"არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4047-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 27/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.016132
  • Word
4047-რს
15/12/2010
სსმ, 75, 27/12/2010
070030000.05.001.016132
"არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა სახის და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ აქტების აღსრულებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიუროები) მეშვეობით.

2.  პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პრობაციის ბიურო

1.  ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მქონე პირი – პრობაციის ოფიცერი.

4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას პრობაციის  ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და დაიცვას კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნისა.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები

1.  პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია: ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია). 

2.  პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით.

3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. პრობაციის ოფიცერი

1. პრობაციის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება.

2. პრობაციის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში – გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ოფიცერს დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.“.

8. მე-40 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

 „ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან;

ზ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომლის წარმოების წესსა და ფორმას ადგენს  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  105-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სოციალურმა მუშაკმა.“.                 

მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვიდეოპაემნის ორგანიზება თბილისის პრობაციის ბიუროს მეშვეობით განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან, ხოლო სხვა პრობაციის ბიუროების მეშვეობით – ეტაპობრივად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4047–რს