„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1470-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.017180
1470-Iს
04/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
070030000.05.001.017180
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტისა, აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული საფასური ირიცხება სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ანგარიშზე.

42. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა შესაძლებელია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების ხელშემწყობი სხვა საქმიანობაც.“.

3. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 11 პუნქტი:

„11. დაწესებულებაში ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის აღსრულებას უზრუნველყოფს თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი.“;

ბ) მე-9 პუნქტი:

„9. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:

„მუხლი 72. კრიმინოლოგიური კვლევა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის თავიდან აცილებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.

5. 91 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პრობაციის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

„მუხლი 92. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი

1. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება.

2. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.

4. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი.

5. დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური საშუალებები − ხელკეტი და ხელბორკილი, რომელთა გაცემისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) 1პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“;

ბ) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:

„14. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 1და 12 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.“.

8. 12მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.“.

9. 211 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, პირის მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედის გასვლა.“.

10. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:

„81. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას.

82. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 453 მუხლი:

„მუხლი 453. სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების შეზღუდვის აღსრულების ამოქმედების ვადა

ამ კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიაში შესული განცხადებები განიხილება ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1470-Iს