;

ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954);

ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ;

ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ.

2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: 

ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ;

ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე ).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30  მაისის  კანონი №2398  –  ვებგვერდი, 08.06.2018წ.

     მუხლი 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების და სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თავისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) მეშვეობით.

1 1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულის და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისათვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისათვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შესაფასებლად, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვისათვის, მსჯავრდებულის ზედამხედველობისა და კონტროლისათვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისათვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად) პრობაციის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით. 

3. ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238  

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. 
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით.

5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

7. (ამოღებულია - 01.06.2017, №954).

საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №434 - სსმ I, №31, 12.11.2008 წ., მუხ.204

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №964 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.336

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

      მუხლი 5. პრობაციის ბიურო

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით.

1 1. თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი.

4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

     მუხლი 6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და დაიცვას კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნისა.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

     მუხლი 7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია: ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია) და რეაბილიტაცია (მსჯავრდებულის გამოსწორება და საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნება ).

2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით.

3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი.

4 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 17 2 და 17 3 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. პატიმრობის კოდექსის 17 2 მუხლით გათვალისწინებული საფასური ირიცხება სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ანგარიშზე.

4 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა შესაძლებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების ხელშემწყობი სხვა საქმიანობაც.

5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისა, ასევე შესაძლებელია სხვა მიზნებისათვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გარკვეული საფასურის მიღებასაც, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

   მუხლი 72. კრიმინოლოგიური კვლევა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის თავიდან აცილებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

 

თავი II. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამართლებრივი სტატუსი, მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

    მუხლი 8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამართლებრივი სტატუსი

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

    მუხლი 9. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

     მუხლი 91. პრობაციის ოფიცერი

1. პრობაციის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება.

2. პრობაციის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ოფიცერს დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.

4. პრობაციის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
 

თავი III. მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 10. მსჯავრდებულის საერთო უფლებები

მსჯავრდებულებზე, მიუხედავად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, თანაბრად ვრცელდება შემდეგი უფლებები:

ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება;

ბ) პირადი უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის უფლება;

გ) პირადი ღირსების პატივისცემის უფლება;

დ) წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან დაცულობის უფლება;

ე) ჯანმრთელობის დაცვის უფლება;

ვ) სოციალური უზრუნველყოფის უფლება;

ზ) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

თ) რწმენის, აღმსარებლობის, აზრისა და სინდისის თავისუფლება;

ი) ყოველგვარი სახის დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება;

კ) თვითგანვითარების უფლება;

ლ) საჩივრით მიმართვის უფლება;

მ) დაცვის უფლება;

ნ) სოციალური ადაპტაციის კურსებით სარგებლობის უფლება;

ო) უფლება, წერილობით მიიღოს განმარტება საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სახელმწიფო ენაზე (თუ მსჯავრდებულმა არ იცის სახელმწიფო ენა, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე). თუ მსჯავრდებულმა არ იცის წერა-კითხვა, მას უფლება-მოვალეობები განემარტება ზეპირად, მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, თარჯიმნის მეშვეობით;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

    მუხლი 11. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები

1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულებსა და პირობით მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

2. მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მსჯავრდებულის კონკრეტული მოვალეობები, სასჯელის სახიდან გამომდინარე, განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისი მუხლებით.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

 

თავი IV. დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ

1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.

11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება.

12. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

13 . თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას.

1 4. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან.

3. თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში ორ კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას.

4 1. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული  დარღვევებით, რომელთა  სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში), ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.

5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

5 1. თუ მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, დაარღვევს კანონით დადგენილ რეჟიმს, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან. პრობაციის ბიუროს უფროსი საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინებას.

7. მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა.

8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 13 , მე-4 და 41  პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის გაფრთხილებას.

81 . ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით გაფრთხილებას.

82 . მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში −

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის მორიგ გაფრთხილებას.

9. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი.

10. თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 8 1 და 8 2 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238  

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 4  აპრილის კანონი №2184  - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

     მუხლი 121 . ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის პირობები

1. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;

გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი;

დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;

ე) მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, აგრეთვე მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი;

ვ) მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს მსჯავრდებული წარუდგენს შესაბამის პრობაციის ბიუროს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

3. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი არ ადგენს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება დადასტურებულია წინმსწრებად − მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევამდე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გარდა, ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულება, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. 

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №757 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

    მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. პრობაციის ბიუროს უფროსი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.

5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები; გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით და ხელმოწერით.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №225- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.141

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 14. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა

1. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების და ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები, წესები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.

3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრებისას ეკისრება მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით:

ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი;

ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი;

გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი;

დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი;

ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი.

4. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე განცხადების დაჩქარებული წესით, 2 სამუშაო დღის ვადაში განხილვისათვის დაწესებულია დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით. ეს საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება. მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.

5. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საფასური არ ბრუნდება.

6. საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში მსჯავრდებულის მონაწილეობის ან/და მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც დასტურდება კომპეტენტური პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულებისაგან.

7. თუ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებული საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, იგი ვალდებულია დადგენილი რეჟიმის დაცვით გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. 

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 14 1 . მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები

1. (ამოღებულია15.05.2012, №6215).

2. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.

3. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

4. (ამოღებულია15.05.2012, №6215).

5. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებით, მას შეიძლება დაუწესდეს პრობაციის ბიუროში არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ.

6. მსჯავრდებულის განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასური არის 400 ლარი, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.

8. კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით, არაუმეტეს 3 თვის ვადით, შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული არა უგვიანეს გამოცხადების წინა სამუშაო დღისა საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს წერილობით აცნობებს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ, შესაბამისი ვადის მითითებით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც კონტროლის განხორციელების მიზნით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროს მსჯავრდებულისთვის დადგენილი გრაფიკის მიხედვით, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და ბეჭედს. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 15. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურისა და ჯარიმის გადახდის წესი და პირობები

1. მსჯავრდებული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურსა და ჯარიმას იხდის კანონით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.

2. ის მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, გათავისუფლებულია ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

3. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. 

4. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საზედამხედველოდ გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს მსჯავრდებული და ეს დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

6. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას:

ა) პირველ შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით;

ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებით (მეორედ ან მეტჯერ) ჩადენისას – 1000 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2650 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

 

თავი V. სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი

    მუხლი 16. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების კონტროლი

1. სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად წარედგინება პრობაციის ბიუროს და მას საამისოდ უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

2. მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში აღინიშნება:

ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი (სააღსრულებო წარმოებაში მიღების თარიღი);

გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი;

დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი;

ე) მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი);

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი;

ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი;

თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ;

ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.

3. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

4. (ამოღებულია).

5. სამართლებრივი აქტის აღსრულების და პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს ახორციელებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

6. მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული მასალების გაცნობის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.  

    მუხლი 161. პრობაციის ოფიცრის თვითაცილება და აცილება

1. პრობაციის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის:

ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით;

ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად ითვლება:

ა) მეუღლე;

ბ) შვილი;

გ) და, ძმა;

დ) დისშვილი, ძმისშვილი;

ე) მშობელი, მშობლის და, მშობლის ძმა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

5. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

6. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 17. აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე

1. თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომელსაც ენიჭება უნიკალური რიგითი ნომერი.

2. სააღსრულებო საქმეში შეიტანება:

ა) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;

ბ) მსჯავრდებულის შესახებ არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი;

გ) ოქმები პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

დ) (ამოღებულია);

ე) პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე მოხსენებითი ბარათი სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის შესახებ;

ვ) პრობაციის ბიუროს უფროსის სასამართლოსადმი წარდგინების ასლი;

ზ) სამართლებრივი აქტით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობები და მათი შესრულების კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრობაციის ოფიცრის მიერ დაწესებული მოთხოვნები;

თ) სააღსრულებო წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტები.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

    მუხლი 171. სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და ჩაბარების წესი 

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ შეტყობინებას, გაფრთხილებას, საჯარიმო ქვითარს, გადაწყვეტილებას და სხვა დოკუმენტს ადრესატს აბარებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე–76-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარების მიმღების ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში ეს ხელმოწერა ნამდვილად მიიჩნევა, მაშინაც, თუ იგი ელექტრონული ან/და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებითაა შესრულებული.

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ აქტის ძალაში შესვლისთანავე.

2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს.

3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს.

4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს. 

5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.

6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს.

7. თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3525  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 19. ოქმი

1. პრობაციის ოფიცერი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს;

ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც დგება ოქმი;

გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს;

დ) მონაცემებს ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა შესახებ;

ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს.

2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა ხელმოწერებით და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. პირის უარი ხელის მოწერაზე აღინიშნება ოქმში. 

    მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მოთხოვნის შესახებ

თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს:

ა) სააღსრულებო საქმის ნომერი;

ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;

გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ;

დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

ე) პრობაციის ოფიცრის პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.  
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 21. პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები

1. პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით:

ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ;

დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266);

ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ;

ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ;

ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ;

თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ;

ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.

2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით. 

3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე და 273 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია).

5. (ამოღებულია - 01.06.2017, №954).

51(ამოღებულია - 01.06.2017, №954).

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №895 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.319  

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. 
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1223 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

    მუხლი 211 . მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა

1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67 1 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.

11. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, პირის მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედის გასვლა.

2. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე.

3. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი;

გ) როტაციის წესით − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი.

4. მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის კანდიდატურას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო.

5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურესა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ.

7. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია.

8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

9. (ამოღებულია - 01.06.2017, №954) .

10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.

11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6011 – ვებგვერდი, 20.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 22. წარდგინება

1. სასამართლოსადმი პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) იმ სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც წარმოიშვა სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა;

ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

დ) ცნობები იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

ე) წარდგინების შინაარსი.

2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

4. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პრობაციის ბიუროს მიერ დამოწმებული ასლი.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.  
საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.  
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

1 1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს შეზღუდული ჰქონდა იარაღთან დაკავშირებული უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

4. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას;

ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას;

გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

5. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას;

ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

6. სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება;

ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას;

გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული თავისუფლდება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

7. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით;

ბ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლისას;

გ) პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შემთხვევაში.

7 1(ამოღებულია - 01.06.2017, №954).

72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება.

8 1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას.

8 2. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება.

9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების, მსჯავრდებულის გარდაცვალების ან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. (მე-9 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის (27.04.2016, №5016) ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

10. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30  მაისის  კანონი №2398  –  ვებგვერდი, 08.06.2018წ.

    მუხლი 24. სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა და ინფორმაცია სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

2. პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

 

თავი VI. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულება

    მუხლი 25. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულების წესი

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

2. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აჰყავს აღრიცხვაზე, განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებს და პირობებს, პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

3. თუ პრობაციის ოფიცერი დაადგენს, რომ მსჯავრდებულს დაკავებული აქვს ის თანამდებობა ან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს განაჩენით, იგი დამსაქმებელ თანამდებობის პირს უგზავნის მოთხოვნას, გაათავისუფლოს მსჯავრდებული დაკავებული თანამდებობიდან ან აუკრძალოს მას განაჩენში მითითებული საქმიანობა.

4. დამსაქმებელი თანამდებობის პირისათვის გაგზავნილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. თუ დამსაქმებელი თანამდებობის პირი პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებს მსჯავრდებულს დაკავებული თანამდებობიდან ან არ შეუცვლის მას საქმიანობის სფეროს, შესაბამისი მასალები გადაეგზავნება პროკურატურის ორგანოს.

    მუხლი 26. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლის ადმინისტრაციისთვის, სადაც მსჯავრდებული მუშაობს.

2. დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, ვალდებულია:

ა) განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროდან მსჯავრდებულის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა აცნობოს პრობაციის ბიუროს მიღებული ზომების თაობაზე;

ბ) პრობაციის ბიუროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის აღსრულებასთან;

გ) მსჯავრდებულთან შრომითი ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პრობაციის ბიუროს.

    მუხლი 27. იმ ორგანოთა ვალდებულება, რომლებიც უფლებამოსილი არიან გააუქმონ გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე

1. გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა იმ ორგანოსთვის, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანო ვალდებულია განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულს ანიჭებდა გარკვეული საქმიანობის უფლებას, ჩამოართვას მას შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

 

თავი VII. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი

    მუხლი 28. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

1. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის თაობაზე აღნიშვნის უზრუნველსაყოფად.

2. თუ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

3. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას.

4. თუ იურიდიული პირი თავს არიდებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას და აგრძელებს აკრძალულ საქმიანობას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

5. იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი აღსრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მათი გამოყენება იურიდიული პირის მიმართ.

 

თავი VIII. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება

მუხლი 29. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი 

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.

2. პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება და მისამართი, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.

3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან გააფორმოს/დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული მომსახურების საფასური მოხმარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული და სხვა მიზნების განხორციელებას.

4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროსშესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებითსასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისადპრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6504 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 30. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პირობები

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება შესრულდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

2. მსჯავრდებულს თავისი სურვილით, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლოდ იმუშაოს დასვენების დღეებში.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 31. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის გამოთვლა

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომელთა განმავლობაშიც მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო შრომას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისათვის შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.  

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6504 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 32. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით სასჯელს იხდის მსჯავრდებული

1. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს და შესაბამის ჩანაწერებს აწარმოებს დამსაქმებელი. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს დამსაქმებლის ჩანაწერების სისწორეს, მსჯავრდებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამუშაოს შესრულების შესახებ მონაცემები შეაქვს ოქმში.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პროცესში ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულება და ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 33. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა

1. პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის წესებისა და პირობების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს არიდებს მას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებულზე სამუშაოზე გამოუცხადებლობისას ვრცელდება ამ კანონის 121  მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საპატიო პირობები.

4. პატივსადები მიზეზების არსებობისას დამსაქმებელს, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, შეუძლია გაათავისუფლოს მსჯავრდებული კონკრეტულ დღეს სამუშაოს შესრულებისგან. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული შეუსრულებელ სამუშაოს სხვა დროს შეასრულებს.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 33 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №895 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.319

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2698 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.69

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6504 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

 

თავი VIII1 . განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულება

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 332 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი

1. თუ განრიდების სუბიექტი იკისრებს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას, როგორც განრიდების პირობას, პროკურორი პრობაციის ბიუროს უგზავნის ინფორმაციას ამ პირის მიერ ნაკისრი განრიდების პირობის შესახებ, რის შემდეგაც პრობაციის ბიურო განრიდების სუბიექტს განუსაზღვრავს სამუშაოს სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.

2. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ვრცელდება ამ კანონის დებულებანი მათი შინაარსის გათვალისწინებით.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 333 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობა

1. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2. პრობაციის ბიურო პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

 

თავი IX . სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულება

    მუხლი 34. სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულების წესი

1. გამასწორებელი სამუშაო აღსრულდება მსჯავრდებულის ძირითად სამუშაო ადგილზე.

2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას პრობაციის ბიურო დამსაქმებელს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის თაობაზე.

3. დამსაქმებლისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

    მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები

1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოდან გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. უარის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 36. გამასწორებელი სამუშაოს ვადის გამოთვლა

1. გამასწორებელი სამუშაოს ვადაში ითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა და მისი ხელფასიდან ხდებოდა დაქვითვა.

2. გამასწორებელი სამუშაო იწყება იმ დღიდან, როდესაც დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, პრობაციის ბიუროსაგან მიიღებს სასამართლო განაჩენის ასლს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს.

    მუხლი 37. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს

1. დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მუშაობს გამასწორებელი სამუშაოს სახით მსჯავრდებული პირი, ეკისრება მსჯავრდებულის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვისა და დაქვითული თანხის დადგენილი წესით გადარიცხვის განხორციელება, მსჯავრდებულის ყოფაქცევის გაკონტროლება, პრობაციის ბიუროსათვის შეტყობინება მსჯავრდებულის მიმართ წახალისებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.

3. პრობაციის ბიურო შესაბამის დასაქმების სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ.

4. დასაქმების სამსახური ვალდებულია მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

5. სამუშაო ადგილის შეთავაზების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს.

    მუხლი 38. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის ხელფასიდან დაქვითვის წესი

1. პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს დამსაქმებლის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კონტროლის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი ორგანოები.

2. მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს, დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულის ხელფასიდან დასაქვითი თანხის შემცირების თაობაზე.

    მუხლი 39. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა

თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს გამასწორებელ სამუშაოს ან არღვევს აღნიშნული სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

 

თავი X. მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების წესი

    მუხლი 40. პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში

1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში:

ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;

გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;

დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;

ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან;

ზ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.

1 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: 

ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის;

ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება;

გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;

დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერვე დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ , ორგანიზაციამ , სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე ცალკეულმა პირმა .

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სოციალურმა მუშაკმა.

5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671  მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის   11  დეკემბრის კანონი №1730  - ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1781  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 401. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება

ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარდა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე აგრეთვე შეიძლება განახორციელოს სათანადო გამოცდილების (კომპეტენციის) მქონე სოციალურმა დაწესებულებამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.

საქართველოს 201 4  წლის  17  ოქტომბრის კანონი №2707 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.

    მუხლი 41. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

31 . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს ამ კანონის მე-12 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცხადების განსაკუთრებულ რეჟიმზე .

4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 42. გაფრთხილების მიცემა მსჯავრდებულისათვის, რომელსაც გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება

1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მას წერილობით, რომ ასეთი ქმედება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

2. თუ აღნიშნული მდგომარეობა ერთი კვირის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

    მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

    მუხლი 44. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობა

1. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობად მიიჩნევა:

ა) პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა;

ბ) სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან მის შესრულებაზე უარის თქმა.

2. სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის საფუძველია:

ა) მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არანაკლებ სამჯერ გამოუცხადებლობა;

ბ) მსჯავრდებულის მიერ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან მისთვის თავის არიდება;

1 ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, თუ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პატიმრობა;

გ) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

 

თავი X1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 441. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 442. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 201 4  წლის  17  ოქტომბრის კანონი №2707 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.    

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

თავი X2. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის აღსრულების წესი

 
საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.  

    მუხლი 448. შინაპატიმრობის აღსრულების წესი

1. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის  IV თავის მოქმედება, გარდა 121 მუხლისა.

4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დრო და პირობები, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობები) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.

6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება  ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

7. შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.

8. იქ, სადაც შინაპატიმრობის  ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.

10. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.

11. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

12. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:

ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა;

ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები;

გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. 
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

თავი X3. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება

საქართველოს 2018 წლის 30  მაისის  კანონი №2398  –  ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 449. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი 

1. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს და განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებსა და პირობებს.

4. პრობაციის ოფიცერი აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ.

საქართველოს 2018 წლის 30  მაისის  კანონი №2398  –  ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 4410. იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს ვალდებულება 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებასა და იარაღის ჩამორთმევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აწვდის პრობაციის ბიუროს.

საქართველოს 2018 წლის 30  მაისის  კანონი №2398  –  ვებგვერდი, 08.06.2018წ.

 

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 45. გარდამავალი დებულებანი

ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის:

ა) პირობით მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას წელიწადში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება;

ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ არასრულწლოვნებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არა უმეტეს კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება;

გ) იმ მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს, რომელთა სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები, ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას სასჯელის მოხდის დარჩენილი ვადის განმავლობაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.

    მუხლი 451. დადგენილი რეჟიმის მსჯავრდებულის მიერ დარღვევის რაოდენობათა ათვლის რეგულირების წესი

ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი რეჟიმის დარღვევის რაოდენობათა ათვლა დაიწყოს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161

    მუხლი 452 . მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის ხელახალი განხილვის ვადა

ამ კანონის 211 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვადა მოქმედებს 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ვადა 6 თვეა.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

    მუხლი 453. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 201 4  წლის 25 დეკემბრის  კანონი №2981 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №186 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. 
საქართველოს 2017 წლის 1  ივნისის კანონი  №954  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 454. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების მოქმედება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს 

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება.

2. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

    მუხლი 455. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზების ვადა 

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზება ოჯახური დანაშაულის ჩამდენი იმ პირებისთვის, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების შეზღუდვა ან/და რომელთა მიმართაც გამოყენებულია პირობითი მსჯავრი.

საქართველოს 201 4  წლის  17  ოქტომბრის კანონი №2707 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.  

    მუხლი 456. „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცება

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2016 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქცია“.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5016  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 46. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 4.07.2001, მუხ. 76).

    მუხლი 47. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი

№4956–Iს

35. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6957-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 34. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5754-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 33. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5390-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4329-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 31. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3130-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2398-IIს - ვებგვერდი, 08/06/2018 29. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1223-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 28. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 954-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 757-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 26. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 186-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 25. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5016-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 24. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3713-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 23. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3525-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 22. 25/12/2014 - საქართველოს კანონი - 2981-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 21. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2707-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 20. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2650-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 19. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2324-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 04/04/2014 - საქართველოს კანონი - 2184-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 17. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1781-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 16. 11/12/2013 - საქართველოს კანონი - 1730-Iს - ვებგვერდი, 25/12/2013 15. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1470-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6504-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 13. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6215-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 12. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6011-Iს - ვებგვერდი, 20/04/2012 11. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5626-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 10. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5266-IIს - ვებგვერდი, 111124018, 24/11/2011 9. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4430-Iს - ვებგვერდი, 110322017, 22/03/2011 8. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4047-რს - სსმ, 75, 27/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2997 - სსმ, 24, 10/05/2010 6. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2698 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1933 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 964 - სსმ, 41, 30/12/2008 3. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 895 - სსმ, 41, 30/12/2008 2. 31/10/2008 - საქართველოს კანონი - 434 - სსმ, 31, 12/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 225 - სსმ, 17, 28/07/2008
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.